რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.
ჯერ კიდევ 2018 წელს ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა, რომ რუსეთმა არამეგობრული ქვეყნები უნდა აღნუსხოს. დღეს უკვე არსებობს ორი მსგავსი სია, რომლებშიც 50-ზე მეტი ქვეყანა მოხვდა. მტრულ ქვეყნად საქართველოს აღარც რუსეთის მოსახლეობა მიიჩნევს.
ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში პუტინის მხარდამჭერი ბაიკერული კლუბი, „ღამის მგლები” მოხვდა. ისინი უკვე წლებია კრემლის პროპაგანდას ავრცელებენ და რუკიდან დამოუკიდებელი უკრაინის გაქრობა უნდათ.
გამოცემა „ვიორსტკამ“ დაითვალა, რომ დაახლოებით 1800-მა რუსმა ჯარისკაცმა არ მოინდომა, უკრაინაში ეომა. მათგან 200-ზე მეტი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სპეციალურ ბანაკში გამოკეტეს.
2015 წელს ჩეხმა პოლიტიკოსმა თავი პატარა კუნძულის პრეზიდენტად გამოაცხადა. მიკროქვეყანა ლიბერლენდი ჯერ არავის უღიარებია, მაგრამ მალე მასში მოგზაურობას შეძლებთ, ვირტუალურად.
ვლადიმირ პუტინი თეირანში ირანისა და თურქეთის ლიდერებს ხვდება. მხარეები აცხადებენ, რომ ძირითადად სირიასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ილაპარაკებენ. მაგრამ თეთრი სახლის მტკიცებით, ეს ყველაფერი არ არის - რუსეთს ირანული სამხედრო დრონებიც უნდა.
ილონ მასკის სატელიტური ინტერნეტი საქართველოში 2023 წელს ამუშავდება. მისი ჩართვა შეიძლება ყველგან და ის ქვეყანაში ყველაზე სწრაფი კავშირი იქნება. მაგრამ, ამასთანავე, ყველაზე ძვირიც.
საქართველოში მთავრობა ამბობს, რომ უფრო და უფრო კეთილსინდისიერი ხდება, დემოკრატია და მშვიდობა კი წლიდან წლამდე მყარდება. ასეა? გააჩნია, როგორ შევხედავთ. 3 „წარმატებიდან” ზოგი ბრწყინავს, მაგრამ ოქრო არ არის.
„ეს იქნება ყველაზე უაზრო ომი ჩვენს ისტორიაში”, - დაწერა მოსკოველმა სოციოლოგმა და ფილოსოფოსმა, გრიგორი იუდინმა უკრაინაში ომის დაწყებამდე ორი დღით ადრე. მარტის დასაწყისში იგი რუსეთის ათასობით სხვა მოქალაქესთან ერთად პუტინის „სპეცოპერაციის” გაპროტესტებისას დააკავეს.
ბორის ჯონსონის პრემიერობა ლოკდაუნის წესების დარღვევას და მოძალადის დანიშვნას შეეწირა. კრემლი ახლა ზეიმობს, მაგრამ ექსპერტები ფიქრობენ, რომ სირთულეების მიუხედავად, დიდი ბრიტანეთი არ შეაჩერებს ზელენსკის დახმარებას პუტინის შეტევის მოგერიებაში.
ბორის ჯონსონი ტოვებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის და მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას. მას ზურგი საკუთარმა გუნდმა შეაქცია, კარანტინის დროს ქეიფის და მოძალადის მხარდაჭერის გამო.
დიდი ალბათობით, მალე რუსეთს 1300-კილომეტრიანი სახმელეთო საზღვარი ექნება ნატოს ახალ წევრებთან. 29 ივნისს ალიანსმა ფორმალურად მიიწვია ფინეთი და შვედეთი.
„ევროპის კარი ღიაა. ახლა ჯერი საქართველოზეა”, - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 24 ივნისს, როდესაც საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, მაგრამ არა კანდიდატის სტატუსი.
ევროკომისიამ საქართველოს უთხრა: ევროკავშირის კანდიდატობა თუ გინდათ, შეამცირეთ კერძო გავლენა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ დღის წესრიგზე. ვინ არიან ოლიგარქები, როგორ უშლიან ხელს დემოკრატიას და რა უნდა მოხდეს, რომ ვეღარ შეუშალონ?
ევროკომისიის მოსაზრებაა: კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს - არა. გაიგეთ რატომ.
ვეგანებისთვის მხოლოდ მცენარეებით კვება მთავარი გზაა ცხოველების წამებისგან დასაცავად. ახლა ოცამდე ახალგაზრდა ცდილობს, გაზარდოს თბილისელების მგრძნობელობა ფერმებში ფარულად გადაღებული სასტიკი ვიდეოების ქუჩაში ჩვენებით.
ულტრამემარჯვენე დაჯგუფება ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების გაძევებას ითხოვს - ქვიარების მხარდაჭერის გამო. სად აქვს დასაყრდენი ამ პოზიციას?
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, უცხოეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა ხმის მიცემა ინტერნეტით უნდა შეძლონ. რუსეთში მყოფი ქართველები ამბობენ, რომ ეს ყველას ძალიან გაუხარდება. მათ შორის იმიტომ, რომ პოლიტიკაზე თამამად ლაპარაკი მხოლოდ ვიწრო წრეებში შეუძლიათ.
Meta-მ მეტავერსის ერთპიროვნულად შექმნა გადაიფიქრა: „ის იქნება ყველასი, როგორც დღეს ინტერნეტი”. შეიძლება იმიტომ, რომ კომპანიას ფული მოაკლდა?
უკრაინაში ომის დანაშაულისთვის პირველი რუსი ჯარისკაცი გაასამართლეს. 21 წლის სერჟანტ ვადიმ შიშიმარინს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ახლა ჯერი კიდევ ორმოცდაათამდე ჯარისკაცზეა. ამ დროს, რუსეთიც ემზადება უკრაინელი ტყვეების გასასამართლებლად.
ჩამოტვირთე მეტი