რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.
20 ნოემბერს ეგვიპტეში, შარმ ელ-შეიხში კლიმატის ცვლილების 27-ე სამიტი დასრულდა. გაეროს წევრი 195 ქვეყანა ვერ შეთანხმდა მთავარზე - უარი თქვან წიაღისეულ საწვავზე, რომელიც პლანეტას გადახურებით ემუქრება.
20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით, კატარში მსოფლიოს უძლიერესი 32 საფეხბურთო ქვეყანა პირველობისთვის იბრძოლებს. ეს სანახაობა ათიათასობით ადამიანს სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად დაუჯდა.
გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისი ელაპარაკა 300-ზე მეტ ყოფილ და მოქმედ სამხედრო ტყვეს. გადატანილ წამებასა და სისასტიკეებზე ჰყვებიან როგორც უკრაინელი, ისე რუსი ჯარისკაცები.
...და ამით პოლიტიკურ ქულებს იწერს. ახალი კანონპროექტის თანახმად, რუსეთში ჰომოსექსუალობაზე ლაპარაკი დასჯადი უნდა გახდეს. ჯერ ჯარიმით, გამეორების შემთხვევაში კი ერთწლიანი პატიმრობით.
გერმანელი ისტორიკოსი, იან კლაას ბერენდსი დიდი ხანია იკვლევს აღმოსავლეთ ევროპას, კომუნიზმსა და პოსტსაბჭოთა რუსეთს. წლების განმავლობაში იგი ამბობდა, რომ პუტინის რეჟიმი ემუქრება მშვიდობას ევროპის კონტინენტზე და გერმანიის ხელისუფლებას მეტი სიხისტისკენ მოუწოდებდა.
ჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა, რომელსაც რუსეთში ბევრი “ჯიბის ოპოზიციას” უწოდებს, ქვეყანა დატოვა. კრემლის მართული მედია ამტკიცებს, რომ პოლიცია დაჭერას უპირებდა და მის ინდულგენციას ვადა გაუვიდა.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, რიში სუნაკი კონსერვატორული პარტიის თავმჯდომარე და პრემიერი მეორე ცდით ხდება.
მან თანამდებობა სულ რაღაც 44 დღეში დატოვა. დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრი ასე სწრაფად ჯერ არასდროს გადამდგარა.
რუსეთში, წვევამდელებისთვის გამოცემულ ბროშურაში წერია, რომ უკრაინელები რუსები არიან, პუტინისთვის დაღუპულები კი აუცილებლად სამოთხეში მოხვდებიან. ბროშურას, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოიწონა, უკვე არიგებენ.
რუსეთში ბომბსაფრებს ამზადებენ, იგივე ხდება პოლონეთშიც. გერმანიამ ჯერ კიდევ აპრილში დაიწყო. ბოლო დღეებში უკრაინის ქალაქების დაბომბვის ფონზე, დასავლეთში სულ უფრო მატულობს გაურკვევლობა - გამოიყენებს პუტინი ბირთვულ იარაღს და თუ კი, რა იქნება შემდეგ?
99 მომხრე, ერთმა თავი შეიკავა. 13 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი “ტერორისტულ რეჟიმად” აღიარა, გაეროს უშიშროების საბჭოში მის წევრობას კი “უკანონო” უწოდა. იმავე რეზოლუციაში PACE-მ მოუწოდა საქართველოს, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.
21 სექტემბრის მერე, რუსეთში თითქმის 20 რეზერვისტი დაიღუპა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ძირითადად გულის შეტევას, სუიციდს ან ნარკოტიკებით ზედოზირებას ასახელებენ. მაგრამ ბევრს სხეულზე ძალადობის კვალი ეტყობა.
მოხალისეთა ცენტრი "Choose To Help" ცოტნე დადიანის 7 ნომერში, სავაჭრო ცენტრ “ქარვასლაში” დაბანაკდა. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, აქ უკრაინელებს ჰუმანიტარულ დახმარებას ურიგებენ. ძირითადად, რუსი მიგრანტები.
ვისი ბრალია? - თვეზე მეტია კითხულობენ კრემლისტური მედიასაშუალებები. ეს დაიწყო ხარკოვის ოლქის დაკარგვით, და გაგრძელდა მობილიზაციის გამოცხადებით. პროპაგანდისტები ვერც ოთხი რეგიონის ანექსიამ გაამხნევა.
სანამ უკრაინის ტერიტორიების ანექსირებას ხელს მოაწერდა, ვლადიმირ პუტინმა 35-წუთიანი სიტყვა წარმოთქვა. მან ილაპარაკა კოლონიალიზმზე, “ანგლოსაქსების ბატონობაზე”, ამერიკელი ინდიელების გენოციდზე და დასავლეთი სატანიზმში დაადანაშაულა.
ათასობით რუსეთის მოქალაქეს ლარსზე არაადამიანურ პირობებში რამდენიმე დღის გატარება უწევს. საზღვრის ორივე მხარეს ფულის შოვნის ახალ გზებს ალღო მალევე აუღეს.
20 სექტემბერს, ქუთაისში გრიგოლ ნარსიამ აფეთქების მუქარით მძევლები აიყვანა და ორი მილიონი დოლარი მოითხოვა. 12-მა ადამიანმა ტყვეობაში თითქმის 10 საათი გაატარა.
რუსეთში “ნაწილობრივი მობილიზაცია” უკვე დაიწყო. ვლადიმირ პუტინი აპირებს, უკრაინასთან კიდევ სულ ცოტა 300 ათასი კაცი აომოს. ან იქნებ მეტიც - კოლექტიური შიში ძლიერდება, რადგან ბოლომდე ცხადი არ არის, ვის წაიყვანენ და ვის არა.
ჩამოტვირთე მეტი