რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.
სთხოვეთ და დაგიწერთ. მისი მოთხრობები, ესეები, ლექსები და ხუმრობები იმდენად დამაჯერებელია, რომ ადამიანის დაწერილი გეგონებათ. არა მხოლოდ თქვენ, არამედ, დიდი ალბათობით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსაც, რომლებისთვისაც სტუდენტების პლაგიატში გამოჭერა ახლა უდიდეს თავისტკივილად იქცა.
შვეიცარიის ქალაქ დავოსში გამართულ ეკონომიკურ სამიტზე, ვეტერანმა ამერიკელმა დიპლომატმა, ჰენრი კისინჯერმა თქვა, რომ უკრაინის სამხედრო ნეიტრალიტეტმა აზრი დაკარგა. წლების მანძილზე, იგი საპირისპიროს ამტკიცებდა.
უკრაინაში რუსულ ჯარს ახალი მხედარმთავარი ჰყავს. ომის დაწყების შემდეგ, უკვე მეოთხედ. სამხედრო ექსპერტებისთვის სულ უფრო ცხადი ხდება, რომ პუტინის ახლო გარემოცვაში განხეთქილებაა.
უკვე ნახევარ წელიწადზე მეტია, “პუტინის მზარეულის”, ევგენი პრიგოჟინის კერძო ჯარი უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ბახმუტის აღებას უშედეგოდ ცდილობს. სტრატეგიული მნიშვნელობის პატარა ქალაქი გამუდმებით იბომბება.
რაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა, გერმანიაში დროდადრო საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრანტების მოთხოვნაა, გერმანიამ უკრაინის დახმარება შეწყვიტოს. იმასაც ამბობენ, რომ ომი სინამდვილეში აშშ-ის ბრალია და რუსეთი უსამართლო სანქციების მსხვერპლია.
სანამ უკრაინული ქალაქები რუსული რაკეტებით იბომბება, კრემლი ცდილობს დაარწმუნოს სამყარო, რომ მშვიდობიან მოსახლეობას სინამდვილეში უკრაინა და დასავლეთი ხოცავენ. ყალბ ამბებს ომის შესახებ მხოლოდ კრემლი არ ავრცელებს.
უკრაინაში, რუსული რაკეტები დენისა და გათბობის გარეშე ტოვებს მილიონობით ადამიანს. ერთ-ერთი მათგანი ოდესელი ტატიანა მილიმკოა. ორ პატარა შვილთან ერთად, ის ახალი წლის შესახვედრად ემზადება.
Forbes-ის გამოთვლებით, აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციებმა რუს ოლიგარქებს ძლიერად დაარტყა. სუპერმდიდარმა რუსებმა წელს 150 მილიარდი დოლარი დაკარგეს.
"ბიჭები წავიდნენ, მამაკაცები დარჩნენ”, თუ გინდათ ფული იშოვოთ და არ გალოთდეთ, მაშინ უკრაინაში საომრად უნდა წახვიდეთ. ეს მოკლე შინაარსია იმ ათეულობით ვიდეორგოლის, რომლებიც ბოლო კვირებში რუსეთში გაჩნდა.
იან რაჩინსკი რუსი უფლებადამცველი და ისტორიკოსია. უკვე ოთხი წელია, იგი ხელმძღვანელობს ორგანიზაცია “მემორიალს”, რომელიც იკვლევს წარსულსა და აწმყოს, საბჭოთა რეპრესიებს და ადამიანების ჩაგვრას თანამედროვე რუსეთში. ორგანიზაციას ეკრძალება საქმიანობა რუსეთში, მაგრამ იან რაჩინსკი ემიგრაციაში არ წასულა.
430 მომხრე, 52 წინააღმდეგი. ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია იმაზე, თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. დეპუტატები წუხან, რომ საქართველოში დემოკრატია სუსტდება და მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.
ბრიუსელში დაკავებულ ოთხ ადამიანს ბრალი ედებათ ფულის აღებაში კატარის ინტერესების გატარების სანაცვლოდ. ევროპარლამენტს ასეთი სკანდალი ჯერ არ ახსოვს, მაგრამ კრიტიკოსებს ეჭვი ეპარებათ, ეს ერთეული შემთხვევა იყოს.
რუსეთს სჭირდება ფილმები იმაზე, თუ როგორ ინგრევა ევროპა და რა “გმირობებს” სჩადიან რუსი ჯარისკაცები უკრაინაში. ასე გადაწყვიტა კულტურის სამინისტრომ და კინოინდუსტრიას ამისთვის 12 მილიარდი რუბლი (500 მილიონი ლარი) გამოუყო.
რაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა, რუსეთში სუპერმდიდრები უცნაურ ვითარებაში კვდებიან. ოფიციალური ვერსიით თავს იკლავენ, ან უბედურ შემთხვევას ეწირებიან. რამდენად დამაჯერებელია ეს დამთხვევები?
ძიძების უმეტესობა საქართველოში ზეპირი შეთანხმებით მუშაობს. ახლა ნაწილმა შექმნა ხელშეკრულება, რომლითაც ცდილობენ შრომითი კოდექსით გარანტირებული უფლებების დაცვას. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა მშობლებისთვისაც სასარგებლო იქნება.
სისასტიკით ცნობილმა რუსულმა სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერმა” სახელი “ტიკტოკზეც“ გაითქვა. ამერიკულმა NewsGuard-მა იპოვა ათეულობით ვიდეო, სადაც ხოცავენ, ძალადობენ და მოუწოდებენ სხვებს უკრაინელების მოკვლისკენ. რუსი მებრძოლის, ევგენი ნუჟინის მკვლელობა მილიონობით ადამიანმა ნახა.
27 ოქტომბერს მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ილონ მასკმა ტვიტერი 44 მილიარდ დოლარად იყიდა. მას შემდეგ კომპანიაში ბევრი რამ შეიცვალა. როგორც მასკის კრიტიკოსები ამბობენ - უარესობისკენ.
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ვრცელი ინტერვიუ მისცა გერმანულ Der Spiegel-ს. იგი ირწმუნება, რომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ უკრაინაში ომი არ დაეშვა. მაგრამ მაინც არ ეყო ძალა პუტინის შესაჩერებლად.
გაფართოება უალტერნატივოა და ევროკავშირმა ის უნდა დააჩქაროს. წევრობის შესახებ მოლაპარაკებები კი ყველა კანდიდატთან ამ “ათწლეულის ბოლომდე” უნდა დაასრულოს, - წერია რეზოლუციაში, რომელიც ევროპის პარლამენტმა 23 ნოემბერს მიიღო.
ჩამოტვირთე მეტი