რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.
საბჭოთა კავშირის დროს სანატორიუმ „ქართლში“ გულის პრობლემების სამკურნალოდ მოდიოდნენ. ახლა იქ ცხოვრება რისკს უქმნის 120-ზე მეტი ოჯახის არა მხოლოდ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას, არამედ სიცოცხლესაც.
საწვავის გაძვირებამ ყაზახეთში მასობრივი პროტესტი, მთავრობის გადადგომა და შეიარაღებული შეტაკებების ტალღა გამოიწვია. არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ ფასების ზრდა ხშირად უბრალოდ ბოლო წვეთია, რომელსაც ხელისუფლების შეცდომებით გაბრაზებული ადამიანები ქუჩაში გამოჰყავს.
ევროკავშირის დროშის შებღალვა დასჯადი გახდა. უფლებადამცველები შიშობენ, რომ შესაძლოა ხელისუფლებამ ეს გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად გამოიყენოს.
თბილისში, თემქაზე, ავარიულ შენობაში 200-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს. იქ გაჩერება რომ სახიფათოა, ხელისუფლებამ წლებია იცის.
სათამაშო ბიზნესის შეზღუდვა სპორტსაც შეეხო. გემბლინგ კომპანიები “ქამრებს იჭერენ” და სპორტსმენებს სასპონსორო ხელშეკრულებებს აღარ უგრძელებენ. ხელისუფლების მიმართ საჯარო საყვედურების მიუხედავად, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ სპორტსმენებს ახალი ცხოვრების დაწყება მოუწევთ.
ციფრული სურათები, ვირტუალური ბოტასები, ისტორიული პიროვნებები, ქართული ღვინოც კი - დღეს ეს ყველაფერი NFT-დ იქცა, და ამაში ათასებს, ხანდახან კი მილიონებს იხდიან. რა არის NFT? უმეტესობამ ეს ჯერ არ იცის.
ინტერნეტმეკობრეობის მხრივ, საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. ამერიკული კინოკომპანიები ამის გამო წლებია გვემუქრებიან. ისინი კი, ვინც საქართველოში არალეგალური კონტენტით ხეირობენ, სულ უფრო ხვეწენ მეთოდებს, თუ როგორ აუარონ გვერდი კანონს.
აზარტული თამაშების აკრძალვის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა 29 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე, სათამაშო ბიზნესისთვის მომზადებული ახალი რეგულაციების წარდგენისას განაცხადა.
შავი პარასკევი გრანდიოზული ფასდაკლებების და ისეთი რამეების ყიდვის დღეა, რაზეც სხვა დროს ხელი არ მიგიწვდებათ. თუმცა არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც - ფასდაკლებები არც ისე გრანდიოზულია, თქვენ კი ბოლოს იმას ყიდულობთ, რაც არ გჭირდებათ.
ფეისბუკზე მრავალათასიანი ჯგუფი საწვავის მაღალ ფასებს აპროტესტებს. ეკონომისტების თქმით, ფასი მართლაც მაღალია და სახელმწიფოს აქვს ბერკეტები მის დასაწევად. გარემოსდამცველებიც კი თანხმდებიან, რომ საწვავი გასაიაფებელია.
ტანსაცმელი ასეთი იაფი ჯერ არასდროს ყოფილა. არც ასეთი დამანგრეველი - ჩვენი პლანეტისთვისაც და ჩვენთვისაც.
ამერიკაში წასასვლელად ერთ-ერთი ლეგალური გზა “მწვანე ბარათის” მოგებაა. მხოლოდ ბოლო 10 წელიწადში “მწვანე ბარათის” გათამაშებაში ბედი საქართველოდან თითქმის მილიონმა ადამიანმა სცადა.
არჩევნების მეორე ტურში ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა საარჩევნო უბნებთან კვლავ შენიშნეს ბევრი კალამმომარჯვებული ადამიანი, ხელში საარჩევნო სიებით. 30 წელია, საქართველოში არჩევნები მოქალაქეების ნების კონტროლის გარეშე არ ჩატარებულა.
გადავსებულ რუსთაველზე ქართული ოცნება ოპონენტებს ძალას აჩვენებს. ოცამდე ადამიანს სულ რამდენიმე საათი აქვს იმისთვის, რომ ოჯახისთვის ფული იშოვოს.
17-მა გავლენიანმა მედიამ, ფეისბუკიდან გაჟონილი მასალები თითქმის ერთდროულად გამოაქვეყნა. კორპორაცია ვერ აჩერებს დეზინფორმაციას, და ბოროტად სარგებლობს მომხმარებლების პირადი მონაცემებით, - ამტკიცებენ ისინი.
ნელსონ მანდელა, ანდრეი სახაროვი, ვაცლავ ჰაველი, ალექსეი ნავალნი… მიხეილ სააკაშვილი? არის თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტპატიმარი? პოლიტიკური ელფერის მიუხედავადაც, უფლებადამცველებს უჭირთ, გადაჭრით თქვან კი, ან არა.
Amnesty International-ის მიერ აღიარებული "სინდისის პატიმრები"
გინახავთ ლეგოს კონსტრუქტორი? თუ კი, მაშინ იოლად მიხვდებით, როგორ შენდებოდა ტიპური კორპუსები საბჭოთა კავშირში. დიდი მზა დეტალებით აწყობილ სახლებს ერთი რამ აქვთ საერთო - მზიდი კედლების მოშლა კატასტროფით შეიძლება დასრულდეს.
ჩამოტვირთე მეტი