რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.
4 ოქტომბერს, დაახლოებით საღამოს 6-ის ნახევარზე, თითქმის სამი მილიარდი ადამიანი დარჩა ფეისბუკის გარეშე. მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელთან ერთად, გაითიშა ასევე მისი კუთვნილი ინსტაგრამი და მესენჯერი ვათსაპი. იქამდე ცოტა ხნით ადრე ონლაინ პლატფორმების მიმართ ახალმა ბრალდებებმა გაიჟღერა.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა 1998-2016 წლებში ოფშორულ ზონაში 12 კომპანია დაარეგისტრირა. ამის შესახებ საუბარია მასალებში, რომლებიც გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) მოიპოვა.
მთლად პირსისხლიანი ხელისუფლება არ ხარ, მაგრამ არჩევნების გაყალბება მაინც ძალიან გინდა? დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ბევრი გზამკვლევი არსებობს, მაგრამ როგორ შეიძლება არჩევნების “სუფთად” გაყალბება?
უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ის შეფასებით, საქართველოში ინტერნეტის თავისუფლება მეზობლებთან შედარებით დაცულია. მაგრამ სახელმწიფო მოქალაქეებს კვლავ დაუბრკოლებლად უთვალთვალებს, საახალწლოდ კი სუს-ის უკონტროლო ძალაუფლება კიდევ უფრო გაიზრდება.
სულ უფრო მეტი ადამიანი აცხადებს, 13 სექტემბერს გავრცელებულ ჩანაწერებში საკუთარი თავი ამოვიცანითო. სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილი ფაილები ცხადყოფს, რომ ნაწილს უთვალთვალებდნენ სკაიპსა და ფეისბუკის მესენჯერში.
სავარაუდოდ, სუს-ის არქივიდან გაჟონილ ათასობით ფაილში წაიკითხავთ სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, სასულიერო პირების ცხოვრების დეტალებსა და სიტყვასიტყვით გადმოკოპირებულ დიალოგებს.
მაგრად გაწუხებს ერთი ტიპი, და ამ დროს ხელში ჩაგივარდება იარაღი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლია, მასზე თითქმის ყველაფერი გაიგო - რას წერს, რას ლაპარაკობს, რას გუგლავს, ვის ხვდება, ვის რას უმალავს… ხომ წარმოგიდგენია, მისი თავიდან მოშორება როგორი იოლი ხდება?
თბილისის ქუჩებში ასობით, თუ არა ათასობით გამოყენებული ერთჯერადი პირბადე ყრია. ისინი პლასტმასისგან შედგება და გარემოს აბინძურებს. სხვადასხვა ქვეყანაში ახლა ნიღბების გადამუშავებაზე ბჭობენ, მაგრამ საქართველოში მათ სწორად გადაყრაზეც კი არაფერი ვიცით.
ჩვეულ ცხოვრებას რომ დავუბრუნდეთ, მოსახლეობის 80% მაინც სრულად უნდა აიცრას. ამ დროს, IRI-ს ბოლო გამოკითხვის თანახმად, აცრას არ აპირებს მოსახლეობის 45%. იმოქმედებს მათზე ლატარია და სხვადასხვა წახალისება?
ჯერ კიდევ უსაფრთხოდ არიან, მაგრამ არავინ იცის რამდენი ხნით. საქართველოში გამოქცეული ბელარუსი ჟურნალისტები შიშობენ - შეთანხმება სუს-სა და ლუკაშენკას სპეცსამსახურებს შორის მათთვის შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს.
დღეში კორონავირუსის ათასობით ახალი შემთხვევა გვაქვს, თუმცა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები არ მალავენ - პიკში ჯერაც არ შევსულვართ. კიდევ რამდენს გაუძლებს ჯანდაცვის სისტემა და რა მოხდება, როცა ვეღარ გაუძლებს?
წარმოიდგინეთ, დაბლოკილი გაქვთ წვდომა ფეისბუკზე, ინსტაგრამზე, ტიკტოკსა და სხვა სოციალურ ქსელებზე. ვერ შედიხართ BBC-ის, როიტერსის, დოიჩე ველეს ვებგვერდებზე.
ბოლო თვეებია, საქართველოში ყოველ საათში ერთი ან მეტი ადამიანი კვდება კოვიდით. მაგრამ ათასობით ადამიანს მაინც აცრის უფრო ეშინია, ვიდრე ვირუსის. რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება მათი შიშების გაქარწყლებას?
მეცნიერები თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე პანდემიას მხოლოდ აცრა შეაჩერებს. სანამ ხელისუფლება ვერ არწმუნებს მოქალაქეებს, რომ აიცრან, კერძო სექტორი მათი წახალისებისთვის სხვადასხვა გზას ეძებს. არის თუ არა აკრძალვები აუცრელებისთვის და ექსკლუზიური შეთავაზებები აცრილთათვის დისკრიმინაცია?
ნიკამ ვლადიმირ პუტინს მუნდიალის ფინალი ჩაუშხამა, საშამ - დაბადების დღე. რომას “ექსტრემისტული" ნახატები კი დასცინის მის ძალადობრივ წესრიგს.
ტუროპერატორები ჰყვებიან, რომ უცხოელები ჯავშნებს ძალადობის შიშით აუქმებენ. გამოიწვევს თუ არა უკონტროლო ძალადობა დედაქალაქის შუაგულში იმას, რომ ასეულობით ოჯახი კიდევ უფრო გაღარიბდება?
ტროლები და ყალბი ანგარიშები სხვადასხვა მედიის ფეისბუკგვერდებზე უკვე წლებია აქტიურობენ. ამის გამო მკითხველებისთვის ვირტუალურ დისკუსიაში მტყუან-მართლის გარჩევა და ერთმანეთთან ლაპარაკი სულ უფრო რთულდება.
ათობით ადამიანი წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურმა ფეისბუკგვერდმა წაშალა მათი კრიტიკული კომენტარები, ზოგის ავტორი კი დაბლოკა კიდეც. იურისტებს და აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ ეს არაკონსტიტუციური ქმედებაა. მათი აზრით, სასამართლო დავის შემთხვევაში, მოქალაქეებს აქვთ შანსი, მოუგონ პრემიერ-მინისტრს.
ჩამოტვირთე მეტი