ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.
ამ კვირაში დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ორგანიზებული დანაშაულის ფართო ქსელის სხვადასხვა რანგის ათეულობით ხელმძღვანელი და რიგითი წევრი დააპატიმრეს. მალევე ალაპარაკდა მედია დასავლეთში, რომ საქმე ეხება „ქართულ ორგანიზებულ დამნაშავეობას“.
ევროპის იმ ქვეყნების მინისტრებმა, რომლებიც საერთო ვალუტას - ევროს - მოიხმარენ, თავიანთი, ასე ვთქვათ, გაერთიანების წევრი ქვეყნის - საბერძნეთის - დახმარების გეგმა გამოაქვეყნეს. ათენს მხარდაჭერა დასჭირდა იმის გამო, რომ საფრთხე შეექმნა, ვალების გადახნის უუნარო გამხდარიყო.
რადიოჟურნალ „მეათე სტუდიის“ გამოშვების პირველი სიუჟეტი ეძღვნება სოციოლოგიურ კვლევას, რომელიც საქართველოში ბოლო წლების ორ უმნიშვნელოვანეს მოვლენას მიეძღვნა. აქვეა რეპორტაჟი 60-იანი წლების სტუდენტური მოძრაობის შესახებ გოეთეს ინსტიტუტში გამართული საღამოს შესახებ.
მაჰმადიან ქალზე ფიქრისას თავშებურული, უარეს შემთხვევაში, სახედაფარული ადამიანი წარმოგიდგებათ. მუსლიმანურ ქვეყნებში ჩადრის თუ თავსაფრის ტარების წესს ზოგან ძალიან მკაცრად მისდევენ, ზოგან კი - ნაკლებად. სხვაგვარადაა დასავლეთში, სადაც თავსაბურავს და ტანსაცმელს სიცივისგან დამცავი და სიშიშვლის დამფარავი ფუნქცია აქვს, მაგრამ იქაც ბევრი გამოჩნდა, ვისაც თავსაფრის ტარება უფლებად მიაჩნია და ამისთვის იბრძვის.
კოპენჰაგენში ვერ მოახერხეს მიეღოთ იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც დაავალდებულებდა სახელმწიფოებს, შეემცირებინათ ატმოსფეროში სათბურის გაზად წოდებული ნახშირორჟანგის გამოფრქვევა. ეს აირი კლიმატის ცვლილების, დათბობის გამომწვევ ფაქტორად ითვლება. მიიღეს მხოლოდ დოკუმენტი ცნობად, რომ მიზნადაა დასახული 2050 წლისთვის გლობალური დათბობის ზრდის ტემპი 2 გრადუსამდე იქნეს დაყვანილი.
ბრიტანეთის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ვის გადასცეს ლონდონის აეროპორტში დაკავებული ეიუპ განიჩი, ბოსნიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი. განიჩი ორ ქვეყანას სურს - სერბიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას. ის, მართალია, სერბიის თხოვნითაა დაკავებული.
კლინტონმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა: "ჩვენ ძალიან ნათლად ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას. 2011 წლის ბიუჯეტში ვითხოვეთ, დახმარების სახით, საქართველოსთვის 90, 1 მილიონი დოლარი, რაც ნიშნავს დახმარების 8 პროცენტით გაზრდას".
შუა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობამ დაგმო კომუნისტური წარსული. ყოფილ კომუნისტურ ფუნქციონერებს თანამდებობების დაკავება აუკრძალეს. ჩინეთი ერთ-ერთია იმ ოთხი კომუნისტური ქვეყნიდან, რომლებიც დედამიწაზე დღეს არსებობენ - ლაოსი, კუბა და ვიეტნამი.
ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა რამდენიმე აქტუალურ საკითხზე იმსჯელეს. მაგრამ მთავარი საკითხი - ის ბოლოს დაემატა დღის წესრიგს - მაინც ბელორუსია იყო.
ყოველკვირეულ რადიოჟურნალ „მეათე სტუდიის“ დღევანდელ გამოშვებაში გთავაზობთ შემდეგ თემებს: საქართველოში მედიის მდგომარეობა, არტ-საღამოები თბილისში და რეპორტაჟი ბერლინის საერთაშორისო ფესტივალიდან. გადაცემის ბოლოს ვისაუბრებთ საერთაშორისო ქსელის Google-ის ინიციატივაზე - ვიმოგზაუროთ ციმბირში.
ევროს მომხმარებელმა ქვეყნებმა საბერძნეთის თხოვნა, შეედგინათ ვალებში მყოფი წევრი ქვეყნების გადარჩენის გეგმა, ყურად არ იღეს. საბერძნეთს იქით მოსთხოვეს, დაზოგვის საკუთარი პროგრამა განახორციელოს. არადა, ეს ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშეა.
„ფაინენშლ ტაიმსის“ მიერ დაბეჭდილ სტატიაში, სადაც განხილული იყო ეგრეთ წოდებული „ფერადი რევოლუციები“, საქართველო, უშუალოდ მასთან დაკავშირებული თემების გარდა, ამ რევოლუციების კონტექსტში იყო ნახსენები.
1990 წლიდან საბჭოთა კავშირი დაიშალა და მისი თანამგზავრები სხვადასხვა გზას დაადგნენ. მონღოლეთი ის ქვეყანაა, რომელიც მას მერე ცდილობს ორი დიდი მეზობლის, რუსეთის და ჩინეთის, და ასევე ახლო წარსულის გავლენას დააღწიოს თავი.
ევროპის კომისია ევროკავშირის აღმასრულებელი უწყებაა, რომელიც ევროპის კავშირის კანონებს თუ დადგენილებებს განახორციელებს. ოთხშაბათიდან, 10 თებერვლიდან, მუშაობას შეუდგება კომისია ახალი შემადგენლობით, რომელიც სამშაბათს ევროპარლამენტმა დაამტკიცა.
ფილმის გმირები მოსკოველი „სკინჰედები“ არიან, რომლებიც არასლავ პირებს სდევნიან, თავს ესხმიან და ამას შემდეგ ვიდეოფირზე იღებენ ინტერნეტით გამოსაქვეყნებლად. „პარაზიტები მავნებლები არიან, პარაზიტები ყარან, პარაზიტები ინფექციას ავრცელებენ, მე გასწავლით, როგორ ებრძოლოთ მათ. დიდება რუსეთს!“ - ასეთ ლოზუნგებს გაჰყვირიან ამ ფილმში გამოყვანილი რუსეთის მოქალაქეები.
ყოველკვირეული რადიოჟურნალის დღევანდელ გამოშვებაში გესაუბრებით, სულხანს-საბას "სიბრძნე სიცრუისას" საბავშვო გამოცემაზე; შევეხებით ქალების პრობლემატიკას; შემოგთავაზებთ ინტერვიუს რელიგიათმცოდნე ვასილ კობახიძესთან; ვილაპარაკებთ ერთ რუსულ ფილმზე, რომელიც ნეონაციზმს შეეხება და რადიოჟურნალს დაასრულებს სიუჟეტი ინფორმაციის გაიაფების თაობაზე.
შეერთებული შტატების არმიის მეთაურები ფიქრობენ, შეცვალონ არმიაში ჰომოსექსუალთა მიმართ პოლიტიკა და ამ გზით თანამემამულეების დამცველთა რიგებში ჩადგომის საშუალება მისცენ დიდ ჯგუფს, რომელსაც აქამდე სექსუალური ორიენტაციის გამო ეზღუდებოდა სამხედრო სამსახური.
სერბიაში მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი პატრიარქი სულ ახლახან აირჩიეს. ეპისკოპოსი ირინეოს გავრილოვიჩი გახდა ამ, სიძველით მეორე, სლავური მართლმადიდებელი ეკლესიის 45-ე მამამთავარი, რომლის სრული სახელწოდებაა:
რუსი კანონდამცველი, „YouTube-ის მილიციელად“ წოდებული ალექსეი დიმოვსკი, რომელმაც სახელი გაითქვა იმით, რომ რუსეთის მილიციაში კორუფციის შესახებ ვიდეოჩანაწერი გაავრცელა ინტერნეტით, დააპატიმრეს. დიმოვსკი თაღლითობის და სამსახურის ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.
სტამბულში მიმდინარე შეხვედრების მთავარი თემა თალიბ მეამბოხეებთან კონფლიქტის მოგვარებაა. შეხვედრებს ამ პრობლემასთან უშუალოდ დაკავშირებული ავღანეთისა და პაკისტანის - ასევე მათი შუამავლის, მასპინძელი თურქეთის - პრეზიდენტები მართავენ.
ჩამოტვირთე მეტი