ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები არ დასრულებულა, მეორე ტურის მოლოდინშია ეს ქვეყანა. ამ არჩევნებთანაა დაკავშირებული საქართველოს მოქალაქეთა დიდი ჯგუფების იქ ჩასვლაც. გამოცემა „ვერსიაში“ ვლადიმირ სკაჩკო ასე ასათაურებს თავის წერილს: „გრუზინიადა თუ გრუზინ-გეიტი?“
ევრაზიის ქვეყნებში - მათ შორისაა საქართველოც - საშუალო ფენამ და ადამიანებმა, რომლებიც ამ შრეს შეიძლება წარმოადგენდნენ, ვერ მოახერხეს საზოგადოებაში იმ პოზიციის მოპოვება, იმავე როლის თამაში, რასაც მათი კატეგორიის მოქალაქეები აღწევენ დასავლეთში.
პოლონეთმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტები სულ მალე განთავსდება მის ტერიტორიაზე. ეს განცხადება მოსკოვის უკმაყოფილებას გამოიწვევს. რა მოჰყვება ამას, რისთვის სჭირდება პოლონეთს ამერიკული რაკეტები რუსეთის საზღვართან?
ერთი წლის წინ მოსკოვში მოკლეს ადვოკატი სტანისლავ მარკელოვი და ანასტასია ბაბუროვა, მისი თანმხლები ჟურნალისტი. ამ დღეებში მათი ნათესავები და მომხრეები ღიად ლაპარაკობენ იმაზე, რომ ეს მკვლელობა უკავშირდება ულტრამემარჯვენეობის გავრცელებას რუსეთში.
საერთოევროპული ვალუტის, ევროს შემოღების შემდეგ საბერძნეთის ეკონომიკურ კრიზისს ყველაზე მძიმედ მიიჩნევენ. საბერძნეთის საბიუჯეტო დეფიციტი ახლა საფრთხეს უქმნის ევროს სტაბილურობას. როგორი გავლენა აქვს ამ - ევროზონის ყველაზე ღარიბი -ვეყნის კრიზისს საერთო ევროპულ ვალუტასა და ამ ზონის სხვა ქვეყნებზე?
"მეათე სტუდიის" დღევანდელ გამოშვებაში გესაუბრებით იმაზე, ესაჭიროება თუ არა საქართველოს განათლების სისტემას რეფორმირება; მოგითხრობთ ლიტერატურული პრემიის, "საბას" შესახებ; შემოგთავაზებთ ინტერვიუს ქართველ სოპრანოსთან, ნინო მაჩაიძესთან.
„ახალ დრამად“ მოინათლა თეატრალური მოძრაობა რუსეთში, სადაც მედიაში პოლიტიკურ თემაზე ღია სჯა-ბაასი დაუშვებელია და სწორედ დრამატურგების ერთმა ჯგუფმა იკისრა შეევსო ეს დანაკლისი.
ეუთოს წევრი ქვეყნების მუდმივ საბჭოზე, ვენაში, ყახაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კანატ საუდაბაევი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აქტიურად მიემხრობა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, ეკონომიკურ განვითარებას.
ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, ეუთო, დღეიდან, ერთი წლით, ყაზახეთის თავმჯდომარეობით იმოქმედებს. ამ 56 წევრიანი ორგანიზაციის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ყოფილი საბჭოთა ქვეყანა იბარებს ხელმძღვანელობას.
კეტრინ ეშტონი დიპლომატიური გამოცდილების არმქონე პოლიტიკოსია. ბრიუსელში, ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე მოსმენებზე სამსაათიანი კითხვა-პასუხის დროს, მან თავი აარიდა ყველა სადავო საკითხზე ლაპარაკს და დეპუტატების თანადგომაც გაინაღდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მუხროვანის სამხედრო ამბოხებაში ბრალდებული გადამდგარი გენერალი კობა კობალაძე უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. გათავისუფლების შემდეგ კობალაძემ პირველი ინტერვიუ ჩვენს რადიოს მისცა.
ახალი წლის პირველი კვირა უცხოეთის გაზეთებისთვის ჩვეულებრივი არ ყოფილა: პრესა დასავლეთში შარშან მომხდარ უმთავრეს მოვლენებსაც მიმოიხილავდა და 2010-თან დაკავშირებულ იმედებსაც ავლენდა. რამდენიმე სტატია საქართველოზეც დაიბეჭდა.
ინტერნეტის საძიებო გოლიათმა, „გუგლმა“, საკუთარი ახალი მობილური ტელეფონი შექმნა. „ნექსუს ერთად“ წოდებულ ახალ აპარატს „ეპლის“ „აიფონის“ დიდ კონკურენტად მიიჩნევენ. „გუგლს“ მისი პირმშო სარგებელს მოუტანს როგორც სარეკლამო საშუალებაც.
6 იანვარს გაიხსნა თურქმენეთიდან ირანისკენ მიმავალი ახალი გაზსადენი. ორივე ქვეყნისათვის სასარგებლოა ეს მოვლენა - ის ამცირებს ამ სფეროში რუსეთზე აშხაბადის დამოკიდებულებას, თეირანისთვის კი, დამატებითი ბუნებრივი აირის გარდა, სხვა მხრივ სარგებელსაც ნიშნავს.
„ვაშინგტონ ტაიმსი“ პოლ საუნდერის წერილს ბეჭდავს საქართველოს სამხედროთა ავღანეთში გაგზავნის შესახებ. სტატიის ავტორი, ნიქსონის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ადრე ბუშის ადმინისტრაციაში მსახურობდა, აცხადებს
კოპენჰაგენი ბოლო კვირას ბევრი რამის მომსწრე გახდა. ის, რომ ამ ქალაქში ასობით მკვლევარი და ექსპერტი, ასევე პოლიტიკოსები შეიკრიბნენ, რათა გლობალური დათბობისთვის თავის დაღწევის გზები განეხილათ, ერთია.
თუქმენეთიდან ჩინეთში მიმავალი ახალი გაზსადენი გაიხსნა. შუა აზიის ბუნებრივ გაზზე რუსეთის მონოპოლია ოფიციალურად დასრულდა. 1900 კილომეტრიანი მილსადენი ორშაბათს გაიხსნება.
რუსეთი 50 მილიონ დოლარს სთავაზობს კუნძულ-სახელმწიფოს, ნაურუს, საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებისთვის.
გასულ კვირაში დასავლეთის პრესაში რამდენიმე სტატია დაიბეჭდა საქართველოზე, მის მონაწილეობაზე ავღანეთის სამხედრო ოპერაციაში, ასევე სეპარატისტულ აფხაზეთში არჩევნებისა და, საერთოდ, აფხაზეთის საერთო მდგომარეობის შესახებ.
ხუმრობა როდია: კრემლის მონაცემებით, წელიწადში 300 მილიარდი დოლარის ოდენობის ქრთამია ბრუნვაში რუსეთში, სადაც ქრთამის საშუალო ოდენობა 32 ათასი დოლარია.
ჩამოტვირთე მეტი