ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.
დასავლეთის პრესაში აქა-იქ დაიბეჭდა წერილები საქართველოზე. მიმოხილვას დავიწყებთ ავსტრიის „შტანდარტში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან ინტერვიუთი, რომელიც რუსეთთან ურთიერთობას შეეხება. რუსეთს, წაიკითხავთ სტატიაში, სურს, რომ ქართველები „ახალ რეალობას შეეგუონ“.
საბიუჯეტო დისციპლინის გასამყარებლად და კიდევ ერთი კრიზისის თავიდან ასაცილებლად ევროკავშირის ლიდერებმა ახალი წესები შეიმუშავეს. ამ ცვლილებების ინიციატორები ევროკავშირის უმსხვილესი წევრები - გერმანია და საფრანგეთი იყვნენ.
„ფულით კარგად ყოფნას ყოველთვის ვერ იყიდი“ - ამას, სხვათა შორის, არა მხოლოდ ბრიტანეთში მოქმედი კვლევითი ინსტიტუტის, „ლეგატუმის“ მიერ გამოქვეყნებული კეთილდღეობის ინდექსის გაცნობის შედეგად დაასკვნით. 2010 წელს გამოკვლეულთა სიაში 110 სახელმწიფოა.
გაეროს უშიშროების საბჭო, თავისი ანტიტერორისტული დადგენილებებით, საკუთარ უფლება-ვალდებულებებს აჭარბებს, - ასეთია დასკვნა ფინელი სპეციალისტისა, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლაში ადამიანის უფლებების დაცვის თემაზე მუშაობს.
ჩეხეთის რესპუბლიკაში უკრაინის ყოფილი მინისტრის დაპატიმრება წინააღმდეგობრივი ფაქტია, რომელიც შეკითხვებს აჩენს უკრაინის ახალი პრომოსკოვური მთავრობის მიმართ. კიევი აცხადებს, რომ ამ პირის, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, დაპატიმრება კორუფციასთან ბრძოლის ნაწილია.
ყოველკვირეული რადიოჟურნალის "მეათე სტუდიის" ამ გამოშვებაში თავიდან თბილისში, ლიტერატურის მუზემუში გახსნილ ფოტოექსპოზიციაზე მოისმენთ რეპორტაჟს. შემდეგი სიუჟეტი ეძღვნება ინტერკულტურული ფილმების საფრანგეთში გამართულსაერთაშორისო ფესტივალს.
44 პირი გადის სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც აშშ-ში აღიძრა სომხურ-ამერიკული დანაშაულებრივი სინდიკატის წევრების მიმართ. პროკურატურის თანახმად, „მირზოიან-ტერჯანიანის“ ჯგუფს ბრალად ედება თაღლითობით 100 მილიონი დოლარის მითვისება.
წყნარი ოკეანის აზიის წყლებში კუნძულების გარშემო მიმდებარე ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოება, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის რობერტ გეიტსის თანახმად, რეგიონალურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.
უცხოეთის პრესამ გასულ კვირაში არაერთი წერილი მიუძღვნა როგორც მსოფლიო, ასევე ლოკალური მნიშვნელობის მოვლენებს - დაიწერა აშშ-ის მიერ ევროპის გაფრთხილებაზე მის მიმართ ტერორისტული მუქარის შესახებ, ავღანეთში სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებაზე, უნგრეთში ეკოლოგიურ კატასტროფაზე და სხვ.
აშშ-ის სამართალდამცველებმა ხუთშაბათს გამოაცხადეს, რომ 73 პირს - რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის, მოლდავეთისა და ბელორუსიის მოქალაქეებს - ბრალად ედება ინტერნეტის საშუალებით ბანკების ძარცვაში მონაწილეობა.
უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა 2004 წელს მიღებული კანონი, რომელიც პარლამენტს ანიჭებდა უფლებამოსილებას დაემტკიცებინა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი პრემიერ-მინისტრი და კაბინეტი.
როცა ქვეყანაში მოკლული ჟურნალისტის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია იმართება, ადვილი საფიქრებელია, რომ ამ ჟურნალისტისადმი ბევრს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. გიორგი ღონღაძე უკრაინელი ჟურნალისტი იყო, ქართული წარმოშობის, იქ მომუშავე.
ჩეჩნეთის ემიგრაციული მთავრობის თავმჯდომარე აჰმედ ზაკაევი პოლონეთში ხანმოკლე პატიმრობის შემდეგ ლონდონში დაბრუნდა. ზაკაევი პოლონეთში ინგლისიდან ჩავიდა, რათა ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესისთვის მიემართა.
როცა, ერთი ვარაუდით, 2030 წლისთვის ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის საფარველი მთლიანად დადნება, ენერგომატარებლებს დახარბებული მსოფლიო დაიწყებს იქ არსებული მარაგის თავისუფლად მოპოვებას. არქტიკის მიმართ პრეტენზიის მქონე ქვეყნები უკვე ცდილობენ გაინაწილონ იქაური სიმდიდრე.
ბოლო წლების პირველ ნამდვილ პოლიტიკურ დრამად გადაიქცა მოსკოვის მერის, ლუჟკოვის გარშემო შექმნილი ვითარება - კრემლს მისი შეცვლა სურს, მაგრამ ლუჟკოვიც არაა ჯაბანი და არ აპირებს უბრძოლველად დათმოს დედაქალაქი.
საქართველოზე დასავლეთის პრესაში ამ კვირაში ბევრი არ დაბეჭდილა, თუმცა ერთიორ სტატიაში საქართველოზე ლაპარაკი არის. „უოლ სტრიტ ჯორნალი“ „ნაბუკოს“ - სხვათა შორის, საქართველოსთან დაკავშირებული მილსადენის - პროექტის გარშემო აქვეყნებს სტატიას.
ვატიკანმა განაცხადა, რომ შეეცდება თავისი ავტორიტეტი გამოიყენოს და დიპლომატიური გზებით მოსთხოვოს ირანს, არ აღასრულონ „სასჯელის უმაღლესი ზომა ჩაქოლვით“ და არ მოკლან საქინე მოჰამადი-აშთიანი - ქალი, რომელიც ისლამურ რესპუბლიკაში გაასამართლეს.
ევროკავშირი ერთი ქვეყანა არ არის, მაგრამ სამშაბათს სტრასბურგში მისი, როგორც ერთეულის, მდგომარეობის შესახებ გააკეთა მოხსენება ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ. ის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზოგიერთი მთავრობისთვის მიუღებელი ინიციატივებითაც გამოვიდა.
მოლდავეთის მოქალაქეებს შაბათს უნდა გადაეწყვიტათ, როგორ აირჩევს ეს ქვეყანა პრეზიდენტს. რეფერენდუმში მონაწილეების ხმებზე იყო დამოკიდებული, მომავალში პარლამენტი უყრიდა პრეზიდენტობის კანდიდატებს კენჭს თუ მოსახლეობა პირდაპირი წესით მისცემდა ხმას სახელმწიფოს მმართველს.
ქალებივე ასრულებენ ისეთ სამუშაოს, როგორიც წყლის ზიდვაა, ხშირად - არცთუ ახლო მანძილიდან. და წყალზე მიმავალ ქალებს სოფლის კაცები, ჯგუფ-ჯგუფად მსხდომი, ჩაის სმით ან დომინოს თამაშით დაკავებული, მშვიდად უყურებენ.
ჩამოტვირთე მეტი