ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.
ერაყში საბრძოლო ოპერაციების დასრულების გამოცხადებასთან ერთად, აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, ერაყს დაჰპირდა, რომ აშშ მის მეგობრად და პარტნიორად დარჩება. სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას, ობამამ გაამართლა ავღანეთში თავისი ქვეყნის ყოფნა
ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა მემუარები გამოაქვეყნა. ერაყის ომში ამერიკის მოკავშირე თავისი პრემიერობის პერიოდს იხსენებს და წერს, რომ ვერასოდეს წარმოიდგენდა იმ კოშმარს, რომელიც ერაყში აშშ-ის მეთაურობით ომის დაწყებას მოჰყვა.
უცხოეთის პრესაში ამ დღეებში დაიბეჭდა რამდენიმე წერილი, რომლებიც საქართველოს ეხება. ბრიტანეთში გამომავალ ჟურნალ „ეკონომისტის“ ყურსაც მისწვდა ხმა საქართველოს მთავრობისა და გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის - შემოკლებით, იუნესკოს - უთანხმოების შესახებ.
რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, შეჩერდა მოსკოვის მახლობლად, ხიმკის ტყის გავლით, ავტომაგისტრალის მშენებლობა. ნუთუ რუსეთის ხელისუფლება ხალხის ნებას დაემორჩილა?
როცა რუსეთის ტყეებში ხანძარი მძვინვარებდა, „ახალგაზრდა გვარდიის“ წევრები სტიქიასთან ბრძოლაში ჩაებნენ და თავიანთი სამაშველო აქცია ფირზეც აღბეჭდეს. მაგრამ სულ მალე რუსეთში გავრცელდა ხმები, რომ ვიდეომასალა გაყალბებულია.
აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მეთაურს გენერალ კონუეის პრეზიდენტ ობამას მიერ დადგენილი ვადა, დაიწყოს ჯარის გაყვანა ავღანეთიდან 2011 წლის ივლისში, თალიბანისთვის იმედის მიმცემ ფაქტორად მიაჩნია.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა მისიით, უზრუნველყოს საპატიმროდან თავისი თანამოქალაქის, სამშვიდობო მოძრაობის აქტივისტის, აჯალონ მალი გომესის გამოშვება.
BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ავღანეთში აშშ-ისა და ნატოს ჯარების მეთაურმა გენერალმა დევიდ პეტრეუსმა განაცხადა, რომ თალიბანის საბრძოლო აქტიურობა ავღანეთში შექცევადი ხდება.
რუსეთის მოქალაქე, ბირთვული სფეროს მკვლევარი იგორ სუტიაგინი ერთ-ერთი იყო, ვინც დასავლეთში დაკავებულ რუსეთისთვის მომუშავე ჯაშუშებში გაცვალეს. ეს გაცვლა ცივი ომის შემდეგ უდიდესი გარიგება იყო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ამ სფეროში.
რუმინეთს მისი ღვიძლი ნაწილი, ბესარაბია, რუსეთმა ოსმალეთთან ერთ-ერთი ომის ბოლოს ჩამოაშორა. მას მერე დღევანდელი მოლდავეთის მიმართ მოსკოვს აქვს სხვადასხვა სიძლიერის პრეტენზია.
გენერალმა დევიდ პეტრეუსმა ავღანეთში აშშ-ისა და ნატოს ჯარების სარდლობა თვე-ნახევრის წინ ჩაიბარა. პეტრეუსის მიერ ახლახან გამოთქმულ აზრს, რომ პრეზიდენტ ობამას მიზანი - ავღანეთიდან ჯარი 2011 წლის ივლისში გაიყვანონ - შეიძლება ვერ აღსრულდეს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
იაპონიის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები გვამცნობენ, რომ ჩინეთმა ამ ქვეყანას ოდნავ გაუსწრო ეკონომიკური მაჩვენებლებით და მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოა.
ერთნი რუსეთში მიხაილ ხოდორკოვსკის ჭკვიან, ღირსეულ, უტეხ ბიზნესმენად და სხვაგვარად მოაზროვნედ მიიჩნევენ, სხვები - თაღლითობითა და ქურდობით გამდიდრებულ კაცად. კრემლი მას სახიფათო პიროვნებად თვლის ...
პირებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების საავადმყოფოებში მოხვდნენ, ევროპაში და სხვაგან გადააქვთ ანტიბიოტიკის მიმართ ზემდგრადი ბაქტერია.
ახლახან საქინე აშთიანთან სატელევიზიო საუბარი გადასცა ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ. მან აღიარა, რომ მონაწილეობდა თავისი ქმრის მკვლელობაში და სასიყვარულო კავშირი ჰქონდა ქმრის მამიდაშვილთან.
თეატრი ხშირად მიმართავს თემებს, რომლებიც საზოგადოებას, როგორც იტყვიან, „აწუხებს“. სად გადის ზღვარი წმინდა ხელოვნებას, თავისუფალ ინსპირაციასა და სოციალურად აქტუალურის სცენაზე ატანას შორის, ძნელი სათქმელია.
თურქეთში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აშკარად გამოიწვია გერმანიის და საფრანგეთის უკმაყოფილება, როცა მასპინძლებს თავისი სრული მხარდაჭერა დაუდასტურა ევროკავშირში გაწევრიანების საქმეში.
ვებგვერდ „უიკილიკსის“ მიერ დასავლეთის უმთავრესი მედიისთვის ავღანეთის ომის შესახებ გადაცემული ინფორმაცია ამერიკელ ოფიციალურ პირებსა და საზოგადოებაში სხვადასხვა რეაქციას იწვევს.
„უიკილიკზე“ ავღანეთში ომის 90 000-ზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი გამოქვეყნდა. მან „ნიუ-იორკ ტაიმსს“, „გარდიანს“ და „შპიგელს“ - გადასცა ომის შესახებ დღემდე უცნობი მასალები.
კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დასავლეთის პრესაში ბევრი დაიწერა. ბრიტანეთის „გარდიანი“მომავალ სირთულეებზე წერს: სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ შეიტანს წვლილს იმაში, რომ ადგილობრივი დაძაბულობა, სულ მცირე, ახლო მომავალში შეწყდეს.
ჩამოტვირთე მეტი