ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.
მეათე სტუდიაში გიამბობთ ქვევრის ღვინის მსოფლიო საგანძურად გამოცხადებასა და „საქართველოს გზის“ ლიდერის სალომე ზურაბიშვილის წიგნზე, „საქართველოსკენ“.
ოცი წელიწადი გავიდა რუსეთში საკონსტიტუციო კრიზისიდან, რომელიც შეიარაღებულ, სისხლიან კონფლიქტში გადაიზარდა და რომლის მსგავსიც მოსკოვს არ ახსოვს 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ.
რუსეთის მეზობლები ან ემორჩილებიან კრემლის ქედმაღლურ, უხეშ მოპყრობას, სურვილს, იყვნენ მასზე დამოკიდებული, ან ქედს არ იხრიან. ეს განსაკუთრებით ჩანს ბოლო წლებში, როცა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, ევროპის სახით, ქომაგი და მხარში მდგომი გამოუჩნდათ.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ თაიფ ერდოანმა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ადრე დაპირებული რეფორმები გამოაცხადა.
მეათე სტუდიაში დღეს გესაუბრებით „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისური და ფრანგული თარგმანების ახალ გამოცემებზე.
ირანში პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებას მიესალმნენ უფლებადამცავები. ბევრმა ეს აქტი ირანის რეჟიმის ზომიერი პოლიტიკის პირველ ნიშნად აღიქვა.
გაისად თებერვალში გამოცხადდება გამარჯვებული კონკურსისა „საუბარი საზღვრების შესაბებ“.
თერგზე, მის შენაკადებზე - ისევე როგორც ბევრ სხვა შედარებით მცირე მდინარეზე - ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობები იგეგმება.
გამოცემა „ბლუმბერგი“ აქვეყნებს სტატიას, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვებით იწყება. ეს სიტყვები წერილის სათაურიცაა. ვლადიმირ პუტინს სურს ან მკვდარი მიხილოს, ან საპატიმროში, ეუბნება ჟურნალისტებს სააკაშვილი და აშშ-ს მოუწოდებს, წინ აღუდგეს რუსეთის მზარდ გავლენას მის ქვეყანაში.
მარტინ ლუთერ კინგის 50 წლისწინანდელ ისტორიულ გამოსვლას ვაშინგტონში, აბრაამ ლინკოლნის მემორიალთან, საგანგებო ცერემონია მიეძღვნა 28 აგვისტოს.
მარტინ ლუთერ კინგი ზუსტად 50 წლის წინ გამოვიდა ვაშინტონში, აბრაამ ლინკოლნის მემორიალთან, 250 ათასი ამერიკელის წინაშე თავისი სახელგანთქმული სიტყვით - „ჩემი ოცნებაა“...
45 წელიწადი აშორებს ერთმანეთს დღევანდელი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტისა და სოციალისტური ჩეხოსლოვაკიის სახალხო კრების ამ ორ გადაწყვეტილებას.
"მეათე სტუდიაში" დღეს გიამბობთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვეთით ამერიკული კომპანია ”დენსუსის” მიერ მომზადებული იმ დასკვნის შესახებ, რომელიც 2011 წელს, 26 მაისს, თბილისში საპროტესტო აქციის ძალით დაშლის გარემოებებს შეეხება.
შარშანდელთან შედარებით, წელს გერმანიასა და პოლონეთში თავშესაფრის მოპოვების მსურველ ჩეჩენთა რიცხვი გაორმაგდა. არც ერთი ქვეყანა არ არის მზად მათი მიღებისთვის, თვითონ ევროპაში გადმოხვეწილი ჩეჩნები კი იმედგაცრუებულნი არიან.
ერთადერთი თანამგზავრის - მთვარის - გავლენა დედამიწაზე უდავოა. აშკარაა მისი ზემოქმედება, სხვათა შორის, მცენარის ზრდის პროცესზე, ზღვებისა და ოკეანეების მიმოქცევაზე და სხვ.
ოთხშაბათს უნდა დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკება პალესტინელებსა და ისრაელებს შორის. მას წინ უძღოდა ისრაელის კაბინეტის გადაწყვეტილება, გაათავისუფლონ 26 პალესტინელი პატიმარი.
იმაზე, თუ რომელმა მხარემ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი, სხვადასხვა აზრი არსებობს. ამ მხრივ, საქართველოსა და მოსკოვში განსხვავებულ პოზიციებზე დგანან. კონფლიქტი ევროკავშირის დამოუკიდებელმა კომისიამ გამოიკვლია, რომლის ანგარიშშიც მხარეები თავიანთთვის სასარგებლო აზრებს ამოიკითხავენ ხოლმე.
8 აგვისტოს რამადანი, მაჰმადიანთა წმინდა თვე, დასრულდა. როცა ისინი რამადანში მარხვას იცავენ, ყოველდღიურად საკმაო ხანს უწევთ საჭმელ-სასმლისგან - და არამხოლოდ ამ სიამოვნებისაგან - თავის შეკავება. სანამ მზე ანათებს, მძიმე მარხვაა ხოლმე ისლამურ სამყაროში.
იემენის ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ უწყების ქვედა რგოლის ყველა წარმომადგენელს და თავის მოქალაქეებს.
ბრიუსელში ორშაბათს ევროკავშირის აღმოსავლეთთან პარტნიორობის პროგრამის მონაწილეთა შეხვედრა განსაკუთრებული იყო იმითაც, რომ მასზე ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ მაკეი მიიწვიეს.
ჩამოტვირთე მეტი