ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.
ბრიუსელში ორშაბათს ევროკავშირის აღმოსავლეთთან პარტნიორობის პროგრამის მონაწილეთა შეხვედრა განსაკუთრებული იყო იმითაც, რომ მასზე ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ მაკეი მიიწვიეს.
ისლანდიის დედაქალაქი რეიკიავიკი დღემდე მოსკოვთან დაძმობილებული ქალაქი იყო. ახლა ის აპირებს გაწყვიტოს ასეთი კავშირი რუსეთის დედაქალაქთან, ამ ქვეყანაში ანტიჰომოსექსუალური კანონმდებლობის, არასრულწლოვანებს შორის ჰომოსექსუალიზმის „პროპაგანდის“ აკრძალვის გამო.
დასავლეთის, აშშ-ისა და ევროპის კავშირის, ასევე სხვა, მიმდებარე ქვეყნების ინიციატივებს, შექმნილიყო ანტარქტიკის გარშემო, სამხრეთის ოკეანესა და მის პირას მობინადრე სახეობების დაცული რაიონები, წინ აღუდგა რუსეთი.
ზაკინტოსში გამართულ ჩემპიონატში ვატო კოპაძემ გაიმარჯვა.
დღეს გიამბოთ ახლახან გამოქვეყნებულ ჰიპოთეზაზე, რომელიც ეკუთვნის კალებ ევერეტს.
კაიროში დემონსტრაციების დროს, სულ მცირე, 51 ადამიანი დახოცეს და ოთხასზე მეტი დაჭრეს, იტყობინება ეგვიპტის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო. დახოცილები ამ ქვეყნის ჩამოგდებული პრეზიდენტის, მუჰამედ მურსის მომხრეები არიან.
ტურისტებსა თუ სხვა მიზნით საქართველოში ჩასვლის მსურველთ ვიზის მიღება შეეძლებათ არა მხოლოდ საკონსულოებში, არამედ საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზეც.
პირველი ივლისიდან ხორვატია ევროკავშირის 28-ე წევრი გახდა ოფიციალურად. სლოვენიის შემდეგ, ის იუგოსლავიის ყოფილი მეორე რესპუბლიკაა, რომელიც ბლოკს შეუერთდა.
ბოსტონის აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილ ჯოხარ ცარნაევს ბრალი 30 პუნქტში ედება, მათგან 17 სასიკვდილო განაჩენს ითვალისწინებს.
თბილისში, სადგურის უკან მდებარე ქარვასლად წოდებული სავაჭრო ცენტრის მეოთხე სართულზე უდევს ბინა საქართველოში გამომავალ ერთ-ერთ სპარსულენოვან გაზეთს, „არიანას“.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წარმოადგინა გეგმა, რომელმაც გარემოს დაცვას, კლიმატის ცვლილების შეჩერებას უნდა შეუწყოს ხელი.
„მეათე სტუდიაში“ დღეს გთავაზობთ ინტერვიუს კნუტ ვოლებეკთან, ეუთოს უმაღლეს კომისართან ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში.
14 ივნისს ირანში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. ჰასან როჰანი სასულიერო პირია, ზომიერი პოლიტიკოსი. პრეზიდენტის არჩევას მოჰყვება ხოლმე ახალი პირველი ლედის ვინაობით დაინტერესება, მაგრამ ვინ არის როჰანის მეუღლე, საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.
გერმანიის დედაქალაქში, ბერლინის გულში, ბრანდენბურგის ჭიშკართან, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დღეს სიტყვა წარმოთქვა.
სამი დღე გავიდა ირანში პრეზიდენტად ზომიერ სასულიერო პირად შეფასებული ჰასან როჰანის არჩევიდან.
„დიდი რვიანისა“ და რუსეთის ორდღიანი სამიტი ჩრდილოეთ ირლანდიაში დასრულდა. მის კულუარებში გამართულ შეხვედრაზე, ბარაკ ობამამ და ვლადიმირ პუტინმა დაადასტურეს, რომ სირიაში ძალადობისთვის ბოლოს მოღება სურთ.
ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა გადადგომა გადაწყვიტა კორუფციისა და ჯაშუშობის სკანდალის გამო, რომელიც მის ახლო თანამშრომელს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უკავშირდება.
გასულ კვირაში უცხოეთში გამოქვეყნდა ორი წერილი, რომლებიც შეეხებოდა ეგვიპტელი ქრისტიანების, კოპტების, საქართველოში ემიგრაციის თემას, მის მიზეზებს და განწყობილებას როგორც ემიგრანტების, ისე მასპინძლისა.
თეთრმა სახლმა გამოაცხადა, ამერიკელი გამომძიებლები დარწმუნდნენ, რომ სირიის მთავრობამ არაერთხელ გამოიყენა ქიმიური იარაღი.
„ნეიშენელ ინტერესტმა“ გამოაქვეყნა საქართველოს საკითხებში ჩახედული ტომას დე ვაალის წერილი, სახელწოდებით „აფხაზეთი, კონფლიქტის კომფორტული ზონა“. წერილის სათაური პარადოქსის შემცველია, მაგრამ ავტორი ცდილობს დაასაბუთოს, როგორ მივიდა ამ სტადიამდე სეპარატისტული რეგიონის იქ დარჩენილი მოსახლეობა.
ჩამოტვირთე მეტი