რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
მიუხედავად არასამთავრობო სექტორის და სახალო დამცველის ოფისის უკმაყოფილებისა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც „ფარული მოსმენების შესახებ“ კანონში შევიდა, 31 მარტიდან მაინც ამოქმედდა.
28 მარტს საკუთარი სახლის დასარბაზოსთან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანის, ადვოკატის თქმით, საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.
„კაბელების საქმეზე“ დაცვის და ბრალდების მხარეებმა სასამართლოს მტკიცებულებები წარუდგინეს. სასამართლოში მტიცებულებების ჩაბარების პროცესს მხარეებს შორის შელაპარაკება მოჰყვა.
გასულ კვირაში გალერეა „კონტეინერმა“ უმასპინძლა ირანელი მხატვრისა და ფოტოგრაფის გამოფენას, სახელწოდებით „გზად“. ის სამი წელია თბილისში ცხოვრობს და მისი ნამუშევრები, ნახატები და ფოტოები, რომლებიც დამთვალიერებელმა ნახა, სწორედ თბილისშია შექმნილი.
24 მარტს ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე საქართველოში არაერთი ღონისძიებით, მათ შორის, რუსთაველის გამზირზე სოლიდარობის გვირილა-აქციით აღინიშნა.
საქართველო სხვა ქვეყნებში წარმოებული ნარკოტიკებისთვის ტრანზიტული ქვეყანაა, წერია აშშ-ის მიერ ნარკოდანაშაულსა და ნარკომანიასთან ბრძოლის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
თბილისის მერთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. საბჭო, რომლის ხელმძღვანელიც ქალაქის მერია, შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე 11 ორგანიზაციის წარმომადგენელს აერთიანებს.
17 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ქალთა მოძრაობის აქტივისტი თამარ დეკანოსიძე.
საქართველოს პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეიმედში შეჭრის საქმეზე ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს ახალი ბრალი წაუყენა.
„ლბტ ქალების მიმართ ძალადობის დაძლევის გზების ძიება“ - ეს თემა განიხილეს რამდენიმე დღის წინ მრგვალი მაგიდის გარშემო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და საქართველოში ამ თემის დასარეგულირებლად შექმნილი კანონების ხარვეზებზე ისაუბრეს.
პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლები - მომდევნო სასწავლო წლიდან სწორედ ამ კატეგორიებად დაიყოფიან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მომუშავე პედაგოგები.
12 წლის გოგონა, რომელიც ახლა ექვსი თვის ორსულია, გასულ ზაფხულში არაოფიციალურად დაქორწინდა 18 წლის თანასოფლელზე, რომელმაც ის ორი კვირის წინ მიატოვა. სახალხო დამცველი 12 წლის გოგონას ქორწინების საქმეში არაერთ შესაძლო დანაშაულზე მიუთითებს.
„ანტიდისკრიმინაციულ კანონად“ წოდებული დოკუმენტის ძალაში შესვლიდან ცხრა თვის თავზეც კი საჯარო მოხელეებს ჯერ კიდევ არ აქვთ სათანადო წარმოდგენა იმაზე, თუ რას გულისხმობს კანონი.
23 თებერვალს, ეწურება უფლებამოსილების ვადა მოქმედ თავმჯდომარეს, კონსტანტინე კუბლაშვილს.
Myangle - ეს არის პლატფორმა მულტიმედია პროფესიონალებისათვის, რომელიც აერთიანებს ფოტოგრაფებს, ოპერატორებს, მუსიკოსებს, გრაფიკოსებსა და ჟურნალისტებს სამხრეთ კავკასიიდან, რათა მათ თავიანთი ნამუშევრები ერთმანეთს გაუზიარონ და ითანამშრომლონ.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ გამართულ ფორუმზე გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციის - „1325“-ის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.
კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების თანახმად, ეკონომიკის სამინისტრო აპირებს გაასხვისოს არა მხოლოდ კინოსტუდიის უძრავი, არამედ მისი ინტელექტუალური ქონებაც.
საქართველოში ტურისტული და საქმიანი მიზნით მომავალ უცხოელს დღეიდან საშუალება აქვს, საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულოში მისვლის გარეშე მიიღოს ელექტრონული ვიზა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატების წარდგენის ვადა 9 თებერვალს იწურება. პრეზიდენტმა კანდიდატი პარლამენტს 23 თებერვლამდე უნდა წარუდგინოს.
5 თებერვალს სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ საქართველოს მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენის შენარჩუნებისა და სწავლების მდგომარეობის შესახებ შეხვედრა გამართა.
ჩამოტვირთე მეტი