რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
მერია მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგებას პრიორიტეტად აცხადებს. რა მდგომარეობაა დღეს თბილისში არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში?
პირველი მარტიდან იურიდიული პირებისათვის, ანუ კომერციული მომხმარებლებისათვის, გარდა პურის ქარხნებისა, ბუნებრივი აირის საფასური 15 თეთრით იზრდება.
შსს-ს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს სახალხო დამცველი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევს.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო საქართველოს კულტურის ათწლიან სტრატეგიას ქმნის, რომლის მიზანიც იქნება განისაზღვროს საქართველოში კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა.
ლარის კურსი და ქვეყნის ეკონომიკური ვითარება იყო 29 იანვრის მთავრობის სხდომის ძირითადი თემა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით „განსაკუთრებული არაფერი ხდება“.
აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეოჩანაწერებმა, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას მოქალაქე პატრულის თანამშრომელს.
27 იანვარს მსოფლიო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე აღინიშნა საქართველოშიც. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა შთამომავლებმაც.
11 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს მოუწოდებს გახმაურებული საქმეების შესასწავლად საგამოძიებო კომისია შექმნას.
სახალხო დამცველმა ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო მის მიერ 2014 წელს გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ჩატარებული გამოკვლევა.
პირველი ტალღის გადავლის შემდეგ ლარის გაუფასურების მეორე ტალღა წამოვიდა. 22 იანვარს ლარი სამი პუნქტით გაუფასურდა.
კვლავ სხვადასხვაგვარი აზრი გამოითქმის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გასული წლის ბოლო დღეს გამოცემული ბრძანების შესახებ, რომლის თანახმადაც, დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში, მასწავლებელს შეიძლება დისციპლინური სახდელი დაეკისროს.
18 წლამდე ასაკის პირებისთვის მართლმსაჯულების სპეციალიზებული ინსტიტუტი შეიქმნება. ამ ინიციატივას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი ითვალისწინებს.
მსოფლიოს ყურადღების ცენტრი გასული კვირის დასაწყისში ისევ პარიზი და სატირული ჟურნალი „შარლი ებდო“ იყო - ჟურნალი, რომლის რედაქციაზე თავდასხმასაც ათი თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
15 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი.
13 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო შპს „თბილსერვის ჯგუფის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი დავით ჩანქსელიანი.
დასაქმების რა შანსი აქვთ შშმ პირებს, რომლებიც ბავშვთა სახლებში გაიზარდნენ და რომლებსაც განათლება არ მიუღიათ? რას გეგმავენ განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები მათთვის განათლებისა და დასაქმების შანსის მისაცემად?
საქართველოს სახალხო დამცველი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მიმართავს რეკომენდაციით, დაუყოვნებლივ შემუშავდეს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების თანახმად, დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში, მასწავლებელს შეიძლება დისციპლინური სახდელი დაეკისროს.
სოლოლაკის ქედს ლანდშაფტის ზონის სტატუსი შეეცვალა და საქმიან და საცხოვრებელ ზონად იქცა. ეს ცვლილება გააპროტესტეს სამოქალაქო აქტივისტებმა, რის გამოც ოთხი მათგანი პოლიციამ დააკავა.
აქ სიჩუმეა. მიუხედავად იმისა, რომ აქ ბავშვებიც ცხოვრობენ, აქ მაინც სიჩუმეა. ამის ორი მიზეზი შეიძლება იყოს: ერთი, ეს ბავშვები ხმაურმა დაღალა; მეორე, ამ ბავშვებს ხმაურის ეშინიათ. იმიტომ, რომ მას შემდეგ, რაც ისინი დაიბადნენ, მათ სახლში თითქმის სულ ხმაურობენ. ხმაურობენ მშობლები.
ჩამოტვირთე მეტი