რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს თანახმად, საქართველოში და კონკრეტულად თბილისში საკმაოდ მაღალია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხი.
კამპანიები, საკანონმდებლო ინიციატივები, აქციები - ორწლიანმა აქტიურობამ, ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში ბევრი რამ შეცვალა, თუმცა ქალთა აქტივისტები მიღწეულით არ კმაყოფილდებიან.
ნენსკრაჰესზე უარის თქმის მოთხოვნით, 1 ივლისს პარლამენტის შენობის წინ იგეგმება პირველი საინფორმაციო შეკრება. ამავე მოთხოვნით, 3 ივლისს სვანეთის მკვიდრნი სოფელ ჭუბერში გამართავენ აქციას.
დღეიდან თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სავალდებულო გაწვევა მთლიანად უქმდება.
თბილისში იმყოფება „მარველ კომიქსის“ ერთ-ერთი ცნობილი ავტორი, კომიქსების სუპერგმირების მხატვარი და მწერალი დევიდ მაკი, რომელიც ახალგაზრდებისათვის გამართავს მასტერკლასებს.
პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიხედვით, ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა, თვითმკვლელობის მოტივად კი გამოძიება ეროსი კიწმარიშვილის მძიმე ფინანსურ მდგომარეობას ასახელებს.
რელიგიური გაერთიანებების, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ ფორუმზე იმისათვის, რომ ადრეული ქორწინებისა და ამ პრობლემის მოგვარებაში სასულიერო პირთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ემსჯელათ.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე თბილისში აღინიშნა ფორუმით, რომელიც გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირების ორი წლის თავს მიეძღვნა.
დედაქალაქის მთავრობის წევრები საზოგადოებას ვერეს ხეობის განახლებული ინფრასტრუქტურის შესახებ ანგარიშს აბარებენ.
13 ივნისს ერთი წელი სრულდება, რაც მდინარე ვერეს ადიდებას წყალდიდობა მოჰყვა, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, 2 უგზო-უკვლოდ დაიკარგა, განადგურდა ზოოპარკის ტერიტორიის დიდი ნაწილი, დაიხოცა ცხოველი და ათობით ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.
თითქმის ორ საათს გაგრძელდა განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას, შეხვედრა სტუდენტური გაერთიანება „აუდიტორია 115“-ის წევრებთან.
14 მაისს დაპირებული ღია წერილი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 30 მაისს გამოაქვეყნა. ასე დაიწყო გასული კვირის ორშაბათი დილა.
30 მაისს ეკატერინე ტოგონიძის მოთხრობების კრებულის „მომისმინე“ და მცირე რომანის „ს-ხ-ვ-ა გ-ზ-ა“ წარდგინება გაიმართა. ეკა ტოგონიძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე წერს და ცდილობს მათი პრობლემები მხატვრული ლიტერატურის ჭრილში დაანახვოს საზოგადოებას.
„ნუ მაბოლებ!“ – სწორედ ამ სახელწოდების აქციით აღნიშნეს 31 მაისს თამბაქოს გარეშე მსოფლიოს დღე არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ წევრებმა.
30 მაისს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის აჯამებს ოთხწლიან ციკლს, ამასთან, იხსენებს საქართველოს ყოფას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე და თავის პირად მიზანზეც ლაპარაკობს.
„ვარ ქართველი, ვცხოვრობ კანადაში და ვწერ რუსულად“ - ასე ახასიათებს თავის თავს თბილისში დაბადებული და 90-იან წლებში კანადაში ემიგრირებული ჟურნალისტი ელენე პეპი ბოჭორიშვილი.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე საკუთარი სტენდები წარმოადგინეს სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებმა.
„აუდიტორია 115“-ის წევრები ხელისუფლებას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ და სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმებას მოითხოვენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა გამოკვლევის შედეგები მნიშვნელოვანი ინსტიტუტებისადმი ნდობის თაობაზე. გამოკვლევაში 2 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
18 მაისს მსოფლიო მუზეუმის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. უკვე მეცხრე წელია მუზეუმის დღეს საქართველოს მუზეუმი „მუზეუმების კვირეულით“ ეხმაურება.
ჩამოტვირთე მეტი