რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. წელს მეხუთედ აღნიშნავს ამ დღეს საქართველოც. დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია მთელი კვირის მანძილზე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, საქართველოს მასშტაბით, მონაწილეობა მხოლოდ და მხოლოდ 140-მა უსინათლო და მცირემხედველმა ადამიანმა მიიღო. რეალურად მათი რიცხვი გაცილებით დიდია.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რამდენიმედღიანი აქციებისა და ღამისთენების შემდეგ, ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გრძელდება იმ სტუდენტების აქცია, რომელთაც „აუდიტორია #115-ის სახელით მოიხსენიებენ.
საპროტესტო აქციის მონაწილე თსუ-ს სტუდენტებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ: მოიხსნას კანცლერის პოზიციაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა, დაიწყოს გამოძიება უნივერსიტეტში "ოდეერის" ინსტიტუტის არსებობის შესახებ.
ამერიკის საელჩოს ინიციატივით, თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოიფინა იმ 16 ქალის პორტრეტი, რომლებიც თავიანთი საქმიანობით გენდერული ძალადობისა და უთანასწორობის წინააღმდეგ იბრძვიან.
4 მარტს თბილისში მოეწერა ხელი საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანულ ნავთობკომპანია "სოკარს" შორის ხელშეკრულებათა პაკეტს, რომლის თანახმადაც, საქართველო დამატებით ბუნებრივ აირს მიიღებს.
სახალხო დამცველი ხელისუფლებას ხუთ წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის პრევენციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს.
ჟურნალისტებმა და მედიაექსპერტებმა განიხილეს ახალი მედიის თვითრეგულირების სტანდარტების თემა, იმსჯელეს ჟურნალისტების პასუხისმგებლობის საკითხებზე ონლაინმედიაში.
პრემიერ-მინისტრი ითხოვს საქმის გამოძიებას „მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში“. ალექსი პეტრიაშვილის მდგომარეობა ექიმების თქმით, სტაბილურია.
ეკომიგრანტების შესახებ ანგარიშის თანახმად, უპირველეს პრობლემათა შორისაა კანონმდებლობის არარსებობა, სანდო სტატისტიკის უქონლობა და ეკომიგრანტთა არაინფორმირებულობაა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლები მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.
მთავრობის, პარლამენტის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოში დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის თაობაზე იმსჯელეს.
ლინგვისტმა და ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა თამარ მახარობლიძემ ქართული ჟესტური ენის კვლევა 2011 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ ჟესტური ენის თავისებურებებზე არაერთი წიგნი დაწერა.
სამედიცინო-ფსიქოლოგიურმა ცენტრმა „თანადგომამ“, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, საზოგადოებას გააცნო შედეგები კვლევისა, თუ როგორია დამოკიდებულება საგნის „მე და საზოგადოების“ მიმართ.
15 თებერვალს გამოქვეყნდა ანგარიში მოზარდთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ. საუბარი შეეხება 14 წელს მიღწეული მოზარდების მიერ სასამართლოს ეფექტურ გამოყენებას საკუთარი უფლებების დასაცავად.
12 თებერვალს მიუნხენში გაიხსნა საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენცია. კონფერენციის ფარგლებში, რამდენიმე შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება პირველი აპრილიდან სავიზო რეჟიმს აწესებს იმ ქვეყნების მოქალაქეებისათვის, რომლებმაც ე.წ. რესპუბლიკის დამოუკიდებლობა არ აღიარეს.
2017 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ახალი ინსტიტუტის შემოღებას, რაც გულისხმობს საჯარო მოხელის შეფასების სისტემის დანერგვას.
საქართველოსა და ირანს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბუნებრივი აირის საკმარისი მოცულობით მოწოდების შესახებ როგორც შიდა მოხმარების, ისე ტრანზიტისთვის.
ჩამოტვირთე მეტი