რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის რაიონში არსებულ საოკუპაციო ხაზზე უკანონოდ დამონტაჟებული „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერი ძველი „სასაზღვრო“ ნიშნულიდან დაახლოებით 500 მეტრითაა გადმოწეული.
გასულ კვირაში განსკუთრებული ყურადღება მიიპყრო საქართველოში მცხოვრები და შემდეგ დაკავებული უცხოეთის მოქალაქეების ბედმა. თუკი ამ თემას ქრონოლოგიურად მივყვებით, მაშინ პირველ რიგში უნდა ვახსენოთ საქართველოდან გაუჩინარებული და აზერბაიჯანში დაპატიმრებული ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმე. გასული კვირის დასაწყისში, ორშაბათს, მისმა ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა პატიმრობიდან მისი გათავისუფლების მოთხოვნით.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელ ორკესტრში სამოცდასამი შემსრულებელია. ორკესტრი ყოველდღიურად გადის რეპეტიციას იმისათვის, რომ შემდეგ მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ოფიციალურ ღონისძიებაში, რიტუალურ უზრუნველყოფაში, ქვეყნის პირველი პირების ოფიციალურ შეხვედრებში და, გარდა ამისა, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფესტივალებსა და კონცერტებში.
იქნება თუ არა პეკინის გამზირზე ცალმხრივი მოძრაობა მისი რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ - ამ საკითხზე აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.
თურქეთის ოფიციალური მიმართვის საფუძველზე, ქართველი სამართალდამცავების მიერ დაკავებული დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას ელის. მის მოთხოვნას განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო იკვლევს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელ ორკესტრში სამოცდასამი შემსრულებელია. ორკესტრი ყოველდღიურად გადის რეპეტიციას იმისათვის, რომ შემდეგ მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ოფიციალურ ღონისძიებაში,
თბილისის მერიამ დაიწყო პეკინის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. გარდა საგზაო ინფრასტრუქტურისა, დაგეგმილია მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, მათ შორის საკანალიზაციო, სანიაღვრე და წყალმომარაგების მილების შეცვლა.
20 ივნისს „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობა შს მინისტრს შეხვდა. სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე ისაუბრეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეზე. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, ჟურნალისტის საქმეზე გამოძიება განცხადებას მალე გააკეთებს.
ვენეციის კომისიამ 111-ე პლენარულ სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები მიიღო. ვენეციაში გამართულ სხდომაზე, საქართველოდან მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.
ევროპარლამენტმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტი საქართველოსა და აზერბაიჯანს გამოძიების პროცესში თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თბილისში განვითარებული სტიქიური პროცესების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
ადიდებულმა მდინარე ვერემ ორი წლის წინ ათასობით ახალგაზრდა დააყენა გვერდიგვერდ.
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით, 12 ივნისს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა (Task Force) საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანა პარლამენტში. სამუშაო ჯგუფი მცირე შესვენების შემდეგ გენდერული კვოტირების თაობაზე დისკუსიას აახლებს.
მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტის შინაარსი რამდენიმე დღეში უნდა გასაჯაროვდეს, მედიაში უკვე გავრცელდა ვენეციის კომისიის მიერ შემუშავებული მთელი რიგი რეკომენდაციები.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი „სითი ინსტიტუტი საქართველო“ ფიქრობს, ელიავას ბაზრობის ტერიტორიას ახალ გენერალურ გეგმაში სარეკრეაციო ზონის სტატუსი მიანიჭოს და ბაზრობამ ქალაქის სხვა, განაპირა ნაწილებში, გადაინაცვლოს.
3 ივნისს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, ქართველმა და აზერბაიჯანელმა ადვოკატებმა საქართველოში მისი სავარაუდო მოტაცებისა და აზერბაიჯანში იძულებით დაბრუნების საქმის ახალ დეტალებზე ილაპარაკეს.
29 მაისს დაიწყო რიგით მესამე თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი. 23 ავტორი 17 ქვეყნიდან ხუთი დღის განმავლობაში ლიტერატურის მოყვარულებს ხვდებოდა.
თბილისში გაიმართა აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის, მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია.
ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა ფოტოგამოფენა, სახელწოდებით „თამარ ციციშვილი“. გამოფენის ავტორმა ირინა აბჟანდაძემ გასული საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობის, თამარ ციციშვილის, ფოტოები სხვა კუთხიდან დაანახვა დამთვალიერებელს.
პირველი ივლისიდან ამოქმედდება ცვლილება „საგზაო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში, რომლის მიხედვითაც, დაინერგა მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა.
ჩამოტვირთე მეტი