რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
ნოემბერში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნება წიგნის მუზეუმი. იქ გამოიფინება ბიბლიოთეკის ფონდში დაცული საგანძური, რომელიც აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო ფართო საზოგადოებისთვის. მუზეუმში მოეწყობა როგორც მუდმივმოქმედი, ისე თემატური გამოფენები.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული ოთხი კანდიდატის ვინაობა ცნობილია. საქართველო უკვე მესამედ შეეცდება, რომ კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კომიტეტს ამჯერად მაინც მოაწონოს.
რკინიგზის დეპარტამენტთან გამართული აქციის დროს დაკავებული აქტივისტები და მოშიმშილეები, ათივე პირი, მათ შორის, სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-ის“ წევრები, 25 აგვისტოს, საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.
გასულ კვირაში სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურიმ მთავარი ჯილდო -„სარაევოს გული“ - მიანიჭა 26 წლის ქართველი რეჟისორის, ანა ურუშაძის ფილმ „საშიშ დედას“. ცოტა ხნით ადრე „საშიშმა დედამ“ პირველი საერთაშორისო აღიარება დაიმსახურა.
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან ძალაში შედის შეზღუდვები, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურების, სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ არის დაწესებული.
ოცამდე ოპოზიციურმა პარტიამ კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ნაწილზე, რომელიც საარჩევნო სისტემას შეეხება.
ბაგების ტერიტორიაზე ცხრა ჯანსაღი ხის მოჭრა მოქალაქეებისა და გარემოს დამცველების პროტესტის მიზეზად იქცა.
გიგა გიგაური ხეზე კვეთის ოსტატია. მთიულეთში, სოფელ მუგუდაში, ცოლთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. გიგამ ხეზე კვეთა 25 წლის წინ, 90-იან წლებში დაიწყო.
ლაბორატორიულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული ნიადაგი იმდენადაა დაბინძურებული, რომ მასზე მწვანე ნარგავი ვერ გაიხარებს - ამ ინფორმაციას ავრცელებენ საინფორმაციო სააგენტოები, რომლებიც, თავის მხრივ, კვლევითი ლაბორატორიის „მულტიტესტის“ დასკვნას ეყრდნობიან.
გიგა გიგაური ხეზე კვეთის ოსტატია. მთიულეთში, სოფელ მუგუდაში ცხოვრობს ცოლ-შვილთან ერთად. ხეზე კვეთა გიგამ ამ მეოთხედი საუკუნის წინ, 90-იან წლებში დაიწყო. მას შემდეგ ეს საქმე შემოსავლის ერთადერთ წყაროდ ექცა.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან ახალგორის რაიონის სკოლებსა და ბაგა-ბაღებში სწავლება მხოლოდ რუსულ და ოსურ ენებზე იქნება.
2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტთა სააპელაციო განაცხადების მიღება 7 აგვისტოს დილის 10 საათიდან დაიწყო და 11 აგვისტოს ჩათვლით გასტანს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციამ შეხვედრები გამართა პოლიტიკურ პარტიებთან, კანდიდატებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან.
„დაუმორჩილებლობა იწყება“ − ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გზავნილი 19 ივლისს თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე გამართული ქალთა სოლიდარობის მარშისა, რომლის საბაბად იქცა 14 ივლისს, იქვე ჩატარებული „ქართველთა მარში“.
ერთ კუბურ მეტრზე, დაახლოებით, ნახევარი თეთრი - ამ რაოდენობით გაეზარდა თბილისის მოსახლეობას გაზის მოხმარების ტარიფი.
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.
იმ გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც სხეულის დაზიანებები მიიღო აღმაშენებლის გამზირზე შენობის ფასადის ჩამოშლის გამო, სტაბილურია. მისი ოჯახის წევრები მომხდარზე პასუხისმგებლობას მერიას აკისრებენ.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მოსკოვში ვიზიტი დასრულებულია. ისინი რუსეთის ფედერაციის სათათბიროში შეხვდნენ სათათბიროს დსთ-ს ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტის თავმჯდომარეს.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში იმყოფებიან და რუსეთის ფედერაციის სათათბიროს დეპუტატებს ხვდებიან.
გასულ წლებთან შედარებით წელს გაზრდილია დამწვრობის ეროვნულ ცენტრში რუჯის მიღების შედეგად კანის დამწვრობით მოხვედრილი პაციენტების რიცხვი. ბოლო ერთ თვეში დამწვრობის ცენტრს უკვე მიმართა 165-მა პირმა, რომელთაგან 32-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
ჩამოტვირთე მეტი