რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
12 აპრილს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ოფიციალურად აღრიცხულია 1140-მდე მიუსაფარი ბავშვი. თუმცა, როგორც ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობენ, მათი რიცხვი გაცილებით დიდია.
ტაქსის მძღოლები 12 აპრილს, თბილისის მერს, კახა კალაძეს შეხვდებიან. როგორც ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, რა გეგმით გააგრძელებენ ტაქსის მძღოლები მოქმედებას.
ნინო დოლიძე წლებია საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში მუშაობს. საჯარო მოხელის რუტინული დღეების გაფერადება ერთი წლის წინ, თოჯინების კეთებით გადაწყვიტა. ნინოს თოჯინები ჩვენ გვგვანან, ხასიათითაც და გარეგნულადაც.
კონცერტი, სადაც სიმღერის „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტების“ ახალ ვერსიას 25 მომღერალი კაცი შეასრულებს, 9 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღარ გადაიცემა.
არასწორად დამონტაჟებული გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების 80%, „ყაზტრანსგაზის“ ცნობით, გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებზე მოდის. ბუნებრივი აირის გაჟონვასა და CO-თი მოწამვლის შემთხვევების მაქსიმალურ უმრავლესობას, სწორედ წესების დარღვევით დამონტაჟებული დანადგარები იწვევს.
ლგბტქ თემის უფლებების დამცველი ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობა“ აქვეყნებს გამოკვლევას ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებების შესახებ საქართველოში.
2019 წლის „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ გამარჯვებული გახდა სამეცნიერო გუნდი „ობერტონი“. გამარჯვებული გუნდი ზაფხულში აშშ-ში NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს ცენტრის სასწავლო პროგრამაში.
გამომგონებელი გოგოები და ბიჭები NASA-ში გასამგზავრებლად ემზადებიან. ერთმანეთს აჯიბრებენ ხელსაწყოებს, რომლებიც მათი აზრით, მომავალში, ადამიანებს ყოველდღიურობას გაუმარტივებენ.
პრეზიდენტის შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლას გეგმავს. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამ ინიციატივის შესახებ, ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა
„შევაგროვოთ მილიონი ლადო აფხაზავასთვის“, - მილიონიანი კამპანია ჩიბათელი მასწავლებლის, „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ფინალისტისთვის, სოციალურ ქსელში 26 მარტს დაიწყო.
ჯინსის შარვალი, კაპიუშონიანი ქურთუკი, საცვლები, სხეულის ფრაგმენტები - შიოს და და მამიდაშვილი შიოს ტანსაცმელსა და ნივთებს ათვალიერებენ.
„შავი ზღვა ძალიან მნიშვნელოვანია ნატოსთვისაც და საქართველოსთვისაც. უნდა გავაცნობიეროთ, რომ მოწმენი ვართ რუსეთის მნიშვნელოვანი გაძლიერებისა შავ ზღვაში“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა
სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მედიაციის პროცესისთვის ხელის შეშლას ცდილობს და უწყება ამ პროცესის გვერდის ავლით ავალდებულებს რაიონული სერვისცენტრების სოციალურ მუშაკებს დაესწრონ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრთან.
„საქართველო: აქ არ არის ადგილი სიძულვილისთვის“ – 21 მარტიდან ამ გზავნილით იწყება კვირეული რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე მოკლული ვიტალი საფაროვის სახელს მიეძღვნება.
„სოციალური მუშაკები მოვითხოვთ სისტემურ ცვლილებებს სოციალური მომსახურების სააგენტოში“, - გვერდი ამ გზავნილით ფეისბუქში რამდენიმე დღის წინ გაჩნდა.
13 მარტს, რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან, 13 წლის გოგონა გადმოვარდა. ერთ-ერთი ვერსიით, ის სახურავზე „სელფის“ გადაღებას ცდილობდა.
რუსუდან გაჩეჩილაძის სახელი და გვარი, მისი, როგორც მოქანდაკის ფასი, დღეს ძალიან ცოტამ იცის.
უკვე ერთი წელია სოციალურ საწარმო „დადარში“ ოთხი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ახალგაზრდა მუშაობს. სხვა თანამშრომლებთან ერთად ისინი ეკოლოგიურად სუფთა, ხის სათამაშოებს ამზადებენ. სათამაშოები სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და ისინი ძალიან პოპულარულია ევროპულ და ამერიკულ სათამაშოების ბაზარზე.
„კანონი და სამართალი“ ასე ჰქვია ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელსაც თაკო ჩარკვიანი უხელმძღვანელებს. პოლიტიკური გაერთიანება 10 მარტს დაფუძნდა. ახალი პოლიტიკური გაერთიანების ყრილობას დაესწრნენ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ წევრები.
სოციალური პროექტი „მოგისმენიათ როგორ ჟღერს გულგრილობა?“ 9-10 მარტს რუსთაველის გამზირზე, პირველი საშუალო სკოლის ეზოში, სამუზეუმო ფორმატში გადაინაცვლებს.
ჩამოტვირთე მეტი