რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა Krab Coffee-ის მფლობელების, ქრისტი პირველისა და ბარბარე როკიტას გამოკითხვა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ სამმართველოში.
„სოციალური ქსელები მაინც ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს... კარგი იქნება, თუ დავიწყებთ მუშაობას ამ სფეროში რეგულირებაზეც“, - თქვა „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა 4 მარტს „ქართული ოცნების“ მაუწყებლობის კანონში ცვლილებების განხილვისას.
საქართველოს კანონმდებლობიდან სიტყვა „გენდერი“ სრულად ქრება. ამ ინიციატივის ავტორები, „ქართული ოცნების“ პარლამენტის დეპუტატები, ამბობენ, რომ ეს ტერმინი უცხოური გავლენითა და ლობირებით, ხელოვნურად დაინერგა ქართულ კანონმდებლობაში და ახლა ის სიტყვებმა „ქალმა და კაცმა“ უნდა ჩაანაცვლონ.
„ამ დედებს უნდა ახსოვდეთ, რომ მარტო არ არიან“, - სწორედ ამ იდეის გარშემო გაერთიანდა ადამიანთა ჯგუფი, პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა ოჯახების მხარდამჭერი ფონდი „ერთმანეთისთვის” და 3 მარტისთვის, დედის დღისთვის, შეიქმნა სპეციალური ონლაინპლატფორმა.
რეპროდუქციული მედიცინის კლინიკა Kinderly აჩერებს უცხოეთიდან სუროგატი დედების საქართველოში დასაქმებას. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ატყობინებს ორგანიზაციის სათავო ოფისის ადმინისტრაცია უკრაინაში. მიზეზი საქართველოს ოფისში შექმნილი პრობლემებია.
თბილისიდან, ფოთიდან, ქუთაისიდან და სხვა ქალაქებიდან გურიაში ჩასული მოხალისეები სოფლებში, თოვლში ჩარჩენილ მოსახლეობას 24-საათიან რეჟიმში ეხმარებიან.
დიდთოვლობას ებრძვის გურიის სოფლების მოსახლეობა. სოციალურ ქსელში ახლაც ვრცელდება იმ ადამიანების პოსტები, რომლებიც საკუთარი ძალებით ცდილობენ, გაუმკლავდნენ დასავლეთ საქართველოში მოსულ ნალექს. გურიაში ამ წუთებშიც გადაუღებლად თოვს.
გურიაში, სოფელ ხიდისთავში, მოსახლეობა დახმარების მოლოდინშია. სოფელში ინტენსიური თოვა გრძელდება, თოვლის საფარი მატულობს და მოსახლეობა სახლების დატოვებას ვერ ახერხებს.
გურიაში, სადაც რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს და დიდთოვლობის გამო სოფლები გარესამყაროსაა მოწყვეტილი, თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან მოხალისე-მაშველები მიდიან.
ჩოხატაურის რაიონში, სოფელ ზემობანში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. დიდთოვლობის გამო ისინი სახლების დატოვებას და უსაფრთხო ადგილას გადასვლას ვერ ახერხებენ.
თბილისის მერიაში ამბობენ, რომ აბანოთუბანში, ლეღვთახევის ხეობაში ქვათაცვენა იყო დაწყებული და ამიტომ დამონტაჟდა მდინარეზე ბეტონის ხიმინჯები. საფარი დროებითია და უსაფრთხო გარემოს შექმნის შემდეგ პლატფორმა დაიშლება.
ბოლო დღეებია, საპროტესტო აქციებზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ გამო, ყოველდღიურად, ათობით ადამიანს მისდის საჯარიმო ქვითარი.
სხვა მოქალაქეების, მაგალითად, ექიმების, მასწავლებლების, არქიტექტორების, მუსიკოსებისა თუ მსახიობების მსგავსად, საჯარიმო ოქმები საპროტესტო აქციაზე "გზის ხელოვნურად გადაკეტვის" გამო, ჟურნალისტებსაც მისდით. ერთ-ერთი ჟურნალისტი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ უკვე დააჯარიმა 5000 ლარით.
23 წლის სუროგატი დედა, ანასტასია, რომელთან ინტერვიუც რამდენიმე დღის წინ ჩაწერა რადიო თავისუფლებამ, 14 თებერვალს კვლავ დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ მას რეპროდუქციული მედიცინის კლინიკის, Kinderly Georgia-ს წარმომადგენლებმა მიაკითხეს სახლში, სადაც ის მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს და დაემუქრნენ.
ანასტასია თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე, ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში, 4 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს. 23 წლის სუროგატი დედა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ უკვე რამდენიმე დღეა სააგენტოს მისთვის აღარც დღიური თანხა ჩაურიცხავს და ახლა საჭმლის ფულიც არ აქვს.
23 წლის ანასტასია ყაზახეთიდან საქართველოში სუროგატი დედის სტატუსით ჩამოვიდა. ბავშვი ჩინელი წყვილისთვის 31 იანვარს გააჩინა და ამბობს, რომ მას შემდეგ ელის იმ ჰონორარის ჩარიცხვას, რომელსაც რეპროდუქციული მედიცინის კლინიკა „კინდერლი ჯორჯია“ დაჰპირდა.
29 წლის ნარას ტაილანდში 6 წლის შვილი ელოდება. სახლში დასაბრუნებელი ბილეთი უკვე ნაყიდი აქვს, 8 თებერვალს, გამთენიისას მიფრინავს. საქართველოში ხუთი თვის წინ ჩამოვიდა. მისმა ოჯახმა არ იცის, რომ ის სუროგატ დედობას გეგმავდა. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, მან დაორსულება ვერ შეძლო.
ტაილანდის პოლიციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოში, მოტყუებით ჩაყვანილ ტაილანდელ ქალებს კვერცხუჯრედების სხვისთვის გადაცემას აიძულებდნენ და ამ საქმის გამოძიების გასაფართოებლად უკვე ინტერპოლს მიმართა. ეს განცხადება მან 5 თებერვალს გააკეთა.
საპატიმროში დღეს ორი ჟურნალისტი შიმშილობს. ქართველი ჟურნალისტი, ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი, აფგან სადიგოვი.
თამარაშვილის 15ა-ში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოსთან, უფრო კონკრეტულად კი მოქალაქეთა მისაღებთან, როგორც ყოველთვის, ხალხმრავლობაა.
ჩამოტვირთე მეტი