რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა უკრაინაში დაჭრილი 25 წლის სპარტაკ ლეკიაშვილი.
ჩეხეთის საელჩო საქართველოში, 26 ნოემბერს, ვერბალურ ნოტას გაუგზავნის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, თბილისში, ჩეხეთის საელჩოს მოწყობილი გამოფენის დაზიანების გამო.
ზუსტად 3 წუთი დასჭირდა მოსამართლე დავით კუპატაძეს, რომ 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე დაკავებული 20 წლის მათე დევიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა განესაზღვრა და ის პენიტენციურ დაწესებულებაში გაეშვა.
48-საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, დიღმისა და ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორები დატოვეს 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, საპროტესტო აქციისას დაკავებულებმა.
უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 24 წლის ლევან ლოხიშვილი. როგორც მისი თანამებრძოლი, ალექსანდრე როგავა ეუბნება რადიო თავისუფლებას, ის 19 ნოემბერს, ხერსონის ოლქში, დავალების შესრულებისას დაიღუპა.
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 26 წლის ზურაბ შვანგირაძე, 19 ნოემბერს დაკრძალეს თბილისში, ვაზისუბნის სასაფლაოზე.
სავარაუდოდ, თქვენც მიიღებდით მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რომ 14 ნოემბრიდან საქართველოში მოსახლეობის აღწერა დაიწყო: „ჩაერთე აღწერაში, გავიგოთ რამდენი ვართ“, - წერია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სატელეფონო შეტყობინებებში.
ბოლო ორი დღეა, რაც სოციალურ ქსელში ლექტორები ერთმანეთის მიყოლებით წერენ მიმართვებს, რომ პირველი დეკემბრიდან აუდიტორიებში ვეღარ ისაუბრებენ ისეთი პოეტების, მწერლების, რეჟისორებისა თუ მხატვრების შემოქმედებაზე, როგორებიც არიან, მაგალითად, საფო, ლორკა, კავაფისი, ფრიდა კალო, ალმოდოვარი, ვარგასი...
52 წლის თამილა შარუხიას მისია შესრულებულია. სექტემბერში, ბოსფორის სრუტის გადაცურვის შემდეგ, ის ახლა უკვე IRONMAN-ის სტატუსის მფლობელია. თამილა შარუხია დღეს უკვე ახალი მისიის შესასრულებლად ემზადება. ივნისში, ნიცაში მიემგზავრება, სადაც IRONMAN-ის სრული დისტანციები უნდა დაძლიოს
2-დან 4 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს 20-ზე მეტ სასამართლოში, რამდენიმე ათეულმა მოსამართლემ განიხილა საოლქო საარჩევნო კომისიების ის გადაწყვეტილებები, რომლებიც სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა გაასაჩივრეს.
როდის, როგორ და რატომ ჩამოვიდა საქართველოში ალექსანდრ მალკევიჩი, რუსი პროპაგანდისტი, ტელეარხ სანქტ-პეტერბურგის გენერალური დირექტორი, რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის კომისიის ყოფილი წევრი, რომელიც წლებია აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაშია, ახლა ამ კითხვებზე პასუხებს მხოლოდ თუ ვივარაუდებთ.
ზუსტად 21 დღე რჩება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, არჩევნების შედეგები შეაჯამოს და საქართველოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმი გამოსცეს.
უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 54 წლის მამუკა კეკელია. მისი მეგობარი და ყოფილი თანამებრძოლი, რომეო ფარულავა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის 26 ოქტომბერს, დონეცკის ოლქის მიმართულებით, ქალაქ მარინკას მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლა.
საარჩევნო უბნების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, 25 ოქტომბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უბნების მოწყობა დაიწყო. რადიო თავისუფლებამ დაათვალიერა და გადაიღო ის სივრცეები, სადაც 26 ოქტომბერს, დილის 8 საათიდან ამომრჩეველი მივა და საკუთარ ხმას დააფიქსირებს.
ტრანსგენდერი ქალის, ნატა ტალიკიშვილის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული დავით ფერაძე ამბობს, რომ ის „წმინდა წყლის პროვოკაციისა“ და „პოლიტიკური სიბინძურის“ მსხერპლია.
რა იგულისხმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სიტყვათწყობაში „მამაკაცის რძე“, ამის მტკიცებით ფორმაში თქმა, სავარაუდოდ, არ გამოვა, რადგან 21 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა, მაგდა ანიკაშვილმა, თავის რესპონდენტს აღარ დაუსვა ე.წ. დამაზუსტებელი კითხვა.
„რამდენიმე თვის წინ მივაწოდე საგამოძიებო უწყებას ამ ადამიანის შესახებ ინფორმაცია - ქვეყანა, ქალაქი, რას საქმიანობს, მაგრამ ორი დღის წინ, პროკურორმა ისევ მითხრა - ძებნა ინტერპოლითაა გამოცხადებული და ჯერ არ დაუკავებიათო“.
უკრაინაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, იქ მებრძოლი ქართველები, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისია უკრაინის ტერიტორიაზე საარჩევნო უბნებს არ გახსნის.
რუსეთში პატიმრობაში გარდაცვლილი უკრაინელი ჟურნალისტი, ვიქტორია როშჩინა, 28 წლის 6 ოქტომბერს გახდებოდა. ვიქტორიას დაბადების დღეზე მისმა მშობლებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ ის ცოცხალი აღარ იყო. ცნობა შვილის გარდაცვალების შესახებ ოჯახმა ოთხი დღის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო.
9 ოქტომბერს ფლორიდის შტატს ქარიშხალმა „მილტონმა“ შეუტია, რომელმაც წყალდიდობა გამოიწვია ტამპაში. სტიქიის შედეგად შტატში ორ მილიონზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. თაზო კუპრეიშვილი რადიო თავისუფლებას უყვება, რამდენი ხნით ადრე დაიწყეს ქარიშხლისთვის მზადება და რა მდგომარეობაა ქალაქში.
ჩამოტვირთე მეტი