რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
კორონავირუსის მართვის ორთვიან პროცესში, 6 მაისს პირველად დაფიქსირდა, როდესაც საქართველოში გამოჯანმრთელებულების რაოდენობამ თითქმის ხუთჯერ გადაუსწრო ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობას.
დაანონსებულ ვადაზე ერთი კვირით ადრე, 5 მაისიდან განაახლეს საქმიანობა სამშენებლო კომპანიებმა და სამშენებლო მასალების მწარმოებლებმა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 72 მედპერსონალია ინფიცირებული. ინფიცირებულები არიან როგორც კლინიკის ექიმები, ისე მედდები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები.
იმ დილით, როგორც ყოველთვის, ერთი ჭიქა ყავა დალია, ჩაეხუტა შვილს, დაემშვიდობა ცოლს და სამსახურში წავიდა. 29 წლის ვეფხია სახლში აღარ დაბრუნებულა.
თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის მეოთხე სართულზე, პალატაში ნომრით 439, 44 წლის თამარ სახელაშვილმა 15 დღე გაატარა. 20 აპრილს, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული თამარი, ექიმებმა სახლში ტაშით გააცილეს.
კორონავირუსის გავრცელების პიკში ვართ თუ ე.წ. პლატოზე? როდის დგება პიკი? როგორი პიკი შეიძლება იყოს საქართველოში? რამდენი ახალი დადასტურებული შემთხვევა უნდა გვყავდეს, რომ ჩავთვალოთ, რომ პიკში ვართ ან პიკი გადავიარეთ? როდის სრულდება პიკი?
19 წლის ლუკამ ინფექციურ საავადმყოფოში COVID 19-ის დიაგნოზით 17 დღე გაატარა. ის ესპანეთში დაინფიცირდა. დაბალი ტემპერატურა საზღვარზე დაუფიქსირდა, საიდანაც პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ესპანეთში, კორონავირუსით გარდაცვლილი 34 წლის ქალის ქმარი, მამუკა ნაჭყებია, რამდენიმე დღის წინ სამშობლოში დაბრუნდა. ახლა მას 5 შვილის გაზრდა მარტოს მოუწევს. სოციალურად დაუცველი ოჯახი სამტრედიაში ცხოვრობს. ცირა ალიხანაშვილი და მისი მეუღლე ესპანეთში, 2 მარტს მას შემდეგ წავიდნენ...
თუკი ყველაფერი ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით წარიმართა და თუკი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს, მაშინ შეგვიძლია მთავრობის მიერ წარმოდგენილი ექვსეტაპიანი გეგმა, რომელიც გულისხმობს დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად, მოხსნას, დაახლოებით სამთვიან კალენდრად ვაქციოთ.
როგორ იცვლება ეპიდსიტუაცია საქართველოში? კვლავ საჭიროა თუ არა ის მკაცრი შეზღუდვები, რომლებიც დღეს საქართველოში მოქმედებს? როდემდე გაუძლებს ეკონომიკა და საზოგადოება ე.წ. კარანტინის პირობებში ცხოვრებას?
მარტის ბოლოს, ესპანეთში, კორონავირუსით გარდაცვლილი 34 წლის ცირა ალიხანაშვილის ქმარი, მამუკა ნაჭყეპია სამშობლოში დაბრუნდა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოძიებებს ატარებს, კომენდანტის საათის დროს, სამართალდამცავების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების სამ ფაქტზე.
თუკი ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება, მაშინ ის პაციენტები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება დამაკმაყოფილებელი, შინ იმკურნალებენ. კლინიკები მხოლოდ საშუალო სიმძიმისა და მძიმე პაციენტებს მიიღებენ.
ვკარგავთ თუ არა ჯანმრთელობისათვის აუცილებელ რესურსებს შინ დარჩენით ? უფრო ზუსტად კი შინ დიდხანს დარჩენით - როდესაც სახლში ყოფნა გრძელდება არათუ დღეები, არამედ შეიძლება რამდენიმე კვირა, ან უფრო მეტიც და როგორ აისახება ეს ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე?
რეზი მეჭურჭლიშვილი ინფექციური საავადმყოფოს ექიმია. სამუშაო საათებს აღარ ითვლის. მორიგეობას თუ არ ჩავთვლით, ყოველ დღე, დილით მისული, ღამის თორმეტ - პირველ საათამდე რჩება კლინიკაში. მორიგეობის დღეებში - მეორე დილამდე.
აშშ-ის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის თანახმად, ახალ კორონავირუსს, სავარაუდოდ, სეზონური ხასიათი ექნება.
პოპულარული ქართული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ 3 აპრილიდან ეკრანებზე ბრუნდება. თუმცა, ბრუნდება განსხვავებული შინაარსითა და ფორმით. უფრო ზუსტად კი ე.წ. საკარანტინე სერიებით.
ჟურნალისტ ნანიკო ხაზარაძის მეგობარი 17 წელია პრეპარატ "პლაქვენილის" მომხმარებელია. მას წითელი მგლურა და ართრიტი აქვს. პირველ აპრილს ნანიკომ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა და დახმარება ითხოვა.
რკინის ანჯამები უგემურად ჭრიალებს. აი, მარტო ეგ უღიმღამო ჭრიალი არღვევს სიჩუმეს, როცა ჭიშკარს, ალაგ-ალაგ, ხან ერთი მეზობლის ქალი შეაღებს, ხან მეორე და მხრებში მობუზულები, თან საქმიანები, სახლის კიბეს აივლიან.
47 წლის ია გოგიძე, სოფელ ქვემო ბოლნისის ოჯახის ექიმია. მეექვსე დღეა კარანტინის ზონაში, ოჯახ-ოჯახ, კარდაკარ დადის და სოფლის მცხოვრებლების ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებს.
ჩამოტვირთე მეტი