რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
ავსტრალიაში, ქალაქ მელბურნში, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინის, ბცჟ (BCG)-ს გამოცდა დაიწყეს იმ სამედიცინო პერსონალზე, რომლებსაც შეხება აქვთ კორონავირუსით ინფიცირებულებთან.
მეხუთე დღეა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, კარანტინის ზონადაა გამოცხადებული.
ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა COVID 19-ის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის რეკომენდაციები შეიმუშავეს.
5 მარტი იყო, ხუთშაბათი, შუადღე, ქმარმა სამსახურიდან რომ დაურეკა, დღეს სახლში ვეღარ მოვალ, მეგობარს, რომელიც ორშაბათს ვნახე, კორონავირუსი აღმოაჩნდა, ახლო კონტაქტად ვითვლები და თვითიზოლაციაში უნდა გადავიდეო.
მსოფლიოში COVID-19-ის პირველი შემთხვევის დარეგისტრირებიდან დღემდე, 85 დღე გავიდა. კითხვაზე, არსებობს თუ არა კონკრეტული პრეპარატი კორონავირუსის მკურნალობისათვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური გვერდი ძალიან მოკლე პასუხს სცემს - „ჯერ არა“.
„იმ პირებს, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის ან მისი თავიდან აცილების დროს მიადგათ მატერიალური ზარალი, სახელმწიფო ვალდებულია აუნაზღაუროს ეს ზარალი“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას კონსტიტუციონალისტი ზურაბ ჯიბღაშვილი
მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, საქართველოს ხელისუფლებას ჯერჯერობით არ გამოუცხადებია საგანგებო მდგომარეობა, მთელი რიგი პუნქტები, რომლებიც „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ კანონშია მითითებული, ქვეყანაში უკვე მოქმედებს.
უჩვეულო არაფერია იმაში, რომ ახლა შენ გეშინია. გეშინია იმის, რასაც ვერ ხედავ, ვერ გრძნობ, მაგრამ იცი, რომ სადღაც არის, შორს, ახლოს, ამის გამოცნობა თითქმის შეუძლებელია.
მას შემდეგ, რაც საქართველომ კორონავირუსის შეჩერების ფაზიდან გავრცელების შენელების ფაზაში გადაინაცვლა, ანუ, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს, დღის წესრიგში დადგა მკურნალობის ახალ ეტაპზე გადასვლა, რაც ვირუსის მსუბუქი ფორმის შემთხვევაში, პაციენტთა ბინაზე მკურნალობას გულისხმობს.
08:30 - მაღვიძარა რეკავს. ანუ, ახლა რას ვშვრები? ჩვეულებრივად ვდგები, ვიბან, ვიცვამ და... სამსახურში არ მივდივარ, ხო? არა, მივდივარ. ნწ, მოდი, უფრო ზუსტი ვიქნები, კი არ მივდივარ, მეორე ოთახში გავდივარ. ვრთავ ლეპტოპს და 9:30-ზე ველოდები ონლაინთათბირს. თათბირი 40 წუთს გრძელდება.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ევროპის ქვეყნები საგანგებო ზომებს მიმართავენ. მათ შორის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა იტალიაში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, უკრაინაში, ბულგარეთში, ლატვიაში, უნგრეთსა და ესპანეთში.
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იტალიაში ყოველდღიურად ათასობით მატულობს. 13 მარტის მონაცემებით, იქ 15 ათასზე მეტი დაავადებულია. 12 მარტს იტალიაში დაავადებულთა რეკორდული მაჩვენებელი, 2600-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა.
„აქტიურად ვმუშაობთ მოდელზე, რომელიც ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანა კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხის წინაშე დადგება".
ნონა გედენიძე 5 წელია იტალიაში, ემილია რომანიას რეგიონში, ქალაქ რეჯიო-ემილიაში ცხოვრობს. ის ხანდაზმულ ქალს უვლის. ამ დილით, ჩვეულებისამებრ, ავტობუსით წავიდა სამსახურში. ავტობუსში მასთან ერთად მხოლოდ ორი მგზავრი იჯდა. ორივე უცხოელი.
როდის, როგორ და საქართველოს რამდენ მოქალაქეს ჩამოიყვანს სახელმწიფო იტალიიდან, ამ კითხვებზე საქართველოს მთავრობას კონკრეტული პასუხები ჯერჯერობით არ აქვს.
როგორ გამოავლენს მესაზღვრე მგზავრს, რომელიც, მაგალითად, საქართველოდან გაემგზავრა რომელიმე ევროპულ ქვეყანაში, შემდეგ, ამ ქვეყნიდან მატარებლით გაემართა იტალიისკენ, დაჰყო იქ რამდენიმე დღე, იტალიიდან კვლავ გადავიდა სხვა ევროპულ ქვეყანაში და სწორედ იქიდან გამოფრინდა საქართველოში?
დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 5 მარტს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მეოთხე შემთხვევა დაადასტურა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი იტალიიდან დაბრუნებულთათვის კონკრეტულ რეკომენდაციებს იძლევა.
დღეს საქართველოში 2572 მშვილებელი პირი/ოჯახია დარეგისტრირებული. გასაშვილებელის სტატუსი 200-ზე მეტ ბავშვს აქვს მინიჭებული. რატომ უწევთ პოტენციურ მშობლებს წლობით რიგში დგომა და რატომ იწელება ბავშვებისთვის გასაშვილებელის სტატუსის მინიჭება?
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად საკმარისი რაოდენობის ტესტი არსებობს.
ჩამოტვირთე მეტი