რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
ქეთი ლეშკაშელი ერთ-ერთია იმ ძალიან მცირე რაოდენობის ქალს შორის, რომლებიც უკრაინაში, ომში, საქართველოდან წავიდნენ. ქეთი ჯგუფის ექიმია. ბოლო ექვსი თვეა იარაღით ხელში და ზურგზე სამედიცინო აღჭურვილობით, ფრონტის წინა ხაზზე, მებრძოლებთან ერთად გადის.
დედამ რომ მიირბინა, კომშის ხეების ქვეშ გულაღმა მწოლიარე 12 წლის შვილი უკვე გარდაცვლილი დახვდა. „ხელები და ფეხები გაციებული ჰქონდა, წამოწევა რომ ვცადე, მისი ფილტვებიდან ბუყბუყის ხმა შემომესმა“, - იხსენებს 12 წლის ანის დედა იმ წუთებს, როცა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, შვილის ცხედარს მიაგნეს.
სახალხო დამცველის აპარატი აქვეყნებს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ კონსილიუმის კლინიკა „ვივამედში“ ბოლო ვიზიტის შედეგებს.
მესამე დღეა, საქართველოში იმყოფებიან ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტის წევრები. მათი დაუგეგმავი, ე.წ. AD HOC ვიზიტის ოფიციალური მიზანია პენიტენციური ჯანდაცვის საკითხების თაობაზე კლინიკა „ვივამედში“არსებული სიტუაციის შესწავლა.
მას შემდეგ, რაც საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა, ოფიციალური შეხვედრები გამართა, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძიშიც იმყოფებოდა, ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრაზე მივიდა.
„როგორ მდგომარეობაში დამხვდა დღეს? ჩათვალეთ, რომ საწოლზე წევს მკვდარი ადამიანი“, - ასე უთხრა რადიო თავისუფლებას პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ, მას შემდეგ რაც მან კლინიკა „ვივამედი“ დატოვა.
მარტის აქციების მთავარ სიმბოლოდ ქცეული ევროკავშირის დროშა, რომელსაც ნანა მალაშხია წყლის ჭავლის წინ აფრიალებს და რომელიც მან წყლის ჭავლთან ბრძოლისას დაკარგა, გამოჩნდა. დროშა, რომელიც ნანას მას შემდეგ გაუვარდა ხელიდან, რაც ჭავლმა აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად წააქცია, 28 წლის შოთა კასრაძემ იპოვა.
ჩამოტვირთე მეტი