რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეულ კადრში, ქალი ევროკავშირის დროშით, კარგად ჩანს ბიჭი, წითელი ქუდით, რომელიც ცდილობს, მედროშე ქალს, ნანა მალაშხიას, სხვა ახალგაზრდებათან ერთად ზურგი გაუმაგროს. ეს ბიჭი ლევან ქამუშაძეა, 33 წლის მეღვინე.
ქალი, რომელიც მარტის აქციების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა, 47 წლის ნანა მალაშხიაა. პარლამენტის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე, წყლის ჭავლთან ევროკავშირის დროშით მებრძოლი ქალის ფოტოებმა და კადრებმა მოიარა მსოფლიო მედიის გვერდები.
დღეს, გუშინ, გუშინწინ და იმის წინ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის გარშემო, ვერ წაიკითხავდი პლაკატს, მაგალითად, ასეთს, ბანალურს: „საქართველო ევროპისკენ“, „გაუმარჯოს ევროპულ საქართველოს“, „წინ ევროპისკენ“ და ა.შ.
რა რაოდენობის თანხას, რისთვის, რომელი სფეროების მხარდასაჭერად აძლევენ საქართველოს მთავრობას საერთაშორისო ორგანიზაციები, ფონდები, პარტნიორი ქვეყნები?
ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების ავტორები, ორ კვირაზე მეტია ირწმუნებიან, რომ მათი მისია სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოებითვის ცნობილი და გამჭვირვალე გახადონ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის შემოსავლის წყაროები, რომელთა მიზანიცაა ზეგავლენა მოახდინონ საჯარო გადაწყვეტილებებზე.
„ვერასდროს შევძლებდი ჩემი, ჩემი შვილისა და შვილიშვილის უფლებების დაცვას, ვერასდროს შევძლებდი, მომეგროვებინა იმდენი თანხა, რომ კერძო ადვოკატი ამეყვანა და მებრძოლა იმისთვის, რომ ჩვენთვის, რომლებიც წლებია ოჯახში ძალადობის მსხვერპლები ვართ, გამოძიებას დაზარალებულის სტატუსი მოენიჭებინა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება 2020 წლის 7 ნოემბერს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, 43 წლის თედორე გობეჯიშვილის საქმეზე ბრალდებული აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის საქმის განხილვა.
აღსრულების პოლიციის თანამშრომლები არდაზიანის 2 ნომერში 23 თებერვალს, დილიდან გამოჩნდნენ. რვასულიანი ოჯახი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი და ოჯახის ორი ხანდაზმული წევრი, აღსრულების პოლიციამ ძალის გამოყენებით, ხმაურისა და დაპირისპირების შემდეგ გამოასახლა.
თურქეთში საქართველოს საელჩო ეძებს ბათუმიდან მოხალისედ წასულ დანიელ ბულკაშვილს, რომელიც მეგობრებისა და ახლობლების ცნობით, თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობდა.
„დილის საუბრების“ სტუმრებს, ლელა ნინოშვილს, კედლის მხატვრობისა და ქვის რესტავრატორსა და ნოდარ არონიშიძეს, არქიტექტურის ისტორიკოსს, ბოლო თვეებში ჰქონდათ შესაძლებლობა, თავად ენახათ გელათში არსებული ვითარება.
57 წლის ხათუნა ნაჭყებია ახლა მარტო ზრდის ორ შვილიშვილს, 11 და 5 წლის ბიჭებს. 2022 წლის 21 მაისს, მისი შვილი, სოფო კვარაცხელია, ქმარმა, როინ მებონიამ, თბილისში, #323 ავტობუსში, შვილების თვალწინ მოკლა. ქალის მკვლელობას შეესწრნენ მისი და და არასრულწლოვანი დის შვილებიც.
ჩამოტვირთე მეტი