რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ოფისში ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, საქართველოს პარლამენტსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ”მეორე არხის” ფორმირებასთან დაკავშირებით.
სამთავრობო მანიპულაციის შედეგად ზედმეტად პოლიტიზებული საინფორმაციო გამოშვებები - ეს იმ კრიტიკის მთავარი აქცენტია, რომელზეც ”ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა” ქართულ მედიაზე, უფრო კონკრეტულად კი ტელესივრცეში განხორციელებული ზეწოლის შესახებ ანგარიშში მიუთითა.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წინაშე სამინისტროს მიერ 2009 წელს გაწეული საქმიანობის პრეზენტაციით წარდგა. 13 გვერდიანი წერილობითი პრეზენტაცია, ფოტოილუსტრაციებით, დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა.
სახალხო დამცველის ოფისში ბავშვთა უფლებების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა. მისი მთავარი მიზანი იყო როგორც ერთმანეთს შორის, ასევე თავად სახალხო დამცველის ოფისთან კოორდინაცია და მომავალი თანამშრომლობის გეგმების ჩამოყალიბება.
თუკი ამ დღეებში, მაგალითად, გუგლის საძიებო სისტემაში მოგიწევთ შესვლა, ნუ გაგიკვირდებათ, თუკი ოლიმპიურ 5 რგოლსა და ნარინჯისფრად აალებულ ჩირაღდანს დაინახავთ. ზამთრის უკანასკნელი ორი კვირა ოლიმპიადისაა.
11 თებერვალს, თბილისის სტუდიის სტუმარი იყო სახალხო დამცველი მრცეველი არჩილ თალაკვაძე. სახალხო დამცველი ოფისმა ჯანდაცვის მინისტრს ანგარიში წარუდგინა, სადაც ასახულია ფსიქტიატრიული დაწესებულებების მონიტორინგის შედეგები.
საკმაოდ ბევრს წერს დღევანდელი ქართული პრესა ზურაბ ნოღაიდელის მიერ რუსეთის მმართველი პარტიის ”ედინაია როსიასთან” გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ხელისუფლება ამ ნაბიჯს ”მოღალატის” მიერ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს, ოპოზიცია დუმს, ექსპერტები კი პიარსვლას უწოდებენ...
9 თებერვალს, რადიო ”თავისუფლების” თბილისის სტუმარი გახლდათ პოლიტიკის ექსპერტი, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახტანგ ძაბირაძე. სახოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია მაისის თვიდან მუშაობს საკონსტიტუციო რეფორმის პროექტზე
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიმდინარე რეფორმების გაცნობის მიზნით, მინისტრი დიმიტრი შაშკინი სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა - საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციისა და მეცნიერთა და პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირის წარმომადგენლებს.
საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მოწვევით, თბილისში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ვენეციის კომისიის წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელსაც ვენეციის კომისიის ახლად არჩეული პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ხელმძღვანელობდა.
2008 წელს რუსეთის აგრესიის შედეგად კოდორის ხეობიდან და სამაჩაბლოდან დევნილი პედაგოგები იმ კომპენსაციის შენარჩუნებას იხოვენ, რომელსაც ისინი 2009 წლის განმავლობაში იღებდნენ და რომელიც 2010 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული აღარ არის. პედაგოგები მინისტრთან შეხვედრასაც ეცადნენ...
”ქართული დასის” ლიდერი ორი ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. ესაა არსებული პენსიის დადგენილ საარსებო მინიმუმთან გათანაბრება და თითოეული პენსიონერისა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქის უზრუნველყოფა უფასო სამედიცინო დაზღვევის პოლისით.
29 იანვარს, რადიო ”თავისუფლების” დილის ეთერის სტუმარი იყო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ფრუიძე. უახლოეს მომავალში, საქართველოში ახალი სადაზღვევო პაკეტი ამოქმედდება.
27 იანვარს, რადიო ”თავისუფლების” თბილისის სტუდიის სტუმრები იყვნენ მარიკა ბოჭორიძე და მაკა ჯაიანი. როგორც ისინი აცხადებენ, უახლოეს მომავალში შეიქმნება აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დაიცავს და გააუმჯობესებს მედიაში დასაქმებულთა შრომით უფლებებს.
”ახლა ისღა მაკლია, რომ ოპოზიციიდანაც გამოვიდეს ისეთი ხალხი, რომელიც რუსეთის თამაშით თამაშობს ან იმედი აქვს, რომ თავის სტატუსს დაიმკვიდრებს და დემაგოგიურ პოპულიზმს მოიპოვებს”, - აცხადებს „საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი გაზეთ ”რეზონანსთან” საუბრისას.
25 იანვარს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორის მოადგილე სოსო გოგილიძე. ცენტრის ცნობით, ყველა აბიტურიენტი ოთხ გამოცდას ჩააბარებს. 2010 წლიდან სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა ყველა გამოცდის შედეგის მიხედვით.
საქართველოს მედიაასოციაციების გაძლიერება, მედიის თავისუფლება, მენეჯმენტისა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ბიზნესის განვითარება - ეს იმ პრიორიტეტების ჩამონათვალია, რომელსაც ”მედიის ხელშემწყობი პროგრამა საქართველოსათვის” 18 თვის განმავლობაში განახორციელებს.
ხალხის პარტია გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც, ძირითადად, სოციალურ და პოლიტიკურ მოთხოვნებს წარმოადგენს. ისინი აპირებენ 25 იანვრამდე შეაგროვონ 30 000 ხელმოწერა, რომელსაც საქართველოს პარლამენტში, საპროცედურო კომიტეტში, წარადგენენ.
უკრაინა-საქართველოს სამომავლო ურთიერთობას პოზიტიურად უყურებენ უკრაინელი ხალხის ნებისმიერი არჩევანის შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. ისინი აცხადებენ, რომ ურთიერთობას წინ არაფერი დაუდგება და რომ მეგობრული
ჩამოტვირთე მეტი