რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
14 იანვარს, რადიო ”თავისუფლების” თბილისის სტუდიის სტუმარი ილიას უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია გახლდათ. ”განათლების დონე ნამდვილად გაცილებით დაბალია ვიდრე ჩვენ გვსურს, თუმცა მისი ხარისხი არის იმისი ადეკვატური, როგორ ქვეყანაშიც ვცხოვრობთ”, - განაცხადა სტუმარმა.
”სამი თარხნიშვილი” ცესკოს თავმჯდომარეობაზე”, ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი ”რეზონანსი”, და წერს: ”ოპოზიცია შოკშია, ოღონდ აღარ იცის, ეს შოკი უფრო მეტად პრეზიდენტის ქმედებამ გამოიწვია ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების დასახელებით თუ მისმა უმრავლესობამ, როდესაც პრეზიდენტის მიერ კანონის დარღვევა ლამის ოპოზიციას გადააბრალა.
12 იანვარს რადიო თავისუფლების სტუდიას ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი სტუმრობდა. მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი კობა კობალაძე, რომელსაც ბრალი ედებოდა სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხება, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ხელი მოაწერეს ქარტიას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
გაზეთი ”ყველა სიახლე” კითხულობს, წავა თუ არა სააკაშვილი მესამე წრეზე. სააკაშვილის მესამედ გაპრეზიდენტების იდეა მისმა გარემოცვამ და სახელისუფლო ტელევიზიებმა ოსტატურად ”შემოუგდეს” მოსახლეობას, წერს ”ყველა სიახლე”.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი სტუმრობდა. მან ისაუბრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ შეხვედრაზე, სადაც გაიმართება კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან ცესკოს თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით.
სულ წინ პატარა ანგელოზები, მათ უკან - თეთრ სტიქარებში გამოწყობილი ახალგაზრდები, კიდევ მათ უკან - მწყემსები, მწყემსებს იმიტირებულ აქლემებსა და სპილოებზე შემომსხდარი მოგვები მოჰყვებიან, მოგვების შემდეგ, ბაირაღებითა და დროშებით ხელში, სტიქაროსნების ჯერი დგება და, ბოლოს, სამღვდელოება, რომელიც შობის ხატს მოაბრძანებს.
6 იანვარს რადიო თავისუფლების სტუდიაში სტუმრად იყო ავიაკომპანია ”აირზენას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი. „აირზენა – საქართველოს ავიახაზები“ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირ ჩარტერულ ავიარეისებს 8, 9 და 10 იანვარს შეასრულებს.
მოახლოებული არჩევნების თემა კვლავ დომინირებს დღევანდელ პრესაში. თბილისის მერი პოლიტიკური ფიგურა უნდა იყოს, აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი.
საქართველომ ევროკავშირს მიმართა, რათა, როგორც ავტორიტეტული საერთაშორისო გაერთიანება, აქტიურად და რაც შეიძლება სწრაფად ჩაერთოს 2010 წლის გაზაფხულზე დანიშნული თვითმმართველობის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პროცესში.
2009 წლის დასრულებამდე ერთი დღით ადრე მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის კანცელარიაში გასულ წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა. იმ 31 საკითხის განხილვა, რომელიც დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული, დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა.
”ტყვიას გადავურჩით და შიმშილით ნუ დაგვხოცავთ”, - ეს იყო მთავარი გზავნილი იმ დევნილი პედაგოგებისა, რომლებმაც პრეზიდენტის რეზიდენციასთან, საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი რამდენიმე დღეა ცდილობენ განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან დიალოგს.
მომავალი წლის 15 იანვრიდან 1 ივნისამდე დედაქალაქში ჩაწერილი პირები თბილისის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა გააკეთა.
პროექტ "ჩვენ და ვეფხისტყაოსნის" ფარგლებში გამოიცა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" ხუთტომეული, რომლის პრეზენტაციაც 24 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
დღევანდელ ქართულ პრესაში სამი ძირითადი თემა იკვეთება. მათ შორის პირველი ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის განცხადებებია, რომლებიც მან ბრიტანულ გამომცემლობა ”ტელეგრაფთან” ინტერვიუს დროს გააკეთა.
კონტროლის პალატის ინტერესის სფეროში 2010 წელს მოექცევა საზოგადოებრივი მაუწყებელი, სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის პროექტი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული პროგრამები.
2010 წლის იანვრიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე რუსულენოვანი არხი - სახელწოდებით ”პირველი კავკასიური არხი” - იწყებს მაუწყებლობას. ამ ბოლო ხანებში ქართულ საზოგადოებაში სულ უფრო მწვავე შეფასებები და ვარაუდები გაისმის ახალი არხის გარშემო.
დაპირებები ტირძნისელი მოზარდების გათავისუფლებასთან დაკავშირებით კვლავ დაპირებებად რჩება. ასევე ძალაში რჩება სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერის შემოთავაზება - გაცვლა ”ყველა ყველაზე”. საქართველოს პარლამენტში საერთაშორისო ორგანიზაციების რუსეთზე ზეწოლის გააქტიურებაზე საუბრობენ.
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სულ უფრო აქტუალური ხდება დატყვევებული ან უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიებისა და გათავისუფლება-გადაცემის საკითხი.
რამდენად იცნობენ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას საზღვარგარეთ? რა გზები არსებობს იმისათვის, რომ ლიტერატორმა საკუთარი ნამუშევრები უცხოელ მკითხველს გააცნოს?
ჩამოტვირთე მეტი