რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
2009 წლის 14 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საზოგადოებას ტრაქტატის ხელმოწერისაკენ მოუწოდა. რა მნიშვნელობის მატარებელია ივერიელთა ახალი ტრაქტატი, როგორ აფასებს აღნიშნულ დოკუმენტს საზოგადოების ნაწილი?
12 ოქტომბერს დაასრულა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფეხბურთში 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მიმდინარე წლის მატჩები. ოთხი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს 6 ქულით.
რვა ოპოზიციურმა პარტიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ”საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების პაკეტი წარუდგინა.
8 ოქტომბრიდან საქართველოში კიბერდანაშაულზე გამკაცრებული საკანონმდებლო ნორმები ამოქმედდა. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, ძალაში შევიდა. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იურიდიულ პირებზეც გავრცელდება.
5 ოქტომბერს დაკავებული ”კიდობნისა” და ”პასაჟის” რამდენიმე ათეული თანამშრომლიდან, რომლებსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბრალად წაუყენა ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების გამოყენება, რამდენიმე მალევე გაათავისუფლეს.
6 ოქტომბერს, ჯანდაცვის მინისტრისა და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლის პირველი იანვრიდან, გარდა პირველადი მოხმარების წამლებისა, იკრძალება მედიკამენტების რეცეპტის გარეშე გაცემა.
რვა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ ”საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების პაკეტზე მუშაობა დაასრულა. ერთობლივი პროექტი, რომელიც სამუშაო ჯგუფებმა სამი თვის განმავლობაში შექმნეს, 4 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს წარუდგინეს.
29 სექტემბერს, რადიო ”თავისუფლების” დილის სტუმარი კონსერვატორი კახა კუკავა გახლდათ. გუშინ, თბილისის საკრებულოში ახალი სამწევრიანი ფრაქცია ”დედაქალაქი” შეიქმნა, ერთ-ერთი წევრი კახა კუკავაა. რა მიზნით შეიქმნა ახალი ფრაქცია, რა პრიორიტეტებს სახავენ ახალი ფრაქციის წევრები.
როგორც იქნა, მოგვადგა კარს 29 სექტემბერიო, ”სახალხო კრების” მიერ გამოცხადებული თარიღიო, როცა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა უნდა მოიყაროს თავი და გადამწყვეტი სიტყვა თქვასო, წერს გაზეთი ”ალია” და აქვეყნებს მცირე ინტერვიუს ”სახალხო კრების” ერთ-ერთ ლიდერთან, ნონა გაფრინდაშვილთან.
27 სექტემბერს დილის ეთერის სტუმარი იყო ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში სოსო არჩვაძე. სტუმარმა ისაუბრა სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო სტრატეგიაზე, სოფლად მცხოვრებთა პრობლემებსა და პერსპექტივაზე.
”იარაღით ვაჭრობით შემოსული ფულით სააკაშვილი ნაციონალებს აფინანსებს”, წერს დღევანდელი ”ახალი თაობა”, რომელიც კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს: ”საქართველო უნდა დაფიქრდეს, სჭირდება თუ არა ქვეყანას ამხელა შეიარაღებული ძალები და ასევე უნდა იფიქროს, თუ რას მოგვიტანს ომის მიმართულებით აზროვნება, რასაც სააკაშვილი მუდმივად ჩაგვყვირის ყურში.
23 სექტემბერს ”კინოს სახლში” წარმომადგენლობითი სახალხო კრების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პატიმართა ოჯახის წევრები ე.წ. პოლიტპატიმრებისა და უკანონო პატიმრების პრობლემაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.
23 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის ეთერის სტუმარი იყო ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის "საფარის" დირექტორი ნატო ზაზაშვილი. სტუმართან საუბრის თემა იყო საქართველოში ახალგაზრდების პრობლემები და მოზარდებს შორის ძალადობა.
დღევანდელი პრესა აქტიურად წერს ”ჯარისკაცთა დედების” განგაშზე. როგორც გაზეთი ”24 საათი” ატყობინებს მკითხველს, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეზე გუშინ კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ. ”რუსეთი დაღესტნიდან საქართველოზე შეტევას ამზადებს”, - წერს რუსული გამოცემა ”ეხო პეტერბურგა”, ორგანიზაცია ”ჯარისკაცთა დედების” ვარაუდზე დაყრდნობით.
21 სექტემბერს რადიო თავისუფლების სტუმრები იყვნენ მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) წარმომადგენელი ეკა როსტომაშვილი და პროგრამის კურსდამთავრებული ნინო ნანიტაშვილი. 2011-2012 აკადემიური წლისათვის FLEX პროგრამის ფარგლებში შეირჩევა 50 ფინალისტი.
ძიუდოს ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომა გაიმართა. თანამდებობა დატოვა ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა და სამწვრთნელო შტაბის დანარჩენმა სამმა წევრმა.
17 სექტემბერს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი. სექტემბრის დასაწყისში ავღანეთიდან ლეიტენანტ შუკვანის ცხედარი ჩამოასვენეს. რა შეიძლება შეიცვალოს საქართველოს გეგმებში ავღანეთში პირველი სამხედრო მსხვერპლის შემდეგ?
14 სექტემბერს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო დეპუტატი გია ცაგარეიშვილი. საუბრის თემა იყო კანონპროექტი, რომლის თანახმად, პოლიციელს უფლება ეძლევა გონივრული ეჭვის საფუძველზე მოქალაქე შეაჩეროს და ზედაპირულად შეამოწმოს.
როგორც დღევანდელი ”რეზონანსი” ატყობინებს მკითხველს, თურმე ძალიან მალე, თუკი რომელიმე სამართალდამცავს არ მოვეწონებით, უფლება ექნება, ქუჩაში გაგვაჩეროს და გაგვჩხრიკოს მხოლოდ თავისი პირადი შეხედულების საფუძველზე. ამის მერე კი რა მოხდება, ღმერთმა იცისო, წერს მეთაური წერილის ავტორი.
ჩამოტვირთე მეტი