რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
”13 სექტემბერს არ იგეგმება საქმის განხილვა, აქ საუბარია კომპეტენციაზე, თუ რამდენად გადაწყვეტს ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლო, არის თუ არა დასაშვები რომ ეს საქმე განიხილოს”, - აცხადებს ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” დირექტორი უჩა ნანუაშვილი.
დასასრულს მიუახლოვდა თბილისში მიმდინარე ამბასადორიალი, რომელიც 7 სექტემბერს გაიხსნა სასტუმრო ”რედისონში”. სამდღიანი შეკრებისას დიპლომატებს ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუსახეს ამოცანები, რომლებიც ახალი პოლიტიკური წლის განმავლობაში უნდა შესრულდეს.
9 სექტემბერს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი. რა მნიშვნელობის მატარებელია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუცია - ეს იყო საუბრის მთავარი თემა.
7 სექტემბერს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ჯული გიორგაძე. 9-11 სექტემბერს ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის მე-19 კონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მასპინძლობს.
ქართული პრესა კვლავ აგრძელებს წერას იმაზე, რომ შსს-სა და უშიშროებას მალე გაყოფენ. ”მთელი კვირის” ინფორმაციით, ეს ცვლილება 15 სექტემბრისთვის იგეგმება. გაზეთი სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით სთავაზობს მკითხველს ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ექსპერტების მოსაზრებებს.
3 სექტემბერს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები ახლა უკვე დუმილის აქციებით ცდილობს შრომის კოდექსის შეცვლას.
პირველ სექტემბერს დილის გადაცემის სტუმარი იყო პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე. საუბრის თემა იყო საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ახალი იდეა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კონფედერაციული ურთიერთობის შესახებ.
დღეს ქართული პრესა სავარაუდო სამთავრობო კარუსელის გარშემო ბზრიალებს. თუკი დღევანდელ პრესას დავეყრდნობით, უნდა ითქვას, რომ უახლოეს მომავალში მინიმუმ სამ მინისტრს მაინც მოუწევს კარუსელზე იძულებითი თუ ნებაყოფლობითი ტრიალი. ”სამი მინისტრის ბედი გადაწყვეტილია, მაგრამ გაურკვეველი”, წერს ”რეზონანსი”.
30 აგვისტოს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი დავით კერესელიძე. მან ისაუბრა უმაღლესი სასწავლებლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ავტორიზაციის პროცესზე.
მოკლედ, გეი აღლუმი არ შედგა. საბოლოო ჯამში, ზუსტად ვერც ის გაირკვა, პირველად ვინ წამოიძახა, მოდი, გეი-აღლუმი ჩავატაროთო. ”მოდელირებული გეი აღლუმის ქრონიკა” - ამის შესახებ წერს დღევანდელი ”რეზონანსი” პირველ გვერდზე.
26 აგვისტოს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ილიას უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია. ჯანაშია მნიშვნელოვან მოვლენას უწოდებს პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდების ჩატარებას და მას ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებასაც ადარებს.
”რუსეთი თავისი მოქალაქეებისათვის აფხაზური ქონების დაბრუნებას ითხოვს”, - წერს დღევანდელი ”რეზონანსი”. სოხუმი კი რუსეთის მოქალაქეებისთვის ქონების დაბრუნების შესახებ რუსული კონცეფციის განხილვაზე უარს აცხადებს.
24 აგვისტოს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი. საცალო ბაზარზე პური 10 თეთრით გაძვირდა. რამ გამოიწვია ფასების მატება და როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ის, ამ საკითხზე ისაუბრა სტუმარმა.
შემოდგომის მოახლოებასთან ერთად ქართულ პრესაში აქტიურდება თემა ოპოზიციის საშემოდგომო გეგმების შესახებ. დღევანდელ ”მთელ კვირას” კი ”თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი, პარლამენტარი გია ცაგარეიშვილი ეუბნება, ”ოპოზიციონერობა სეზონური ხილი არ არის, რომ ლეღვივით შემოდგომით მოვიდეს და მერე დალპესო”.
1 სექტემბრიდან საქართველოში მოქმედებას იწყებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. როგორც ცენტრის პრეზენტაციაზე ითქვა, მისი უპირველესი ფუნქციაა საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია და მათი პროგრამების აკრედიტაცია.
20 აგვისტოს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი. საუბრის თემა იყო რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ერევანში და რუსეთის სამხედრო ბაზის ფუნქციონირების გახანგრძლივება გიუმრიში.
”რაზე ისაუბრეს ბურჯანაძემ და ბესელიამ?” - ამ კითხვას დღეს ”რეზონანსი” პირველ გვერდს უთმობს. ეკა ბესელია,ხელმძღვანელი მოძრაობისა ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”, ნინო ბურჯანაძესთან კონსულტაციებს მართავს. ბესელია ამბობს, რომ მათი საუბრის თემა სახალხო წარმომადგენლობითი კრებაა.
18 აგვისტოს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცენტრის ფსიქოლოგი ხათუნა ხაჟომია. საუბრის თემა იმ პრობლემას მიეძღვნა, რომლებსაც პირველკლასელთა არც თუ მცირე ნაწილი, მათი მშობლები და პედაგოგები აწყდებიან.
დღევანდელი ”რეზონანსი” პირველ გვერდს სოციალურ პრობლემატიკას უთმობს. მათ შორის უმთავრესი კი ის არის, რომ, როგორც ერთ-ერთი პუბლიკაციის ავტორი ექსპერტთა მოსაზრებებზე დაყრდნობით იტყობინება, წლეულს მოსავლიანობა 35-50 პროცენტით შემცირდება.
16 აგვისტოს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო არქიტექტურის ექსპერტი, ხელოვნებათმცოდნე გია ჭანიშვილი. მთავარი კითხვა კი ასე ჟღერდა: როგორ შეიძლება ვიზრუნოთ თბილისზე ისე, რომ შევინარჩუნოთ მისი ისტორიული თვითმყოფადობა?
ჩამოტვირთე მეტი