უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდა კონტიტუციური ცვლილებები, მათ შორის - ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ნაწილში. გაუქმდა მუხლი ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ.
12 თებერვალს საქართველოს პრემიერმინისტრმა და იუსტიციის მინისტრმა საზოგადოებას გააცნეს მიწის რეგისტრაციის რეფორმის შუალედური შედეგები. რეფორმის წამოწყების საფუძველი იყო საქართველოში მიწის უდიდესი ნაწილის დაურეგისტრირებლობა.
არასამთავრობო ორგანიზაციები ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენენ. მართლმსაჯულების სფეროს შესახებ ანგარიში საია-ს ეკუთვნის. ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე, ნონა ქურდოვანიძე "დილის საუბრების" მსმენელს უზიარებს შეფასებებს:
კონსტიტუციური ცვლილებით, რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევიდა ძალაში, "საქართველოს პროკურატურა დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ემორჩილება მხოლოდ კანონს".
განათლების სამინისტროს ბოლოდროინდელმა ინიციატივებმა და მოგვიანებით მინისტრის სტუმრობამ პარლამენტში კვლავ მისცა ბიძგი განათლების საკითხებზე საჯარო დისკუსიას. განათლების სპეციალისტი, თამარ მოსიაშვილი ლაპარაკობს განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე, რომლებიც არ ხვდება პოლიტიკურ დღის წესრიგში.
გასულ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტის კაბინეტში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს ორი წარმომადგენელი: ნინო ზამბახიძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე და ნინო ელბაქიძე, ქართველი უფლებადამცველი, იურისტი.
სოციალური მუშაკები 8 თებერვალს წინასაგაფიცვო პროცესს იწყებენ და ხელისუფლებისგან რეფორმების გატარებას ითხოვენ. რამ მიიყვანა ისინი ამ გადაწყვეტილებამდე - ქეთევან ხუციშვილი, საინიციატივო ჯგუფის - "სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის" წევრი გვიყვება "დილის საუბრებში":
"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) მიმართავს საქართველოს პარლამენტს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით.
რა პროცესები მიმდინარეობს "ხორავას ქუჩის საქმეზე" მართლმსაჯულების სისტემაში, სააპელაციო სასამართლოს დონეზე? როგორც ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე განმარტავს, პროკურატურა სააპელაციო ინსტანციაშიც ცდილობს თავისი პირვანდელი პოზიციის დაცვას:
"ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაცია" პირადი ცხოვრების ხელყოფის დანაშაულისთვის კანონის გამკაცრებას ითხოვს. რა საფუძველი აქვს ამ მოთხოვნას? "დილის საუბრების" სტუმარია არჩილ კაიკაციშვილი, "ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე:
თეოლოგი ბექა მინდიაშვილი 2 თებერვალს დაესწრო მიტროპოლიტ ეპიფანეს აღსაყდრების ცერემონიას, რომელიც კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში გაიმართა. "კიევში ვარ, ინტრონიზაციაზე, ათასწლეულის ყველაზე მნიშვნელოვან წირვაზე" - წერდა ის "ფეისბუკში". 6 თებერვალს, ბექა მინდიაშვილი "დილის საუბრების" სტუმარი იყო:
პლატფორმა "არა ფობიას" პროკურატურისგან ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს, რადგან თვლის, რომ ეს არა ერთი პირის მიერ, არამედ ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული იყო.
პანკისელებს აფიქრებთ ხეობაში დაგეგმილი ორი ჰესის მშენებლობის პროექტი, რადგან ფიქრობენ, რომ ეს დააზიანებს და გააუარესებს გარემოს, მათ შორის - დადგება სასმელი წყლის დეფიციტის საფრთხე. ინფორმაციის მიწოდების ნაცვლად, მათ პროტესტის გამო სთხოვენ პასუხს.
საქართველოს რეალობა აჩვენებს, რომ ადამიანებს კვლავაც ბევრი რამ უშლით ხელს, ილაპარაკონ ოჯახში ძალადობაზე. კონკრეტულად მსხვერპლები კიდევ უფრო მეტად ფრთხილობენ მიმართონ სახელმწიფო უწყებებს, რადგან ისინი ვერ ხედავენ რეალურ გზას ჩივილიდან გამოსავლამდე, ან არ სურთ "გაწირონ" მოძალადე.
ევროსასამართლოს 31 იანვრის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა უფლებადამცველები და რუსეთის წინააღმდეგ მომჩივნები, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ნინო ჯომარჯიძე, საია-ს სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი "დილის საუბრებში" მრავალწლიან პროცესში საია-ს გამოცდილებაზე ყვება:
როგორც უნდა ვითარდებოდეს ქალაქი, არის პრინციპები, რომელთა დაუცველობაც ნებისმიერ შემთხვევაში დამაზიანებელია და დამაზარალებელი მოქალაქეებისთვისაც და ბიზნესებისთვისაც. ერთ-ერთია მწვანე ზონების დაცვა და მათ განვითარებაზე ზრუნვა. ყველამ იცის, რომ ბეტონი ჟანგბადს არ გამოყოფს, თუმცა...
"პირველ რიგში კანონმდებლობას შევცვლიდი"-ო, ამბობს სოსო სიმონიშვილი, "ყაზტრანსგაზის" დირექტორის ყოფილი მოადგილე "დილის საუბრებში". ის ლაპარაკობს აგრეთვე იმაზე, რისი გათვალისწინებაც მომხმარებლებს შეუძლიათ და კვლავ იმეორებს, რომ სარკმელი მუდმივად უნდა იყოს ოდნავ შეღებული მაინც.
"ადამიანის უფლებათა ცენტრმა" გამოაქვეყნა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში, რომელშიც შეფასებულია ადამიანის უფლებების დარღვევებზე სხვადასხვა უწყების რეაგირების ხარისხი და მართლმსაჯულების ეფექტიანობა. ანგარიშის ავტორი, მარიამ ზაქარეიშვილი "დილის საუბრებში":
განათლების სფეროში უახლესი ინიციატივა სკოლაში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ეხება, რასაც ფართო გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის - მსჯელობა თემაზე: რისი სტიმული შეიძლება აღმოჩნდეს ეს გადაწყვეტილება? რევაზ აფხაზავა, განათლების სპეციალისტი "დილის საუბრებში" ლაპარაკობს ამ და სხვა საკითხებზე.
ჩამოტვირთე მეტი