უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საკითხი კვლავ აქტუალურია, კვლავაც კონკრეტულ პოლიტიკურ კონტექსტში ამოყო თავი და კვლავაც პოლიტიკურად აქტიურ ქალს ეხება. ამბის გავრცელების ფონზე ეკა ბესელია თავად ახდენს იდენტიფიცირებას. მომხდარს არაერთი ორგანიზაცია და პირი გამოეხმაურა.
27 იანვარს გაიმართა სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა. მასში არ მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მასში მონაწილეობისთვის პირობებს აყენებს ოპოზიცია. ოთარ კახიძე, ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე თვლის, რომ სამუშაო ჯგუფს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.
ირინა ვერეშჩუკი, „ბალტიისა და შავი ზღვების კონსენსუსის პრაქტიკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის“ პრეზიდენტია. ამ ცენტრში წარმოდგენილი არიან ევროპის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ყოფილი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები.
როგორ უნდა დაიცვა ბავშვი ძალადობისგან? ბოლოდროინდელმა უმძიმესმა, ტრაგიკულმა ფაქტებმა სრულიად შიშვლად წარმოაჩინა საქართველოში არსებული მდგომარეობა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 23 იანვარს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი და სამართალდამცავებს ნებაყოფლობით ჩაბარდა.
საქართველოს 2014 წლიდან აქვს "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი". თვითმმართველობის კი რეალურად დღემდე არ ხორციელდება. დღეს მიმდინარეობს "დეცენტრალიზაციის სტრატეგიის" პროექტის განხილვა. ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილი პროცესის აქტიური მონაწილეა:
მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო "მწვანე ალტერნატივის" სარჩელი, ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის საკითხი კვლავ გააქტუალურდა. ისინი, ვისმა წინააღმდეგობამაც წლების წინ შეუძლებელი გახადა მშენებლობა, დღესაც მზადაა ბრძოლისთვის. ანანო ცინცაბაძე "დილის საუბრებში":
უზენაესი სასამართლო დასაკომპლექტებელია. მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატთა ათკაციანი სიის წარდგენას მოჰყვა როგორც სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი, ისე უთანხმოება მმართველ პარტიაში, ტექნიკურად პროცესის პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა.
ორიოდე დღის წინ თბილისში, ორხევის დასახლებაში, ერთ-ერთ თხრილში, სავარაუდოდ, ჯართის საძებრად ჩასული 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვნეს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ვისზე შეიძლება ნაწილებოდეს პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაზე?
საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათი რუსეთის აგრესიისგან და მუდმივად მომდინარე საფრთხეებისგან დასაცავად ნატოში გაწევრიანებაზე უკეთესი გზა არსებულ რეალობაში არ ჩანს. მთავარი კითხვაა - როდის მოხდება ეს?
ახალი საპენსიო სქემის ამოქმედებამ კვლავ გაააქტიურა მსჯელობა სისტემის პერსპექტივასა და ეფექტიანობაზე. მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიისთვის სქემაში ჩართვის სავალდებულოობა გასულ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა ორგანიზაციამ "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა".
რატომ ვერ და არ განხორციელდა ლუსტრაცია საქართველოში? რა უშლის ხელს საზოგადოებას თამამად შეხედოს საბჭოთა წარსულს და გააანალიზოს ის? რატომ უკავშირდება ლუსტრაციის საკითხი ქვეყნის უსაფრთხოებას? ანტონ ვაჭარაძე "დილის საუბრებში":
რა ვიცით გრიპის ვირუსზე? რა ვიცით სწორად და არასწორად? რა ნაბიჯები ამცირებს რისკებს? პროფესორი ივანე ჩხაიძე, პედიატრი, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორი "დილის საუბრებში":
რა უდევს საფუძვლად ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ცილისწამების, ბილწსიტყვაობისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების ახლებურად რეგულაციის იდეას? რის გაკეთებას აპირებს ხელისუფლება და რა საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს მისი განხორციელება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას?
ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი აფასებს დღეს შექმნილ ვითარებას და თვლის, რომ ხელისუფლებას ბოლომდე არ წარმოედგინა რა შეიძლებოდა გაეკეთებინა მურუსიძესა და მის კლანს.
"როგორ შეიძლება კეთილსინდისიერი იყო, თუკი სასამართლოს საქმიანობაში პროკურატურა ერეოდა და ამაზე ხმას არ იღებდი?", - კითხულობს გია გვილავა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი, რომელიც ლაპარაკობს სასამართლოსთან დაკავშირებულ პროცესებზე.
2019 წლის 1 იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო ხდება ყველა ავტომობილებისთვის. რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა და რა აჩვენა ტექნიკური ინსპექტირების დღემდე მიმდინარე პროცესმა?
რის საფუძველზე და რა პროცედურით შეარჩია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი? ეს არის მთავარი საკითხი, რაც დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეშფოთებას იწვევს.
ერთი წლის წინ საქართველოს რეგიონების ჟურნალისტთა ერთმა ნაწილმა დააფუძნა "საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია", რომლის თანადამფუძნებელი მაია მამულაშვილი ამბობს, რომ მთავარ საკითხად სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებისთვის დაფინანსების მიღება რჩება:
ჩამოტვირთე მეტი