უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
მარტის პირველ ნახევარში საქართველოში ქალებთან დაკავშირებული ორი უქმე დღეა. 3 მარტი - "დედის დღე" წელს კვირა დღეს დაემთხვა, 8 მარტის ღონისძიებებისთვის ქალთა უფლებებზე მომუშავე არაერთი ორგანიზაცია ემზადება, მათ შორის, დამოუკიდებელი პროფკავშირი - "სოლიდარობის ქსელი".
აგვისტოს ომიდან 10 წელიწადზე მეტი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ცენტრი აქტიურად არის ჩაბმული ომით დაზარალებული ადამიანების უფლებების მონიტორინგისა და მათი დაცვის პროცესში. უმთავრეს ყურადღებას ორგანიზაცია ოკუპაციის ხაზთან მცხოვრებთა საჭიროებებს უთმობს.
კოალიციამ "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან უზენაესის სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების შემუშავებისთვის შექმნილი სამუშაო ფორმატი. რა არის ამის მიზეზი და როგორ გააგრძელებს კოალიცია პროცესში მონაწილეობას?
ადვოკატ გიგი სისვაძისა და მისი თანამოაზრე კოლეგების მიერ დაწყებულია კამპანია სახელწოდებით - „აიცილე მურუსიძე!“. ადვოკატები ე.წ. ოდიოზური მოსამართლეების მიმართ იყენებენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლს, რომელშიც განმარტებულია, რა შემთხვევაში არ შეიძლება მოსამართლემ განიხილოს საქმე.
"მედიის განვითარების ფონდმა" (MDF) "თიბისი ბანკისა" და დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში გაჩაღებული კამპანიის მონიტორინგი განახორციელა და შედეგად 9 გვერდი გამოავლინა, საიდანაც 4 გვერდის ადმინისტრატორი ტროლი აღმოჩნდა.
სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხის შესახებ. მნიშვნელოვანი გამოწვევა ამ ეტაპზე ის არის, რომ ჯერჯერობით არ არსებობს ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სრულფასოვანი სისტემა.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციულმა ქსელმა (OECD-ACN) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც შეფასებულია საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ორგანიზაციის რეკომენდაციების შესასრულებლად.
"21-ე საუკუნეში შეუძლებელია ადამიანმა იცხოვროს ისევ ტყუილებით. თავისუფლები ვართ. ბევრ რამეზე ხელი მიგვიწვდება. ბევრი არ ინტერესდება და ისევ კლიშეებით ცხოვრობს", - ამბობს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ჯიმშერ რეხვიაშვილი "დილის საუბრებში".
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოში 2010 წელს გამოცხადდა. დღის აღნიშვნა ერთია და მეორე ის, როგორ აქვს საზოგადოებას გააზრებული როგორც ქვეყნის ოკუპაციის ისტორია, ისე ოკუპაცია, როგორც მისი თანამედროვე მოცემულობა.
25 თებერვალს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ოკუპაციის კვირეულს გახსნის.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამების მენეჯერი, გია გვილავა თვლის, რომ "ქართული ოცნება" იხდის ძალიან დიდ პოლიტიკურ ფასს სასამართლო კლანისთვის ხელის დაფარებისთვის:
ახლოვდება დრო, როცა საქართველოს დაგროვებითი პენსიის სქემაში მონაწილეთა ნაწილს შეეძლება და მოუწევს გააკეთოს არჩევანი აგრძელებს ამ გზით თანხის დაგროვებას, თუ წყვეტს. 2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოში დასაქმებული ყველა პირი ჩართულია დაგროვებითი პენსიის სქემაში.
ჩეხური ორგანიზაცია People in Need ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს - "ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით". ის მიმდინარე წლის ბოლომდე გორისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება.
"საქსტატის" მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი 12,7% იყო, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 1,2%-ით ნაკლებია. ერთი შეხედვით, უმუშევრობა ქვეყანაში, თითქოს, შემცირდა, თუმცა რამაზ გერლიანი "დილის საუბრებში" ციფრებს სხვაგავარად განმარტავს:
"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ადგილობრივ დონეზე არავინ ცდილობს, ან, თუ ცდილობს, ვერ შეძლებს ანაკლიის პორტის შეჩერებას", - აცხადებს ზვიად აძინბაია, საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი, ნატოს თავდაცვის კოლეჯის ყოფილი მკვლევარი "დილის საუბრებში".
"ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" (EPRC) შვედეთის ხელისუფლების მხარდაჭერითა და სააგენტო - "აწარმოე საქართველოში"-სთან თანამშრომლობით იწყებს პროექტის განხორციელებას - "ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან". პროექტი სამწლიანია და მისი ჯამური ბიუჯეტი 2,3 მილიონი დოლარია.
"ამ საბჭოს პირობებში აზრი არ აქვს არანაირ კრიტერიუმსა და პროცედურას", - აცხადებს სოფო ვერძეული, EMC-ს მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, რომელიც არის თანაავტორი პეტიციისა "მართლმსაჯულების გადასარჩენად".
"ორივე მხარეს ვადანაშაულებ იმაში, რომ არ ვიცით სინამდვილეში რაზეა დაპირისპირება", - აცხადებს ბესო ნამჩავაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უფროსი ანალიტიკოსი "დილის საუბრებში".
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებამ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების შესახებ მეტი კითხვის გაჩენასა და ვარაუდებს მისცა საფუძველი, ვიდრე მანამდე იყო.
2018 წლის 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდა საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები, მათ შორის - ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ნაწილში.
ჩამოტვირთე მეტი