უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
20 მარტს სახალხო დამცველი განცხადებით გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესს. სახალხო დამცველი დოკუმენტის სამართლებრივი შეფასებისთვის მიმართავს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციას (ODIHR).
რა ვიცით გასულ კვირაში, ხურვალეთში მომხდარზე? რატომ რჩება პასუხგაუცემელი კითხვები და რა დააზღვევდა მეტად საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებს უშუალო საფრთხისგან? რადიო თავისუფლების ჟურნალისტი გოგა აფციაური „დილის საუბრებში“ იხსენებს დეტალებს.
გასულ კვირაში თბილისის საკრებულომ დაამტკიცა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი, თამარ ტალიაშვილი „დილის საუბრებში“ ამ გადაწყვეტილებას „ისტორიულ მოვლენას“ უწოდებს.
21 მარტს აღინიშნება რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე. „ჩართულობისა და განვითარების ცენტრი“ ამ დღისადმი მიძღვნილ კვირეულს გასულ წელს მოკლული უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის ხსოვნას უძღვნის. ცენტრის დირექტორი, გიორგი მარჯანიშვილი „დილის საუბრების“ სტუმარია.
„მედიის განვითარების ფონდმა“ შეისწავლა უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის საკითხი.
გასულ კვირაში თბილისში, მშენებლობებზე მომხდარ ორ ინციდენტს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთი პირი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში რჩება. კოტე ერისთავი, EMC-ს პროგრამის დირექტორი შრომის უსაფრთხოების პრობლემაზე "დილის საუბრებში":
რამდენად კრიტიკულია ორი დღის წინ გამოქვეყნებული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოს მიმართ? საია-ს კონსტიტუციური სამართალწარმოების იურისტი, გიორგი გოცირიძე ფიქრობს, რომ 2012 წლის შემდეგ ეს სახელმწიფო დეპარტამენტის „ყველაზე კრიტიკული ანგარიშია“.
21 მარტს გაეროს ეგიდით აღინიშნება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე. „დაუნის სინდრომი ბუნებრივად წარმოქმნილი ქრომოსომული წყობაა“, - წაიკითხავთ გაეროს ვებ-საიტზე და იქვე მოკრავთ თვალს სლოგანს - „არავინ დატოვო მიღმა“.
„ყელის მიდამოში აღენიშნება სტრანგულაციური ღარი, ასევე რამდენიმე სისხლნაჟღენთი, კიდევ სხვა, შეიძლება ძველი დროის, დაზიანებები“, - ასე აღწერს მარიამ ჯიშკარიანი ირაკლი კვარაცხელიას გარეგნულ დაზიანებებს „დილის საუბრებში“.
არასამთავრობო ორგანიზაციები „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) აფასებენ სასამართლო სისტემის ხუთწლიანი სტრატეგიისა და ორწლიანი სამოქმედო გეგმის შესრულებას.
,,სოციალური მომსახურების სააგენტოში“ დასაქმებულმა სოციალურმა მუშაკებმა წინასაგაფიცვო პროტესტი თითქმის თვენახევრის წინ დაიწყეს. ისინი სახელმწიფოსგან კონკრეტულ ცვლილებებს ითხოვდნენ. სადამდე მივიდა პროცესი დღეს?
"საქასტატმა" გამოაქვეყნა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ 2018 წლის წინასწარი მონაცემები და 2018 წლის მე-4 კვარტლის მონაცემები. 2017 წელთან შედარებით 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 34,9%-ით არის შემცირებული. რითი ხსნის ამას "საქსტატი" და რა მიზეზები შეიძლება ჰქონდეს შემცირებას?
"ადამიანის უფლებათა ცენტრმა" გამოაქვეყნა ანგარიში - "მავთულხლართების ზონა - ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი გამყოფ ხაზებზე". ნაშრომში აღწერილია იმ ადამიანების წინაშე ჩადენილი დანაშაულები და დარღვევები, რომლებიც გამყოფი ხაზის გასწვრივ ცხოვრობენ.
სუზანა ვუსტნეკი, გერმანელი კინორეჟისორია. ის თბილისში მიმდინარე ფემინისტური ფილმების ფესტივალის - „როზადან სიმონამდე“ ერთ-ერთი მონაწილეა. სუზანა ვუსტნეკის ფილმი - „სიყვარული, სექსი და როკ’ნ’როლის ეტლი“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ცხოვრების ერთ ეპიზოდს ასახავს.
"ქალთა მოძრაობისა" და "თანასწორობა ახლას" წარმომადგენელი, თამარ დეკანოსიძე ამბობს, რომ სექსუალური ძალადობის - ამ სერიოზული დანაშაულის მიმართ სახელმწიფოსა და საზოგადოების დამოკიდებულება არ იცვლება.
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გამართა ისტორიულ-კულტურული ნარკვევის "ტაო-კლარჯეთის" წარდგენა. პროექტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსდა. სამეცნიერო ნარკვევი სამ ენაზე: ქართულად, ინგლისურად და თურქულად გამოიცა.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ მიმდინარე საქმის შეფასებისას სამოქალაქო საზოგადოება, თუ ცალკეული ანალიტიკოსი ყოველთვის ლაპარაკობს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების პერსპექტივაზეც. კონკრეტულ რისკებზე აღნიშნავდა თავად მამუკა ხაზარაძეც. როგორ მიმდინარეობს პროექტი დღემდე?
გიგლა მიქაუტაძე, „გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ ვიცეპრეზიდენტი თვლის, რომ „თიბისის“ საქმე არის წყალგამყოფი: „მარტო ბანკს არ ეხება საქმე და რა თქმა უნდა, აქ ლაპარაკია ე.წ. საუკუნის პროექტზე, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს“.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ირაკლი მაკალათია თვლის, რომ ანაკლიის პორტის პროექტის პერსპექტივა გაცილებით დაზღვეული იქნებოდა, ის რომ პრივატიზებული იყოს და თავის დროზე მისი აქციები სახელმწიფოს საქართველოს მოქალაქეებისთვის გადაეცა.
ეკა გიგაური, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი თვლის, რომ ყველაზე ადეკვატური ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან იქნება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ საქმის გამოძიების გაჩერება.
ჩამოტვირთე მეტი