უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
„ჯერ რასაც ვხედავთ, პროკურატურა, შსს დაინტერესებული არიან გამოიძიონ ყველა ის სამართალდარღვევა, რომელიც მიმართული იყო „სახელმწიფოს წინააღმდეგ“. პირველი სამიზნეში ამოიღეს ოპოზიციონერი დეპუტატები და პოლიტიკოსები, ერთ-ერთ მათგანს ბრალიც წაუყენეს", - გიორგი მშვენიერაძე.
„ეს პროცესი უნდა ჩაიშალოს!“, - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე და რადიო თავისუფლების ეთერში ყვება ხარვეზებზე, რომელთა მოწმეც თავად არის.
„ემნისტი ინტერნეიშენალის“ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ლევან ასათიანი აცხადებს, რომ ოკუპაციის პირობებში ოკუპანტ ძალას ეკისრება პასუხისმგებლობა კონკრეტულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე.
„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი, კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ ორი კვირის წინ პარლამენტში მომხდარი მხოლოდ ბოლო იმპულსი იყო, რამაც დაგროვილი პროტესტი გამოაჩინა.
მეთიუ ბრაიზა, ამერიკელი დიპლომატი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დღეს "ატლანტიკური საბჭოს" უფროსი მკვლევარი თბილისში იმყოფება და მონაწილეობს გლობალური ინიციატივის - Leadx Change-ის ღონისძიებაში, რომელიც "ტექნოპარკში" იმართება.
“ზემო ნიქოზში ათეულობით ოჯახი დღემდე ელოდება დაზარალებულის სტატუსს”, - ამბობს უჩა ნანუაშვილი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ პროექტის დირექტორი რადიო თავისუფლების ეთერში.
ზუზანე შპანი გერმანელი პოლიტოლოგი, ისტორიკოსი და ჟურნალისტია. ის იკვლევს რუსეთის სახელმწიფო მედიის ქსელს გერმანიაში და მის ზეგავლენას გერმანიის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე.
სუზანე შპანი უკვე 5 წელია აკვირდება და აანალიზებს კრემლის მიერ დაფინანსებული გერმანულენოვანი მედიასაშუალებების მუშაობას. თავის გამოცდილებას ის რადიო თავისუფლებას უზიარებს
“პროპორციულ არჩევნებზე საუბარი არ არის არც მმართველი პარტიის დამსახურება და არც ერთი ოპოზიციური პარტიის დამსახურება. ეს არის იმ ადამიანების პროტესტის შედეგი, ვინც ამდენი დღეა რუსთაველზე იკრიბება”, - აცხადებს საია-ს თავმჯდომარე, სულხან სალაძე რადიო თავისუფლების ეთერში.
მეთორმეტე დღეა თბილისში არ წყდება საპროტესტო აქციები. 1 ივლისს პარლამენტის წინ მიმდინარე პროცესის თანაორგანიზატორებმა აქცია მოაწყვეს იქ, სადაც მმართველი ძალა მართავდა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული ინიციატივის პრეზენტაციას, შეახსენეს მმართველ ძალას შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნა.
„პირდაპირ უნდა ვთქვათ, არ დატოვა კარგი შთაბეჭდილება“, - ასე აფასებს „ლიბერალური აკადემია - თბილისის“ დირექტორი, ლაშა ტუღუში შს მინისტრის პრესკონფერენციას და თვლის, რომ გიორგი გახარია „შეცდომას უშვებს“, რომ არ იღებს გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას.
„ვფიქრობ, რაც ბოლო 7 დღეა ხდება რუსთაველის გამზირზე, ეს არის ზუსტად ის "სოციალური პასუხისმგებლობა, რაც დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულმა ახალგაზრდებმა აიღეს საკუთარ თავზე და გადაწყვიტეს, რომ აღარ უნდათ მათ ვიღაც ჩრდილოელი მეზობლის ჩრდილქვეშ იცხოვრონ", - გიორგი შუბლაძე, GIPA-ს სტუდენტი.
„რუსეთი არ არის სანდო პარტნიორი. მას არ შეუძლია შეთანხმებას ხელი მოაწეროს და ის შეასრულოს, მას არ შეუძლია საერთაშორისო წესრიგს დაეთანხმოს და მერე ის შეასრულოს, საერთაშორისო კანონებს დაეთანხმოს და ის შეასრულოს. ეს ყველაფერი მას სჭირდება იმისათვის, რომ მერე მანიპულაციისთვის გამოიყენოს", - გია ჯანდიერი
როგორ ცხოვრობენ ადამიანები ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში? რა წინააღმდეგობების გადალახვა უწევთ ელემენტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად? როგორ შეიძლება მათი მდგომარეობის მცირედით მაინც გაუმჯობესება? ამის გარკვევას ემსახურებოდა „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მიერ განხორციელებული გამოკვლევა.
„ნეონაცისტურ ჯგუფებს აქვთ საკმარისი რესურსი განვითარებისთვის“, - ამბობს “ჩართულობისა და განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი, აგიტ მირზოევი „დილის საუბრებში“. მისმა ორგანიზაციამ მოამზადა და სამაგიდო გამოკვლევა „სიძულვილის მონობაში: ნეონაცისტური ჯგუფების საქმიანობის მონიტორინგი საქართველოში“.
შესაძლებლობას ქმნის სრულად პროპორციული და ნულოვანი ბარიერის შემოთავაზება და რა რისკები ახლავს მას? კონსტიტუციონალისტ ლევან ბოძაშვილის შეფასებით, ერთ-ერთ მოსალოდნელ გამოწვევად შეიძლება იქცეს ფართო კონსენსუსის მიღწევა ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზების საკანონმდებლო დონეზე განხორციელებისთვის
23 ივნისს გავცელდა ინფორმაცია ინტერნეტგამოცემა „ლიბერალიდან“ ჟურნალისტებისა და რედაქტორების გუნდის წასვლის შესახებ. მათ განცხადებაში განმარტებული იყო რედაქციიდან მათი წასვლის მიზეზები.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ამბობს, რომ მისთვის აქციების მონაწილეთა მოთხოვნები და პოზიციები თავს იყრის ერთში: „ჩემთვის ეს ყველაფერი გაერთიანებულია - ვინც იმ აქციაზე დგას, მათი მთავარი მოთხოვნა საქართველოს უკეთესი მომავალია!“.
„კულტურა, სახელმწიფოებრიობა და ისტორია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ არსებობს“, - ამბობს ეკა დუღაშვილი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი. ის და მისი კოლეგები ემზადებიან საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისთვის - „საქართველო-ბიზანტია-ქრისტიანული აღმოსავლეთი“, რომელიც 18 ივნისს გაიხსნება.
13 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა და მხარი დაუჭირა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებას „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილებების 1 ივლისამდე შეტანის საჭიროების შესახებ. სამოქალაქო სექტორი ამ ინიციატივაში ხედავს საფრთხეებს გამოხატვის თავისუფლებისთვის.
ჩამოტვირთე მეტი