უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
13 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა და მხარი დაუჭირა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებას „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილებების 1 ივლისამდე შეტანის საჭიროების შესახებ. სამოქალაქო სექტორი ამ ინიციატივაში ხედავს საფრთხეებს გამოხატვის თავისუფლებისთვის.
„სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი ისეთი სიხშირით გამოიყენება თავშესაფრის მაძიებლებისთვის უარის თქმის ნაწილში, რომ ეს გარკვეულ კითხვებს აჩენს - რამდენად რეალურ დასკვნას და რეალურ გარემოებას ემყარება ის", - ამბობს ანა გუდაძე, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" იურისტი.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ირაკლი მაკალათია წინააღმდეგია სახელმწიფოს მიერ კომპანიების ამა თუ იმ ჯგუფის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენების, თუმცა, იმ პირობებში, როცა ეს უკვე მოცემულობაა, ასევე არასწორად თვლის მთავრობის მიერ ე.წ. „ოქროს სიის“ კომპანიებისთვის პირობების მოულოდნელად შეცვლას.
საქართველოს ბიზნესგაერთიანებები შეკითხვებით მიმართავენ ფინანსთა მინისტრს და მიმდინარე წლის 31 მაისის გადაწყვეტილების განმარტებას სთხოვენ. მიმართვის გადასაცემად დღეს ისინი ფინანსთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ.
ნენსკრა ჰესის მშენებლობის შესახებ სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის გამფორმებული ხელშეკრულების შესახებ „რუსთავი2“-ის მიერ ინფორმაციის გავრცელებამ მეტი კითხვა გააჩინა პროექტის მართებულობასა და იმ ვალდებულებების მოტივზე, რასაც სახელმწიფო იღებს.
11 ივნისს საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე მხარი დაუჭირა ლონდა თოლორაიას კანდიდატურას. სულხან სალაძე თვლის, რომ მმართველი ძალისთვის თავიდანვე ცხადი იყო, ვინ უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ინსპექტორი.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) მაჩალიკაშვილების ოჯახის სახელით გასულ კვირაში სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. ამის საფუძველი კი გახდა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობა.
ISFED-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ კენჭისყრის მიმდინარეობისას საარჩევნო უბნების 3.2%-ზე დაირღვა ხმის მიცემის ფარულობა: „სამწუხაროდ, უკვე ხშირად გვხვდება ისეთი ფაქტები, როდესაც ან კაბინაში ფოტოს უღებენ ბიულეტენს, ან გამოდიან და ხმამაღლა აცხადებენ ვის მისცეს ხმა".
„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) ანალიტიკოსი, ირაკლი სირბილაძე თვლის, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების დღის წესრიგში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია არის როგორც საქართველოს ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის, ასევე სხვა პოლიტიკური აქტორების, უპირველესად კი ოპოზიციის საქმეც.
15 და 16 ივნისს თბილისში გაიმართება პროფესიული განათლების ღონისძიება - „უნარები საქართველოსთვის - პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები“.
ე.წ. „ხორავას ქუჩის საქმეზე“ სააპელაციო სასამართლოს 3 ივნისის გადაწყვეტილებამ და 4 ივნისს დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით მოზარდის დაკავებამ გააჩინა სამართლის აღსრულების მოლოდინიც და არაერთი კითხვაც.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს მთავრობას და მისგან ითხოვენ წარმოადგინოს მკაფიო ხედვა და სამოქმედო გეგმა ფინანსური და ქონებრივი დეცენტრალიზაციის საკითხებზე.
„მან პირველი დღიდანვე იცოდა სრული სიმართლე, რა მოხდა სინამდვილეში. პირველად გუშინ გაუჩნდა ამ ადამიანს რწმენა, რომ შესაძლებელი იყო სიმართლისთვის მიეღწია“, - ამბობს რადიო თავისუფლების ეთერში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი, ნესტან ლონდარიძე თავისი დაცვის ქვეშ მყოფ ზაზა სარალიძეზე.
“რეალურად დამოუკიდებელი სასამართლოს არც ერთი წელი არ გვქონია”, - ამბობს „დილის საუბრებში“ ოლიკო შერმადინი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი. ის თვლის, რომ სასამართლოს მიმართ დამოკიდებულების გაუმჯობესებას წლები სჭირდება.
31 მაისს ამოიწურა ვადა, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებს შეეძლოთ განცხადებით მიემართათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის. ქვეყანაში უზენაესის წევრობის მსურველი აღმოჩნდა 144 იურისტი. შესავსებია 20 ვაკანსია.
აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოში აფინანსებს ხუთწლიან პროექტს - „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“. 10 მილიონ დოლარზე მეტი თანხა მოხმარდება საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის წარმოებაში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებას.
1-6 ივლისს თბილისის ტექნოპარკში ჩატარდება Leadx Change, რომელიც არის გლობალური ინიციატივა და განკუთვნილია სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ახალგაზრდებისთვის.
მტრული ქვეყნის, საქართველოს შემთხვევაში - რუსეთის რბილი ძალა და ბერკეტები გაცილებით ეფექტიანად მუშაობს, როცა ამისთვის მას სამიზნე ქვეყანაში შესაბამისი ნიადაგი ხვდება.
"უნდა ვაჩვენოთ, რომ ოკუპაცია, რომელიც არის სხვა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საშინელი დარღვევა, არ ახდენს ქვეყნის დისკვალიფიკაციას ნატოში გაწევრიანებისთვის", - ამბობს დევიდ კრამერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი.
„მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ შენი მიზანი არ უნდა იყოს ძალაუფლებას ჩაჭიდება იმისთვის, რომ ოპოზიციას არ მისცე ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება. არჩევნებში გამარჯვება უნდა გინდოდეს საქართველოს საერთო საქმის წინ წასაწევად“, - ამბობს დევიდ კრამერი.
ჩამოტვირთე მეტი