უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
რა უშლის ხელს ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროს წინსვლას? რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოების გათვითცნობიერება ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში? რა არის დღეს მთავარი გამოწვევა და რა გაანეიტრალებდა სტიგმას, რომელიც ბევრს უშლის ხელს საჭიროების დროს მიმართოს სპეციალისტს?
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჯაროებიდან და „რუსთავი 2“-ის გადაფორმებიდან 4 დღეში კომპანიის ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც უკმაყოფილებას გამოთქვამს ტელეკომპანიის ჟურნალისტების მუშაობის გამო.
დედის უმთავრესი მიზანი ახლა არის - ისეთ მდგომარეობამდე შეძლოს შვილის მიყვანა, რომ მას მოეხსნას სუნთქვის აპარატი და გამოვიდეს კლინიკიდან.
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პროკურატურამ გაასაჩივრა ახალგორის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული თამარ მეარაყიშვილის გამამართლებელი გადაწყვეტილება.
არასამთავრობო ორგანიზაციები 18 ივლისს ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. მათი შეფასებით: „ეჭვგარეშეა, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელების ცვლილება ხელისუფლების ინტერესში შედიოდა".
რა არის „რუსთავი 2“-ის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების რეალური ეფექტი? ნიშანდობლივია, რომ 18 ივლისს ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, არა იმდენად გადაწყვეტილების სამართლებრივ დეტალებზე, არამედ მის ფაქტობრივ შედეგებზე მსჯელობს.
„10 წელი აგვისტოს ომიდან“, რომელშიც მოთხრობილია როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ისტორია, იურისდიქცია, სტრუქტურა, სამართალწარმოების ეტაპები, აგრეთვე საქართველოს სიტუაციის გამოძიება. ანგარიშის ძირითადი ნაწილი კი გახლავთ ომით დაზარალებული თე
როგორია გარემოს დამცველთა სოლიდარობა? რატომ მიიქცია საერთაშორისო ყურადღება ნენსკრა-ჰესის პროექტმა? როგორ შედგა საპროტესტო აქცია ლუქსემბურგში, სადაც საერთაშორისო ბანკებს ევროპის მოსახლეობის მიერ ხელმოწერილი პეტიცია გადაეცა?
როგორ კანონებს იღებენ და როგორ იღებენ დეპუტატები? როგორ იქცევიან ისინი? როგორ ახორციელებენ საპარლამენტო კონტროლს? რამდენად ღიაა მათი მუშაობის პროცესი? რამდენად აქტიურები არიან? - ამ კითხვებზე ცდილობს პასუხების მიღებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.
ევროსაბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) შეაფასა საქართველოს მიერ კორუფციის პრევენციისთვის გადადგმული ნაბიჯები, კერძოდ - 2016 წელს განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულება, რომლებიც ეხება სასამართლოს, პარლამენტსა და პროკურატურას.
„ჩემი მოსვლის მიზანი არის, მივმართო თბილისის მერს უმორჩილესი თხოვნით, მიმიღოს და დამელაპარაკოს“, - ამბობს ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცის“ ხელმძღვანელი, ანა გაბრიაძე რადიო თავისუფლების ეთერში და ყვება იმ პროექტის შესახებ, რომლითაც დიღმის ტყე-პარკში რესტორნის მშენებლობა იგეგმება.
რუსეთის პრეზიდენტის მიერ პირდაპირი სამგზავრო ავიამიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებამ და შემდეგ დუმის მიერ სავარაუდო სანქციების შესახებ მსჯელობამ კონკრეტული ეკონომიკური ეფექტის გარდა, ნეგატიური მოლოდინი შექმნა, რაც დამატებით მავნე ზემოქმედებას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე.
შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას 11 ივლისის ინტერვიუს შემდეგ გაიზარდა შეკითხვების რაოდენობა იმაზე - როგორ პასუხობს სახელმწიფო სამართლებრივად 20-21 ივნისს მომხდარს? შს მინისტრმა, როგორც ხელისუფლების არაერთმა სხვა მაღალჩინოსანმა, არაერთხელ ახსენა სახელმწიფო გადატრიალება.
10 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს ახალგორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ფატიმა პარასტაევამ ყველა ბრალდება მოუხსნა. თამარ მეარაყიშვილი "დილის საუბრებში" იხსენებს ურთულეს ორ წელიწადს:
რა მოიტანა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პირველმა ათწლეულმა ევროკავშირისა და მისი მონაწილე ქვეყნების: საქართველოს, უკრაინის, მოლდავეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბელორუსიისთვის? როგორ მუშაობს ევროკავშირის რბილი ძალა? ამ საკითხებზე ილაპარაკა კახა გოგოლაშვილმა:
„რას ვეუბნებით საზოგადოებას? ვუმძაფრებთ ამ შიშებს - რომ ომი იქნება, თუ რუსეთზე აუგს ვიტყვით, თუ გვაქვს რაღაც ჩამოყალიბებული საკომუნიკაციო სტრატეგია?“, - თამარ კინწურაშვილი, MDF-ის აღმასრულებელი დირექტორი ანტიდასავლურ სტრატეგიაზე ლაპარაკობს.
10 ივლისს თბილისში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნება ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა და კონფერენცია - „ქართული ხელნაწერი“.
„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ხელისუფლების რბილი პოზიციის მიუხედავად, საქართველო არ შეეგუება რუსულ ოკუპაციას და რუსულ ორბიტაზე არ დაბრუნდება", - ამბობს თეონა აქუბარდია, "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" თანადამფუძნებელი რადიო თავისუფლების ეთერში.
“საზოგადოების რაღაც ნაწილი, რომელიც არის წახალისებული მთავრობის ქმედებისგან, ამბობს იმას, რომ ჩვენ გვინდა გამოხატვის თავისუფლების გარეშე ცხოვრება, გვინდა თავისუფალი სივრცის გარეშე ცხოვრება”, - ეუბნება ჟურნალისტი ზვიად ქორიძე რადიო თავისუფლებას.
„არ შეიძლება არ ვთქვა ამ ფრუსტრაციის ფონზე, რომ თბილისი პრაიდი დამატებითი ტესტი იყო ყველასთვის. არამარტო მონაწილეებისთვის, არამედ ხელისუფლებისთვის, არასამთავობო ორგანიზაციებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ყველამ სხვადასხვანაირად გაიარა ეს ტესტი“, - ამბობს დავით სუბელიანი.
ჩამოტვირთე მეტი