უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
ბეჟან ლორთქიფანიძე: "თუ უსამართლობაზე ხმა არ ამოვიღეთ, სხვანაირად შეუძლებელია იმედი გვქონდეს, რომ სამართლიან ქვეყანას ავაშენებთ. არ ვაღიარებ წარდგენილ დანაშაულს“. ცნობილი მეცნიერი 20-21 ივნისის ღამის მოვლენებთან დაკავშირებით აღძრული საქმის ფარგლებში მძიმე ბრალდებების საფუძველზე დააკავეს.
„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი" მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას „თავი შეიკავოს ადამიანის უფლებების დარღვევისა და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ პირთა რეპრესიებისგან“.
კოალიციის - „ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ წევრი 10-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებაში გმობს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს აგვისტოს ომზე.
გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე ევროსასამართლოში წერილობითი არგუმენტაცია წარადგინა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) პარტნიორ ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათ დაცვის ევროპულ ცენტრთან“ (EHRAC) თანამშრომლობით.
როგორ შეიძლება დაშორდეს აგვისტოს ომზე დისკუსია პოლიტიკურ კონიუნქტურას და რეალურად, ობიექტურად გაანალიზდეს ის? თეონა აქუბარდია თვლის, რომ ამის რესურსი ქვეყანაში არის და ამის გაკეთებას მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება.
„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ პროექტზე იმუშავეს ადამიანებმა, რომელთაგან არცერთს შეუხედავს მედიის გადმოსახედიდან ამ ცვლილებებისთვის. ყველაფერს შეხედეს მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და ასეთი მიდგომით ზიანდება მთლიანად მედიაგარემო"
ხელისუფლება ერთმანეთში ურევს დისკრედიტაციასა და დისკრიმინაციას, როცა ერთი მხრივ ლაპარაკობს წინასაარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკური ოპონენტის მადისკრედიტებელ განცხადებებზე და მეორე მხრივ კი „სიძულვილის ენის“ რეგულაციაზე.
„რა უნდა მოვთხოვოთ, როგორ უნდა ვესაუბროთ კერძო კომპანიებს შრომით უფლებებზე, რომ მათ არ შეუშალონ ხელი პროფკავშირების ჩამოყალიბებას, როცა მთავარი ხელისშემშლელი, მთავარი ექსპლუატატორი ქვეყანაში გვყავს სახელმწიფო კომპანია რკინიგზის სახით და თუნდაც „საქართველოს ფოსტის“ სახით", - გიგა ბექაური.
საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი „საქართველოს რკინიგზაში“ დასაქმებულთა მიერ წინასაგაფიცვო პროცედურების დაწყებაზე ავრცელებს ინფორმაციას. პროფკავშირი მოითხოვს 50%-ით გაეზარდოთ ხელფასი რკინიგზის იმ თანამშრომლებს, ვისაც 2012 წლიდან არ მომატებია ანაზღაურება და ის 1000 ლარს არ აღემატება.
ეკონომისტი, რამაზ გერლიანი თვლის რომ სახელმწიფოს ვალია ლარის სტაბილურობის უზრუნველყოფა და რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს იმ ბერკეტებზე, რომლებიც სახელმწიფოს აქვს და ეს არ არის მხოლოდ სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია.
“საბოლოოდ, საზოგადოებაზეა დამოკიდებული - სურს თუ არა თავისუფალი მედია, სჯერა თუ არა თავისუფალი მედიის”, - უთხრა რადიო თავისუფლებას დევიდ მაკკროუმ, „ნიუ იორკ ტაიმსის“ ნიუსრუმის მთავარმა იურისტმა.
„ეს არის ერთი მხრივ მსხვერპლთა გახსენება და მეორე მხრივ ჯალათებისთვის შეხსენება, რომ ჩვენ ისინი გვახსოვს. არ შეიძლება მსხვერპლი გვახსოვდეს და არ გვახსოვდეს მოძალადე", - ისტორიკოსი, დავით ჯიშკარიანი.
მოზარდების ფსიქიკური ჯანდცვის სფეროში სიახლეა - თბილისსა და ბათუმში გაიხსნა ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრები სახელწოდებით - „კლუბი სინერგია“. ცენტრები ამ ეტაპზე მოემსახურებიან 14-დან 25 წლამდე მოზარდებსა და ახალგაზრდებს. „კლუბ სინერგიის“ დამფუძნებელი, ფსიქიატრი ნინო მახაშვილი „დილის საუბრებში“:
სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის - „ნაკრესის“ წევრები რამდენიმე დღეა მხოლოდდამხოლოდ ამ ორგანიზაციის კონსერვაციის პროგრამის დირექტორ ბეჟან ლორთქიფანიძის ამბით არიან მოცულები.
იურისტი კახა წიქარიშვილი თვლის, რომ „გირგვლიანის საქმეზე“ იმ დროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძეს შეეძლო და ვალდებულიც იყო დაეკმაყოფილებინა დაზარალებულის მოთხოვნა და საქმე აპელაციაში დაებრუნებინა.
პოლიციელის ჩვენებას მტკიცებულებათა შეჯიბრობითობის პროცესში მინიჭებული აქვს მეტი წონა, ვიდრე მეორე მხარის ჩვენებას და სასამართლო ამას ასაბუთებს იმით, რომ პოლიციელი ჩვენების მიცემისას გადმოსცემს არა უბრალოდ ფაქტებს, არამედ მას გააჩნია შეფასების სპეციფიკური უნარები.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლაც, ამ ეტაპზეც არსებობს სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ კონკრეტულ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოიკვეთოს და იცით, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდდამხლოდ სროლის განმახორციელებელი სპეცრაზმელის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე".
“ზამბიაში სკოლებში გამოალოცინეს ვალუტის კურსი. რა თქმა უნდა, ამან ვერც ზამბიის ეკონომიკას უშველა და ვერც ვალუტის კურსს. ჩვენ შედარებით მაღალ დონეზე ვართ და გვაჯერებენ, რომ თურქეთი და საგარეო შოკები მოქმედებს. ჩვენთვის ეს „გამოლოცვაა“ შემოთავაზებული", - ირაკლი მაკალათია.
სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ დაბრუნების შესახებ მთავრობის მიერ გავრცელებულ ამბავს მოჰყვა ცხარე დისკუსია საზოგადოებაში იმის თაობაზე, რამდენად გამართლებულია დღეს ამ სახელმძღვანელოს გამოყენება ბავშვებისთვის წერა-კითხვის სასწავლებლად.
ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მისი ჯეროვნად წარმართვისკენ მოუწოდა.
ჩამოტვირთე მეტი