უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
დენიელ ფრიდი: "ორი პრინციპული დაკსვნა მაქვს რუსეთზე: ერთი - მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთი განწირულია თავისი ყველაზე ცუდ ისტორიულ ტრადიციებამდე დაშვებისთვის."
საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივაზე მსჯელობა კვლავ გაააქტიურა ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ დუგლას და სარა ელისონების სახელობის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორ ლუკ კოფის იდეის ხსენებამ.
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის II კვარტალში 2018 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 53.7%-ით ნაკლებია.
როგორ გრძელდება 20-21 ივნისის მოვლენები სამართლებრივი კუთხით? საია ამზადებს საგანგებო ანგარიშს, რომელიც სავარაუდოდ ნოემბერში გამოქვეყნდება.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) სამთავრობო ცვლილებები და მთავრობის პროგრამა შეაფასა: “თვალშისაცემია საარჩევნო წელს, სწორედ ძალოვანი მინისტრების გაძლიერების ინტერესი და მცდელობა მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან".
Human Rights Watch-ის ანგარიშის ერთ-ერთი მთავარი თემაა ის, რომ ტექნიკის გაუმართაობის გარდა, უბედური შემთხვევების გამაპირობებელია დასაქმებულთა უკიდურესად გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, რაც მათ გადაღლას იწვევს და ძალიან ზრდის საფრთხეებს.
საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპანტები აგრძელებენ ე.წ. ბორდერიზაციას. უკანონო და უსამართლო პროცესი მყისიერად ცვლის ადგილობრივების ცხოვრებას, რომელიც ისედაც უკიდურესად დამძიმებულია ომის შედეგებითა და სოციალური პრობლემებით.
ორგანიზაცია "უსაფრთხო სივრცის" ხელმძღვანელი, ანა გაბრიაძე ხელისუფლებისგან მოითხოვს სასწრაფო რეაგირებას - დიღმის ტყე-პარკში დაგეგმილი „ორანჟერეის“ მშენებლობასთან დაკავშირებული გარიგებების, როგორც კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას.
“ძალიან ცუდია ის თამაში, რასაც ახლა ვხედავთ და ეს ალბათ უფრო ხელისუფლების და მასთან დაკავშირებული ჯგუფების მხრიდან მედიის კონტროლთან დაკავშირებული პოლიტიკის ნაწილია. ეს მთავრდება ძალიან ცუდად".
უკვე ერთი წელია Save the Children-ი ახორციელებს პროექტს დევნილთა თემებისთვის, გენდერული ძალადობის პრევენციისა და რეაგირების გასაძლიერებლად. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიურო.
“არის კი ეს ბორდერიზაცია? რეალობაა, რომ ოკუპანტმა სახელმწიფომ გადმოლახა უკვე ის ტერიტორია, რომელიც არასდროს ეკუთვნოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიას”, - ამბობს რადიო თავისუფლების ეთერში არინა თავაქარაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაასრულა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება. პროცესში მონაწილეობა მიიღო 49 კანდიდატმა, რომლებსაც კითხვებს უსვამდნენ საბჭოს წევრები და ზოგიერთთან გასაუბრებამ მრავალი საათი გასტანა.
“როგორც არ უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა ფაქოტრებზე და შეცდომებზე, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ლარის კურსის ვარდნას იწვევს არის ის, რომ ჩვენი ეკონომიკა არ იზრდება იმ დოზით, რა დოზითაც ლარს სჭირდება გასამყარებლად“, - ამბობს გია ჯანდიერი.
„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნინო ბოლქვაძე იურისტ ტედ ჯონასის მიერ ლევან ვასაძისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნას ეხმაურება.
„ეს ვიღაცას უნდა გაეკეთებინა და სხვამ არავინ ქნა. ამიტომ, მე გავაკეთე“, - პასუხობს რადიო თავისუფლებას თეოდორ (ტედ) ჯონასი, რომელიც საქართველოს გენერალური პროკურორისგან ლევან ვასაძისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს.
22-25 აგვისტოს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი წერაქვი უმასპინძლებს ფესტივალს One Caucasus („ერთიანი კავკასია“). უშუალოდ საფესტივალო დღეებს რამდენიმე კვირით წინ უსწრებს საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებების წყება, რომლებიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დასახლებას მოიცავს.
26 ივლისს მორის მაჩალიკაშვილის დაკავების საფუძველი გახდა ბრალდება, რომელსაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი და გულისხმობს ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობას
დაახლოებით სამი კვირის წინ აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების ერთი ნაწილის (და არა მხოლოდ) პროტესტი გამოიწვია ერთ-ერთი გერმანული მედიასაშუალების მიერ აფხაზეთის შესახებ მომზადებულმა ვიდეო-სიუჟეტმა. საგანგებო პეტიციაც დაიდო და მასზე ხელმოწერები ამ დრომდე გრძელდება.
ბეჟან ლორთქიფანიძე, სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის – „ნაკრესის“ გამგეობის წევრი და კონსერვაციის პროგრამის დირექტორი, რომელიც 10 აგვისტოს სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თავს უდანაშაულოდ თვლის და აპირებს გააკეთოს ყველაფერი სიმართლის დასამტკიცებლად.
ჩამოტვირთე მეტი