უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
„დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტის“ (IDSD) ხელმძღვანელი, ნათია იმნაძე 21 იანვარს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში იუსტიციის მინისტრის მიერ სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის კადრების გასაჯაროებას ეხმაურება.
“ისევე, როგორც წინა ხელისუფლებებს, მათ ჰგონიათ, რომ ერთ ხელში მოქცეული ძალაუფლება მათ ხელისუფლებაში ყოფნას გაახანგრძლივებს”, - ასე ეხმაურება ვებპორტალ „თვითმმართველობის დროა“-ს რედაქტორი, მაგდა პოპიაშვილი „დეცენტრალიზაციის სტრატეგია 2020-2025“-ის დამტკიცებას.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ გამგეობის თავმჯდომარე, კახა წიქარიშვილი მოელოდა, რომ ხელისუფლება პროკურატურაში ძველ კადრს დააბრუნებდა. ის რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:
კონსტიტუციონალისტი, ლევან ბოძაშვილი NDI-ს ბოლო გამოკვლევის შედეგებიდან ყურადღებას ამახვილებს ერთ ნაწილზე, სადაც შეკითხვას - „თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია?“ - გამოკითხული მოქალაქეების 59% უარყოფითად პასუხობს:
ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი გობრონიძე რადიო თავისუფლების ეთერში ეხმაურება რუსეთში მიმდინარე ცვლილებებს. ის მიიჩნევს, რომ როგორც სამთავრობო ცვლილებები, ისე დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები არის სტატუს-კვოს შენარჩუნების „ჩვეულებრივი მცდელობა“:
რამდენიმე დღის წინ აუდიტის სამსახურის ანგარიშზე დაყრდნობით C ჰეპატიტის სამკურნალო წამლებზე გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოების ნაწილში კვლავ გააღვიძა კითხვები, რომლებიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ახლდა.
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება არ ცვლის ახალგორის იზოლაციის გადაწყვეტილებას და სანაცვლოდ კვლავაც ითხოვს საქართველოს ხელისუფლების მიერ წნელისის საგუშაგოს აღებას. ამასთან, საოკუპაციო ძალებმა ჩორჩანის ტყეში განაახლეს ბორდერიზაცია.
ია წეროძე ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტია. ერთი თვის წინ მან დააფუძნა საზოგადოებრივი ჩართულობის პლატფორმა „ჯორჯიაკრატია“ (georgiacracia.org), რომელზე შესვლისას მომხმარებელს ხვდება კითხვა „რომელია თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი?“ და 50 საკითხის 1000-ზე მეტი წყვილი.
30 დეკემბერს ახალგორიდან დევნილმა ახალგაზრდებმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მშვიდობიანი მანიფესტაცია გამართეს, რაც ოკუპირებულ ტერიტორიასთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტის გაურკვეველი ვადით ჩაკეტვას უკავშირდებოდა.
ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის დროსაც მაჩალიკაშვილების სახლში 19 წლის ბიჭი დაჭრეს. თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს თავის საძინებელში დაჭრეს და ის 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.
საია-ს იურისტი, მარიამ გოგოსაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ სახელმწიფოს მიდგომა ტელეკომპანიების მიმართ უნდა იყოს თანაბარი. ეს არის კოალიციის - „მედიის ადვოკატირებისთვის“ პოზიცია, რომლის წევრი საია-სთან ერთად კიდევ ათი ორგანიზაციაა:
“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორი, უჩა ნანუაშვილი თვლის, რომ ხელისუფლება არ იყენებს ყველა არსებულ ბერკეტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისი მოქალაქეების უფლებების დასაცავად. რადიო თავისუფლების ეთერში მასთან ინტერვიუ ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობის ფაქტით იწყება:
საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, 4 სექტემბრიდან, უკვე 113-ე დღეა ჩაკეტილია ახალგორის რაიონთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტი. ყოველდღიურად მწვავდება ადგილობრივების პრობლემები, იმათიც, ვინც პუნქტის ჩაკეტვისას იქიდან გამოსული იყო და ოჯახში დაბრუნება ვერ მოახერხა.
„ინდიგოს“ ავტორთა ჯგუფი მუშაობს პროექტზე “უსახლკაროდ”, რომლის ფარგლებშიც მომზადდა ფილმი უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებზე. პროექტის მონაწილე, მარიამ ჯაჭვაძე რადიო თავისუფლების ეთერში ყვება, თუ რამდენად იოლია დღეს ადამიანმა დაკარგოს სახლი და ქუჩაში აღმოჩნდეს.
უსახლკარობა არის გამოწვევა არაერთი ადამიანისთვის საქართველოში. ასე ზოგადად, ციფრების გარეშე გვიწევს ამ პრობლემაზე მსჯელობა, რადგან სტატისტიკა არ არსებობს და კანონმდებლობა ფრაგმენტულია.
„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა“ (GIP) გამოაქვეყნა ქართველი და უცხოელი პოლიტიკის ექსპერტების გამოკითხვის შედეგები. 23 პოლიტიკის მკვლევარი და ანალიტიკოსი 6-20 ნოემბერს გამოკითხეს. მათი პასუხები მთლიანობაში აჩვენებს, რომ 2019 წელს საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა გაუარესდა.
„ეს არ არის უბრალო საკითხი, რომლის გაუფერულებასაც ცდილობენ თავიანთი კომენტარებით მმართველი პარტიის წარმომადგენლები. ეს ძალიან სერიოზული გამოწვევაა დღეს ქართული დემოკრატიისთვის და, სამწუხაროდ, ეს შიდადეზინფორმაციული ოპერაცია ძალიან მყიფე ნიადაგს ამზადებს რუსული დეზინფორმაციისთვისაც საქართველოში“.
განათლების მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით დაწყებულია პრევენციის კონკრეტულ გეგმაზე მუშაობა და ერთი კვირის ვადაში წარდგენილი იქნება პროექტი, რომელიც მოიცავს როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკულ ინიციატივებსა და ახალი სერვისების შექმნას.
„შევხედოთ ბავშვებს, როგორც სარკეს და დავინახოთ ჩვენი თავები - ყველაფერი, რაც მათ ემართებათ, არის პროდუქტი მათთან ჩვენი არასწორი ურთიერთობის, ემპათიის არქონის“, - ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა რადიო თავისუფლების ეთერში.
ბოლო ხანს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში განსაკუთრებით, აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები - იქნება ეს ოფიციალური განცხადებებითა და კომენტარებით გამოხმაურება თუ პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობა და მასზე დიპლომატების დასწრება.
ჩამოტვირთე მეტი