უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
„კვლევის მთავარი რეკომენდაციები იყო ის, რომ საბოლოოდ, ადრე თუ გვიან, ეს კანონი [ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ] არის მთლიანად გასაუქმებელი და თუკი მასში არის გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები, ის უნდა გადავიდეს საპროცესო კოდექსში“, - ეუბნება გურამ იმნაძე რადიო თავისუფლებას:
„მნიშვნელოვანია ვიდეომასალები, რომლებიც ინახება ამ განყოფილებაში, იყოს სრულყოფილი. სახელმწიფო ინსპექტორს აქვს ეს გამოთხოვილი. ამ ეტაპისთვის, წესით, გადაეცემოდა უკვე. ვნახავთ როგორი სიტუაციაა [ასახული] ამ კამერებში“, - ამბობს რევაზ აჭარაძე რადიო თავისუფლების ეთერში.
ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი თვლის, რომ მთელი იმ პროცესის დადებითი შედეგი, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნას უკავშირდებოდა, იყო ის, რომ საზოგადოებამდე მივიდა სასამართლოში არსებული პრობლემების არსი:
13 დეკემბერს, ოკუპირებულ ცხინვალში დე ფაქტო სასამართლო განიხილავს ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეს. განხილვა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, გოგა აფციაური „დილის საუბრებში“ ყვება მოსალოდნელ სცენარებზე:
დეკემბრის დასაწყისში „საქსტატმა“ გამოაქვეყნა მონაცემები საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ. ერთ-ერთი მონაცემი, რომელსაც უწყების საიტზე ნახავთ, არის იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც სკოლას ტოვებენ:
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კენჭი უყარა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს. მხარი დაუჭირა 14-ს.
კონფლიქტებსა და მოლაპარაკებათა საერთაშორისო ფორმატების მნიშვნელობაზე ილაპარაკა 11 დეკემბრის „დილის საუბრებში“ GIPA-ს ასოცირებულმა პროფესორმა, თენგიზ ფხალაძემ:
გრძელდება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობა ცხინვალის ციხეში. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ის 9 ნოემბერს დააკავეს. ერთადერთი, ვინც ამ დროის განმავლობაში მისი მონახულება მოახერხა და ოჯახს ვაჟა გაფრინდაშვილთან მინიმალური კომუნიკაციის საშუალება მისცა, „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტია“ (ICRC):
ფონდმა - „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“, ჯანდაცვის სამინისტროს დაკვეთითა და ევროკავშირისა და „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით შეისწავლა საქართველოში არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის 11 სტაციონარულ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა.
„ჩვენ ვითხოვთ იმას, რასაც კომიტეტი უნდა აკეთებდეს“, - ამბობს რადიო თავისუფლების ეთერში ეკა ციმაკურიძე, „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ ხელმძღვანელი:
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, ოთარ კახიძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ აცხადებს, რომ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების იდეა არ არის ახალი და ის არის გასულ კვირაში პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილი:
9 დეკემბერს პარიზში იმართება ე.წ. ნორმანდიული ფორმატის შეხვედრა უკრაინის საკითხზე. ამ შეხვედრის რისკები და სავარაუდო სარგებელი იყო უკრაინის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ პავლო კლიმკინთან ინტერვიუს ერთ-ერთი მთავარი თემა:
Pavlo Klimkin, former Minister of Foreign Affairs was interviewed by Nino Gelashvili, RFE/RL Georgian Service journalist in Tbilisi. The interview took place right before the Normandy Format meeting to take place on December 9th in Paris.
5 დეკემბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს - „საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე“.
სამიტის საიუბილეო და უფრო მეტად ნატოს წევრ ქვეყნებზე ორიენტირებულად ახასიათებს ლონდონის სამიტს თეონა აქუბარდია, „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ თანადამფუძნებელი. ის მნიშვნელოვნად თვლის სამიტის დეკლარაციაში რუსეთის საფრთხედ აღიარების გამეორებას:
ჰააგაში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის მე-18 სესია. მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.
უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პავლო კლიმკინი 5 დეკემბერს რადიო თავისუფლებას სტუმრობდა. ის თბილისში იმყოფება „ჰაინრიხ ბიოლის ფონდის“ მოწვევით და მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში - „რეგიონული კონფლიქტების საერთაშორისო განზომილება: საქართველოსა და უკრაინის საკითხები“.
„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, ბათუ ქუთელია ნატოს ლონდონის სამიტს ეხმაურება და რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს: „მთავარი პრობლემა არის, ნატოს მიერ უკვე დაწყებული რუსეთის საფრთხის შეკავების კვალდაკვალ, საქართველო რა როლს შესთავაზებს.
"ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში არის ჟურნალისტების პოზიცია და ის, რომ ყველაფერი გახადონ ამ პროცესებში გამჭვირვალე და გამოიტანონ ყველა ინფორმაცია”, - ამბობს რადიო თავისუფლების ეთერში მარიამ გოგოსაშვილი, საია-ს იურისტი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორის მოადგილე, ნათია ზოიძე 4 დეკემბრის "დილის საუბრებში" ყვება ორგანიზაციაში შექმნილ ვითარებაზე, რაც 22 ნოემბერს არჩეული დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მისვლას მოჰყვა:
ჩამოტვირთე მეტი