უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
საქართველოში ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩართულია 12 ათასზე მეტი ბენეფიციარი. პროგრამის განხორციელება გრძელდება COVID-19-ის გამოწვევის ფონზეც და გრძელდება საგანგებო მდგომარეობისას გათვალისწინებული წესების დარღვევით.
კონსტიტუციონალისტი, ილიაუნის სამართლის სკოლის ლექტორი, სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის მკვიდრია. მას ახლა მკაცრი კარანტინის რეჟიმში უწევს ცხოვრება. რადიო თავისუფლების ეთერში ის დეტალურად აღწერს შექმნილ ვითარებას:
„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე რადიო თავისუფლების ეთერში აანალიზებს COVID-19-ის ეკონომიკურ შედეგებს როგორც გლობალურად, ისე საქართველოსთვის და ფიქრობს, რომ სიმძიმის მიუხედავად, ვითარება არ არის უიმედო:
„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა“ (GIP) ჩაატარა ექსპერტთა გამოკითხვა და მათ სთხოვა შეეფასებინათ საქართველოს მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები. გამოკითხვაში მონაწილეობდა20 ქართველი და 20 უცხოელი ექსპერტი. ბიძინა ლებანიძე დეტალებზე:
საქართველოს მოქალაქე, ფსიქოლოგი კონსტანტინე პოზოვი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ვერ ახერხებს იტალიიდან სამშობლოში დაბრუნებას. მისი თქმით, იტალიაში საქართველოს საელჩოს „ცხელ ხაზზეც“ დარეკა და წერილობითაც მიმართა დიპლომატიურ წარმომადგენლობას, თუმცა, პასუხი ვერაფერზე მიიღო.
„რონდელის ფონდის“ მკვლევარი ალექსანდრე კვახაძე ფიქრობს, რომ COVID-19-ის გავრცელების ფონზე, ადგილობრივი ხელისუფლებების აქტიურობის გარდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონებში რელიგიური და სხვა, არაფორმალური ლიდერების გადაწყვეტილებებს:
მარნეულის სათემო რადიოს დირექტორი კამილა მამედოვა რადიო თავისუფლების ეთერში ყვება რა ვითარებაა მარნეულში მკაცრი კარანტინის რეჟიმის შემოღების შემდეგ:
უსაფრთხოების ექსპერტი, „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ (GSAC) თანადამფუძნებელი, თეონა აქუბარდია ყველაზე მწვავედ აღიქვამს ინფორმაციის დეფიციტს, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის გაჩერებით ყველაზე მეტად დაუცველი მოქალაქეების დახმარებას ეხება:
სულხან სალაძე: „ყველაფერს სახელმწიფო ვერ გააკეთებს და ვერ გაწვდება. ბევრი რამ დამოკიდებულია ჩვენს შეგნებაზე და ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე. როცა გვეუბნებიან, რომ უნდა დარჩე სახლში, უნდა დარჩე სახლში“.
ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტი, რამაზ გერლიანი თვლის, რომ ხელისუფლებამ პირველ რიგში უნდა გადახედოს ხაზინის შესაძლებლობებს: „პარლამენტი უნდა იჯდეს და მუხლიდან მუხლში გადაჰქონდეს თანხები. აბსოლუტურად მინიმუმზე უნდა დაიყვანონ ყველა ადმინისტრაციული ხარჯი, მათ შორის - შესყიდვების ნაწილიც.
„თავიდანვე ძალიან ზუსტად და კარგად დაიცვეს წესები და ვფიქრობ, ეს არის მიზეზი“,- ეუბნება მხატვარი, ეთერ ჭკადუა რადიო თავისუფლებას ვიეტნამში COVID-19-ის გავრცელების შედარებით ნელი ტემპის ასახსნელად.
ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი, სერგო ჩიხლაძე რადიო თავისუფლების ეთერში აცხადებს, რომ დროის სვლასთან ერთად საზოგადოება უნდა შეეგუოს იმას, რომ შეიძლება რამდენიმე დღეში აღარ იყოს აქტუალური ინფიცირების პირველწყაროს ძიება.
17 მარტს საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ დროებით ჩერდება მოქალაქეების მიკროავტობუსებით, ე.წ. „სამარშრუტო ტაქსებით“ მომსახურება. მოგვიანებით თბილისის მერმა გამოაცხადა თბილისის ავტობუსებში მძღოლის ნაწილის იზოლირების შესახებ.
ახალი კორონავირუსის - COVID-19-ის გავრცელების კვალობაზე იზრდება ინფორმაციის ნაკადი. რიგ შემთხვევაში იმის გარჩევაც კი რთული ხდება - რა უფრო დიდი გამოწვევაა, მოზღვავებული ინფორმაციის „გადამუშავება“ თუ თავად კორონავირუსის გავრცელების საფრთხით გამოწვეული სტრესი. ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი ჩვენს ეთერში:
„რონდელის ფონდის“ მკვლევარი ალექსანდრე კვახაძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობის ამ მნიშვნელოვანი ნაწილის (აზერბაიჯანელების რაოდენობა 300 ათასამდეა) შესახებ „არაფერი ვიცით“:
11 მარტს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის, ევრაზიის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის ქვეკომიტეტში ჩატარდა მოსმენა, რომელიც შეეხებოდა კონფლიქტებს საქართველოში, მოლდავეთსა და უკრაინაში.
11 მარტს, „ქართულმა ოცნებამ“ მოახდინა იმ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს 8 მარტს მიღწეული შეთანხმების საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებული ნაწილის განხორციელება.
სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში, რომელშიც შეფასებულია კანონთან კონფლიქტში მყოფი, დაზარალებული და მოწმე ბავშვების უფლებების დაცვის ხარისხი სასამართლო განხილვების პროცესში.
8 მარტის შეთანხმების შემდეგ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები განსხვავებულ ინტერპრეტაციას სთავაზობენ საზოგადოებას ე.წ. პოლიტპატიმრების საქმეების პერსპექტივაზე. გია გვილავა რადიო თავისუფლების ეთერში:
2020 წლის 1 მარტს საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა.
ჩამოტვირთე მეტი