უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) იურისტი, ქეთი ჩუთლაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე, რომელზე მსჯელობასაც 5 მარტს შეუდგა თბილისის საქალაქო სასამართლო.
აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი თვეზე მეტია შეუდგა მოვალეობის შესრულებას. მანამდე ის მსახურობდა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკურ მრჩევლად. პირველი ინტერვიუ მან რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს მისცა:
„გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ დირექტორის მოადგილე, ქეთევან კრიალაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს სახელმწიფო შესყიდვებზე და თვლის, რომ ამ სფეროში სისტემური პრობლემებია:
ანა დოლიძე სათავეში უდგას კამპანიას აზარტული თამაშების წინააღმდეგ, რომელშიც აქტიურად არის ჩართული არაერთი სამოქალაქო ჯგუფი და უპირველეს ყოვლისა, „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“. რამდენიმე თვის წინ ანა დოლიძემ ელექტრონულ პლატფორმაზე ichange.gov.ge დაარეგისტრირა პეტიცია.
მოძრაობა „ჩვენი ხმის“ დამფუძნებელი, ნინი წულაძე რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს აზარტული თამაშების საწინააღმდეგო პეტიციაზე, რომელმაც გასულ წელს მიიღო საკმარისი მხარდაჭერა იმისთვის, რომ მთავრობისთვის სავალდებულო გამხდარიყო მასზე რეაგირება.
3 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „სმენის მსოფლიო დღეს“ აღნიშნავს - „არ მისცე უფლება სმენის დაკარგვას შეგზღუდოს შენ”, ასეთია წლევანდელი დევიზი. საქართველოში მოქმედი ფონდის - "აურესი"-ს დამფუძნებელი და დირექტორი, ეკატერინე თორთლაძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:
ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, „ჯანმრთელობის კვლევის კავშირის“ დირექტორი, მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია დღეს ახალი კორონავირუსის შემდგომი გავრცელების დინამიკის განსაზღვრა, თუმცა, რადიო თავისუფლების ეთერში ის რამდენიმე ვარაუდს გამოთქვამს.
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით 27 თებერვლის საღამოდან ჩაიკეტა ოკუპირებული ტერიტორიის საქართველოს დანარჩენ ნაწილთან დამაკავშირებელი ბოლო, პერევი-სინაგურის გამშვები პუნქტი. დე ფაქტო ხელისუფლება ჩაკეტვის მიზეზად ადგილობრივ მედიაში ასახელებს ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს
ბოლო დღეებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის არმისვლის ფაქტს. პარლამენტის ოფიციალურ საიტზე ამ ამბის შესახებ ვკითხულობთ:
კიევში მიმდინარე ფორუმზე - "ყირიმის დრო - 2020" პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა: „ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია, რომ შეწყდეს ომი დონბასში და ყოველ დღე არ ვკარგავდეთ საუკეთესო უკრაინელებს. ამისკენ არის მიმართული მთელი ძალისხმევა".
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC), საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი, ანა კასრაძე პასუხობს რადიო თავისუფლების შეკითხვას - რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოში დადასტურდება ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა?
ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის საქმეს მეოთხედ განიხილავს ცხინვალის დე ფაქტო რაიონული სასამართლო. ის რადიო თავისუფლების ეთერში ჰყვება დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მისი დევნის მიზეზებსა და მიზანზე.
გასულ კვირაში სტოკჰოლმში საგზაო უსაფრთხოების მინისტერიალი გაიმართა. საქართველოდან ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელთა გარდა, მონაწილეთა შორის იყვნენ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელი, ეკა ლალიაშვილი და „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელი, ირაკლი იზორია.
2019 წლის 28 ოქტომბრის კიბერშეტევის შესახებ 20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მოგვიანებით აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების მიერ გავრცელებულმა განცხადებებმა დაადასტურა რუსეთის და კერძოდ მისი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაწილეობა ამ თავდასხმაში.
რა მასშტაბი და ფორმები აქვს დღეს პოპულიზმს საქართველოში და რასთან კომბინაციაში შეიძლება ის ქმნიდეს საფრთხეს საზოგადოებისთვის? „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ უმცროსი ანალიტიკოსები - გივი სილაგაძე და ნინო სამხარაძე იკვლევენ ქართული პოპულიზმის თავისებურებებს.
„მე მაქვს იმის იმედი, რომ მეტი მოქალაქე დაუდგება გვერდით აჭარის ტელევიზიის საკმაოდ დიდ ჯგუფს ჟურნალისტების, ოპერატორების, პროდიუსერების და იმ სარედაქციო პოლიტიკას არ გაატანენ წყალს, რასაც დღეს ასე ხმალამოღებული ებრძვის გიორგი კოხრეიძე", - ზვიად ქორიძე.
ამბავი, რომელზეც რადიო თავისუფლების ეთერის სტუმრები, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ყოფილი და ახლანდელი იურისტები: დავით მანაგაძე და ნესტან ლონდარიძე ლაპარაკობენ, 16 წელიწადზე მეტი ხნის წინ მოხდა - 2003 წლის 22 ნოემბრის საღამოს:
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობა დაახლოებით სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. 2020 წლის იანვრის ბოლოს მთავრობამ დაამტკიცა იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი პროექტი და დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოს გაეგზავნა.
„საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ (GIPA) პროფესორი, თორნიკე შარაშენიძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ ხელისუფლება ხელს უწყობს ვითარების რადიკალიზაციას:
თორმეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმაურება „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის განხილვას. 12 თებერვალს გამოქვეყნებული განცხადების ხელისმომწერები თვლიან, რომ კანონპროექტი შეიცავს პირად ცხოვრებაში გაუმართლებელი ჩარევის საფრთხეს.
ჩამოტვირთე მეტი