პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
6 იანვარს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ სტუდენტები ნინო აბდალაძე და ნინო იმერლიშვილი, რომლებიც საუბრობდნენ ახალგაზრდების გართობისა და დასვენების საშუალებებზე საქართველოში.
5 იანვარს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო რეჟისორი ნინო ბასილია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დაასრულა მუშაობა სრულმეტრაჟიან ფილმზე "ანას ცხოვრება".
"თავისუფლების დილის" სტუმარი მიხეილ ჭაბუკაშვილი ქართულენოვანი ვიკიპედიის ადმინისტრატორი და ბიუროკრატია. ქართულენოვანი ვიკიპედიის ისტორია 2004 წელს იწყება და დღეს ენციკლოპედია 100 000-ზე მეტ სტატიას აერთიანებს.
31 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო კინომცოდნე ნინა ანჯაფარიძე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ლონდონში ქართული კინოს დღეების ორგანიზატორია.
ქრისტინე 28 წლის არის, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების მაგისტრია და, აკადემიური კვლევების ნაცვლად, სამყაროს შეცნობისთვის აქტიური მოქმედება აირჩია.
30 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო კულინარი, შეფ-მზარეული თამთა კიკალიშვილი, რომელიც საუბრობდა სადღესასწაულო კულინარიის შესახებ.
29 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მარკეტინგის სპეციალისტი აკო ახალაია, რომელიც საუბრობდა წინასაახალწლო სარეკლამო რგოლებსა და იმ შემოთავაზებებზე, რასაც ბიზნესი მომხმარებელს დღესასწაულის დღეებში სთავაზობს.
28 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო 8 წლის ანასტასია კვაშილავა, რომელიც 3 წლიდან ხატავს, ქონდა რამდენიმე გამოფენა და არის ხატვით დაინტერესებული ბავშვებისთვის განკუთვნილი კონკურსების გამარჯვებული.
25 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ქეთი მანგოშვილი, თბილისური "ფლი მარკეტის", ძველმანების ბაზრობის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
24 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ქუჩის არტისტი გიორგი გაგოშიძე, რომელიც ქალაქის სხვადასხვა შენობებზე ნამუშევრებს "გაგოშას" ხელმოწერით ტოვებს.
ჟურნალისტი და რეჟისორი ცირა გვასალია საუბრობს თავის მეორე დოკუმენტურ ფილმზე "ოთახები".
22 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ინფორმაციული განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი და "მასწავლებლის გაზეთის" რედაქტორი, ნატო ინგოროყვა. მან ილაპარაკა მედიაწიგნიერებაზე.
21 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "რეგიონალური განვითარების საზოგადოების" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ცისანა კიღურაძე. ის ლაპარაკობდა განათლების სფეროში არსებულ სირთულეებსა და იმ ბარიერებზე, რომელთაც ხელმოკლე ოჯახებიდან წამოსული ბავშვები აწყდებიან საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისას.
18 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ხელოვნებათმცოდნე ელენე აბაშიძე. ელენე არის კურატორი გამოფენისა, რომელიც 19 დეკემბერს გალერეა "ნექტარში" გაიმართება და მალევიჩის 100 წლის წინ გამართული "0-10 ფუტურისტული სურათების ბოლო გამოფენას" ეძღვნება.
16 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ფოტოგრაფი, დინა ოგანოვა, რომლის ფოტოებითაც სხვადასხვა დროს არაერთი უცხოური გამოცემა დაინტერესებულა, არის საერთაშორისო ფოტოკონკურსების გამარჯვებული, მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო რომსა და პარიზში.
15 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო პოეტი, მწერალი, ლია ლიქოკელი, რომელიც მეორედ გახდა ლიტერატურული პრემია "წეროს" გამარჯვებული.
14 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო თანამედროვე ხელოვანი, მარიამ ნატროშვილი, რომელიც საუბრობდა სოციალურად აქტიურ ხელოვნებასა და არტისტულ პასუხისმგებლობაზე.
11 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მუსიკოსი, ლუკა ნაკაშიძე, იგივე EXIT
9 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა "იარე ფეხით", ელენე მარგველაშვილი, რომელმაც ილაპარაკა ქვეითთა უფლებებზე და ქალაქზე, რომელიც მოქალაქეების ინტერესებზე უნდა იყოს მორგებული
7 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო კინორეჟისორი, მწერალი ნანა ექვთიმიშვილი, რომელმაც ისაუბრა თავის რომანზე - "მსხლების მინდორი".
ჩამოტვირთე მეტი