პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
3 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო რეჟისორი ლევან ადამია, რომლის დოკუმენტური ფილმის - "სომალის ტყვეების" ჩვენება 2 დეკემბერს გაიმართა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში.
1 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის სტუმარი იყო ჟურნალისტი, კინოკრიტიკოსი ნიკა ესებუა, რომელმაც ისაუბრა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის შესახებ და, ზოგადად, კინოფესტივალის მნიშვნელობაზე ქართული კულტურისთვის.
27 ნოემბრის დილის გადაცემის სტუმარი იყო სოციალური პოლიტიკის მკვლევარი ანა დიაკონიძე, რომელიც თსუ-ში კითხულობს სალექციო კურსს "შრომის და ეკონომიკის სოციოლოგია".
25 ნოემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ფონდ "ჯუნოს" ერთ-ერთი დამაარსებელი, მირიან ჯუღელი.
24 ნოემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ახალგაზრდა ქართველი დიზაინერი ია ქუთათელაძე. ის ინტერიერისა და ცალკეული საყოფაცხოვრებო პროდუქტების დიზაინზე მუშაობს.
23 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის სტუმარი იყო არქიტექტორი ირაკლი ჟვანია, რომელმაც ისაუბრა გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობების კონსერვაცია-რეაბილიტაციის შესახებ..
17 ნოემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ნინო ცინცაძე, რომელიც საუბრობდა ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კვირეულზე.
16 დეკემბერს თავისუფლების დილის სტუმარი იყო სანდრო ჯავახიშვილი, რომელიც თითქმის ერთი თვეა თბილისის ზოოპარკში მოხალისედ მუშაობს.
13 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო "პროექტ არტბითის" დირექტორი, ნათია ბუკია, რომელმაც ისაუბრა ქართველი ხელოვანების ნამუშევრების საზღვარგარეთ გატანის გზებსა და მათი პოპულარიზაციის შესაძლებლობებზე.
როგორია ქართულენოვანი მობილური აპლიკაციების ბაზარი, ვინ ქმნის პროდუქტს სმარტფონების მომხმარებლებისთვის, რა მოთხოვნები აქვთ თავად მომხმარებლებს და რა პერსპექტივები არსებობს დარგის განვითარებისთვის.
"ვაიმი" ორი მეგობრის სპონტანური წამოწყებაა, რომელსაც დღეს, მისი არსებობის 6 თვის თავზე უკვე გამართული ბიზნესის სახე აქვს. შემქმნელები ამბობენ, რომ მისგან მიღებული შემოსავალი საშუალებას აძლევთ, სამსახურების ძებნაზე აღარ იფიქრონ და მთელი რესურსი მის განვითარებას მოახმარონ.
5 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის სტუმარი იყო ნიკოლოზ ნამიჩეიშვილი, რომელმაც დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ დაიწყო საკუთარი ბიზნესი - ნახევრად ხუმრობით შექმნა ბრენდი „მეობა“, რომელიც პირველ ქართულ ეროვნულ კოქტეილს აწარმოებს.