პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
3 ოქტომბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ილუსტრატორი, ანიმატორი ანა ჩუბინიძე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მუშაობს ანიმაციურ ფილმზე "ჯიბის კაცი."
29 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო "კავკასიური სახლის" მკვლევარი რევაზ ქოიავა, რომელსაც ვესაუბრეთ საქართველოში არსებული ნაციონალისტურ დაჯგუფებებზე.
28 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსტეტის ასოცირებული პროფესორი, ერაზმუს პლუსის ქართულ სამსახურთან არსებული უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი ქეთევან გურჩიანი.
27 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ღვინის მწერალი და ღვინის კლუბის დამფუძნებელი მალხაზ ხარბედია, რომელსაც ვესაუბრეთ საქართველოში არსებულ მცირე მარნებსა და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
26 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო არქიტექტორი, ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე. მასთან ერთად ვისაუბრეთ აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქციაზე.
22 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ კურატორი ირუ ჯორჯაძე და არტისტი, ჯგუფ "ბულიონის" წევრი, ნატუკა ვაწაძე.
21 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე გიორგი სორდია, რომელიც ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის ცენტრს ხელმძღვანელობს.
20 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე და ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე.
18 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ ვაკის პარკის კინომოძრაობის წევრები - პროდიუსერი თეკლა მაჭავარიანი და რეჟისორი ლაშა ცქვიტინიძე.
16 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მუსიკოსი, ბათო ოსტაევი, რომელმაც 2011 წელს დაარსა ალტერნატიული როკ-ბენდი Plus Master.
15 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარები იყვნენ ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი და თბილისის ფოტოფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნესტან ნიჟარაძე.
14 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მხატვარი გია ბუღაძე, რომლის ნამუშევრების გამოფენასაც დიმიტრი შევარდნაძის ეროვნული გალერეა მასპინძლობს.
13 სექტემბერს თავისუფლების დილის სტუმრები იყვნენ ფოტოგრაფი გიორგი ხელაშვილი და ოპერატორი მარიამ სეხნიაშვილი;
12 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მარიამ ტაბაღუა, საზოგადოებრივი მოძრაობის - "ქალაქი ბავშვებს" აქტივისტი.
8 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მაია ქურციკიძე, Unicef-ის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი.
6 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ელექტრონული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ტურაშვილი.
5 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) წარმომადგენლები, მარიამ მხატვარი და გურამ იმნაძე.
1 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ ხელოვნების კურატორები ელენე აბაშიძე და ირინე ჯორჯაძე.
31 აგვისტოს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ კურატორები მარიამ ლორია და მარიამ წიქორიძე, რომლებიც არიან ინტერდისციპლინარული არტ ორგანიზაცია "ობსკურას" დამფუძნებლები.
5 სექტემბერს თბილისის ტექნოლოგიურ პარკში ინტერნეტმმართველობის ფორუმი გაიმართება, სადაც ქვეყნის ინტერნეტსივრცისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება.
ჩამოტვირთე მეტი