პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
26 აგვისტოს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მუსიკოსი ბესო ბაბალაშვილი, რომელიც სოლო პროექტით მონაწილეობდა მუსიკალურ კონკურს Newcomers 2016-ში და დაუკრა ფესტივალ Tbilisi Open Air 2016-ზე.
25 აგვისტოს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო კომუნიკაციის დიზაინერი ნესტან მამაცაშვილი, რომელმაც მეგობრებთან ერთად რამდენიმე თვის წინ გააკეთა ვებსაიტი საქართველოს შესახებ.
24 აგვისტოს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი შარაბიძე.
22 ივნისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ყოფილი მეკლდეური, ალექს სოსელია, რომელიც 27 აგვისტოს ყაზბეგის რაიონის სოფელ არშას მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი მეკლდეურობის ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორია.
19 აგვისტოს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მუსიკოსი ანდრო გოგიბედაშვილი. ანდრო Newcommers 2016-ის ერთ-ერთი მონაწილეა პროექტით Saphileaum.
18 აგვისტოს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე, რომელიც ჭიათურის რაიონის სოფელ პერევისაში ღია საჯარო სივრცის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორია. პერევისას ღია საჯარო სივრცე მეორე წელია ფუნქციონირებს როგორც თვითორგანიზებადი ღია საგანმანათლებლო პლატფორმა.
17 აგვისტოს “თავისუფლების დილის” სტუმარი იყო გოგა ხატიაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი.
16 აგვისტოს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო საზოგადოებრივი ინიციატივა "თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტი ბექა წიქარიშვილი
29 ივლისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მუსიკოსი დეივ ურუშაძე, რომელმაც სხვადასხვა ბენდთან რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის შემდეგ 2015 წელს ჩამოაყალიბა მუსიკალური პროექტი - Evad.
28 ივლისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ცხოველთა უფლებების დამცველი, მოხალისე აქტივისტი თიკო კვალიაშვილი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, საკუთარი რესურსებით ცდილობს დაუცველი, მიუსაფარი ცხოველების დახმარებას.
26 ივლისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო არქიტექტორი ანა კინწურაშვილი, რომელიც მუშაობდა საბჭოთა მიკრორაიონების სტრუქტურისა და მათი ტრანსფორმაციის სტრატეგიების კვლევაზე.
25 ივლისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ხელოვნებისმცოდნე ლალი პერტენავა. ლალის და მისი პარტნიორების ორგანიზებით არტისტების ჯგუფი პერიოდულად სხვადასხვა ქალაქს სტუმრობს ქალაქური ჩანახატების გასაკეთებლად.
22 ივლისს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ ინდი-როკ ბენდ Bedford Falls-ის წევრები მიხო კალანდარიშვილი და დათო ჯიქია.
21 ივლისს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ რეზი გვარამაზე და მარიამ ქარჩხაძე, რომლებიც არიან ქალაქებში გაბნეულ საინტერესო მასალებზე ნადირობის ინიციატივის ავტორები.
20 ივლისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო სცენარისტი, ანიმაციური სტუდია "ველოსიპედის" დამფუძნებელი გიორგი მარშანია.
19 ივლისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "საბუკოს" დირექტორი, კონსერვაციონისტი ალექსანდრე რუხაია. "საბუკო" - საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის - წლებია, მუშაობს გადაშენების პირას მყოფი ფრინველების პოპულაციების შენარჩუნებასა და გაძლიერებაზე.
18 ივლისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მარკეტინგის სპეციალისტი ეკო ჩუბინიძე, რომელიც "სტარტაპ მარკეტის" ერთ-ერთი ორგანიზატორია.
15 ივლისს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ ელექტრონული მუსიკალური დუეტ "Wylti"-ს წევრები დათუნა დგებუაძე და გიორგი ჯინჭარაძე.
14 ივლისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო გიდი, ნუცა ცქიმანაური, რომელიც თავის რამდენიმეწლიანი მუშაობის პერიოდში შეძენილ გამოცდილებას გვიზიარებდა.
13 ივლისს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ იუტუბერები, დავით ჟორჟოლიანი და დავით გარუჩავა.
ჩამოტვირთე მეტი