პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
კობა ლეთოდიანი ტახტზე ზის. ვერცერთი თვალით ვეღარ ხედავს. მარცხენა თვალში 20 ივნისს რეზინის 4 ტყვია მოხვდა. იმედი აქვს, როცა ბადურა გამაგრდება, ექიმები მხედველობას მაინც აღუდგენენ.
პატარა თეთრი სახვევი თვალზე ერთი წლის განმავლობაში მისი სახის ნაწილად იქცა. თვალის დაკარგვიდან ერთი წლის შემდეგ გიორგი ამბობს, რომ მისთვის ყველაზე რთული ის დღეები იყო, როცა სამკურნალოდ გერმანიაში მიდიოდა.
20 ივნისს, როცა ყველას უკვე მოხვედრილი ჰქონდა თვალში ტყვია, მე მაშინ მომხვდაო, - ამბობს დავით ქურდოვანიძე, 21 წლის სტუდენტი, რომელიც ერთ-ერთია იმ დაშავებულებს შორის, რომლის პროტესტსაც მისი ჯანსაღი თვალი შეეწირა.
დავითი ერთ-ერთია 20 ივნისის აქციაზე დაშავებულთაგან, რომელიც პროტესტისას მიღებული ტრავმის გამო დღეების განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მისი მკურნალობის პროცესი ახლაც გრძელდება - ისტორია, რომელსაც რადიო თავისუფლებას უყვება, ხანგრძლივი მკურნალობის და შიშით ცხოვრების გარდა იზოლაციის ამბავიცაა
2019 წლის 20 ივნისს მაკო პირველად წავიდა საპროტესტო აქციაზე და თვალში მოხვედრილმა რეზინის ტყვიამ მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა. 1 წლის განმავლობაში იყო დაკითხვები პროკურატურაში, ოპერაციები - საქართველოსა და გერმანიაში, ბრძოლა დაზარალებულის სტატუსისთვის, აქციები, სარჩელები და მცდელობები
“ის რაც იყო, იყო, ახლა ნამდვილად კეთდება - ასეთია მათი პასუხი”, - გვეუბნება თენგიზ ცერცვაძე. უფრო კონკრეტულად კი, მან იცის, რომ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გადატანა ლუბლიანას ქუჩაზე არსებულ სამედიცინო ინოვაციების ცენტრში იგეგმება.
არის მოთხოვნა გადაიხედოს სახელოვნებო პროექტების დაფინანსების წესი, პროცესი უფროგამჭვირვალე გახდეს, სახელმწიფომ სტრატეგიის დოკუმენტებში გაწერილი ვალდებულებების შესრულება დაიწყოს და სახელმწიფოს დღის წესრიგში კულტურის სფერო უფრო მეტად პრიორიტეტული იყოს.
“კომუნიკაცია გათვლილია ფართო საზოგადოებაზე, თუმცა ყველაზე მეტად ეხება იმ ადამიანებს, ვინც აცნობიერებს ხარისხიანი განათლების მნიშვნელობას და მის პირდაპირ კავშირს მათი შვილების კეთილდღეობასთან მუდმივად ცვალებად სამყაროში და საკუთარი თავის დაცულ, მშვიდ სიბერესთან”.
საქართველოში არაერთი ბავშვია, რომლის განათლების, ჯანმრთელობის, უსაფრთხო გარემოსა და ზოგჯერ სიცოცხლის უფლებაც კი კითხვის ქვეშ დგას.
ეკონომიკის შემცირება სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების რიცხვის ზრდასა და საშუალო ფენის გაღარიბებას გამოიწვევს და აპრილის თვის წინასწარი შედეგები მომდევნო თვეებში უფრო მძიმე შედეგებს მოიტანს.
შემოწირველებს შორის არიან ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული, პოლიტპატიმრების სტატუსით განთავისუფლებული და სასამართლოს მიერ გამართლებული ბიზნესმენები, ფონდ ქართუს თანამშრომლები, სპორტული კლუბების ხელმძღვანელები.
ახალქალაქში, სოფლის ცენტრში მდებარე მცირე ეკლესიის გარშემო არსებული ციხე-გალავნის რეაბილიტაციისთვის კასპის რაიონის გამგეობამ 2020 წელს ორი სხვადასხვა ტენდერი გამოაცხადა.
ნელი დოროყაშვილის ადვოკატების მტკიცებით, ძალადობა იყო დროში განგრძობითი და არაერთჯერადი. ძალადობა ხდებოდა როგორც წყვილის თანაცხოვრებისას, ისე განქორწინების შემდეგ.
თამარ ჟამურაშვილი ექიმია, მედიცინის მეცნერებათა დოქტორი. თითქმის 15 წელია, რაც გერმანიაში ცხოვრობს და ახლა ბერლინში, ევროპის წამყვან და ერთ-ერთ ყველაზე დიდ საუნივერსიტეტო კლინიკაში, მუშაობს.
კვლევის გლობალური შედეგები აჩვენებს, რომ მოზარდთა ფსიქიკური მდგომარეობა 2014-2018 წლებში მრავალ ქვეყანაში გაუარესდა.
სახელმწიფო ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავს საეკლესიო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ამ მსხვილი რეგიონული პროექტების განხორციელებისას მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი მუნიციპალური განვითარების ფონდია.
საქართველო საერთაშორისო ტურისტების მისაღებად 1 ივლისიდან ემზადება და, როგორც ეს არაერთხელ აღინიშნა, ჩვენ ვიქნებით პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც კარს გახსნის მოგზაურებისთვის.
თბილისის მერის ინიციატივით, შესაძლოა დეველოპერულ კომპანიებს სამშენებლო ნებართვების მიღება გაუადვილდეთ და აღარ დასჭირდეთ მერიაში წარადგინონ ტრანსპორტის ზეგავლენის შეფასება.
30 000 ცალი ტესტი, რომელთაგან თითოეული საქართველოს 31 ლარად უნდა შეესყიდა კომპანია Inzek International Trading-ისგან, კონტრაქტორ კომპანია შპს “სოლემარტს” უნდა ეყიდა
მარი ავსტრიიდან სპეციალური რეისით საქართველოში 1 მაისს დაბრუნდა ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. ბავშვები 1 და 4 წლისები არიან. მოქმედი წესების მიხედვით, ყველა, ვინც საქართველოში სხვა ქვეყნიდან ბრუნდება, ვალდებულია გაიაროს ორკვირიანი კარანტინი. სახელმწიფო თავად ზრუნავს საკარანტინო სივრცეზე
ჩამოტვირთე მეტი