პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, მთელ მსოფლიოში 2020 წელს ტურების 58%-დან 78%-მდე კლებაა მოსალოდნელი; საქართველოს მთავრობამ 7 მაისს წარადგინა ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმა.
ონკოლოგიურისა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ექიმები ხელფასს რამდენიმეთვიანი დაგვიანებით იღებენ. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ექიმები ანაზღაურების გარეშე არ დარჩებიან, კლინიკების უკეთ ფუნქციონირებისთვის კი სტრატეგიის შემუშავებაა საჭირო.
საქართველოს საპატრიარქოს პრივილეგირებული მდგომარეობა ვლინდება ეკლესიის დაფინანსების სახელმწიფო პოლიტიკასა და პრაქტიკაშიც. ამის საპირისპიროდ კი სახელმწიფო უხეშად ერევა ზოგიერთი სხვა რელიგიური ორგანიზაციის ავტონომიაში - მიიჩნევენ ორგანიზაციაში.
საქართველოში მსჯელობენ იმაზე, როგორ შეიძლება ეკონომიკამ პანდემიის შემდეგ შეამციროს რუსეთზე, როგორც მყიფე და პოლიტიკურ ბაზარზე, დამოკიდებულება. რუსული პროპაგანდა ცდილობს აზრის განმტკიცებას, რომ საქართველოს “სასიცოცხლო არტერია რუსეთზე გადის” და საჭიროა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება.
რემდესივირი, რომელსაც მსოფლიო იმედით უყურებს, კოვიდ-19-ის მკურნალობის ქართულ პროტოკოლშიც გვხვდება, თუმცა საქართველოში ჯერ გამოყენებული არ ყოფილა. თუკი რემდესივირს კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალო წამლად აღიარებენ, პანდემიის გამო მასზე მოთხოვნა, დიდი ალბათობით, ყველა ქვეყანაში გაჩნდება.
კარგ შემთხვევაში, ანუ ოპტიმისტური სცენარში ეკონომიკური აქტივობები სრულიად შეჩერებულია 2,5 თვის განმავლობაში, ცუდ შემთხვევაში, ანუ ძალიან პესიმისტურ სცენარში კი - 6 თვით. პირველ შემთხვევაში საქართველოს რეალური ეკონომიკა 2020 წელს 4,3%-ით შემცირდება, მეორე შემთხვევაში - 12,9 პროცენტით.
პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების დაწესებიდან თვეზე მეტი გავიდა, - სკოლების და ბაღების დაკეტვიდან - უფრო მეტი და ამასობაში სახლში მოთამაშე, კედლებზე მოსიარულე და იატაკზე მოხტუნავე ბავშვები გაიზარდნენ, - აღმოჩნდა რომ მათ ნაწილს ტანსაცმელი დაუპატარავდა, ნაწილი კი სულაც გადაეჩვია ჩაცმას.
ნანა კარდიოლოგია. ამ კლინიკაში ზოგადი მედიცინის კურსის გასავლელად მივიდა და მოულოდნელად ყველაზე საინტერესო და სევდიან პროფესიულ თავგადასავალში აღმოჩნდა. კარდიოლოგიას ივნისიდან დაუბრუნდება, მანამდე კი კოლეგებთან ერთად ახალ ვირუსს ებრძვის.
მას შემდეგ, რაც მანქანებით გადაადგილება შეიზღუდა, არაერთი ისტორია მოვისმინეთ იმის შესახებ, როგორ მოუწიათ ონკოპაციენტებს დაგეგმილი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცედურების გადადება რამდენიმე დღით.
ქართველი ექიმები ამერიკიდან და საქართველოდან დაობენ იმაზე, რამდენად ეფექტურია ამ წამლის გამოყენება ვირუსთან საბრძოლველად, მსოფლიო მედია წერს მის გვერდით მოვლენებზე, ქვეყნდება კვლევები, რომელიც ამბობს, რომ ჰიდროქსიქლოროქინი, იგივე პლაქვენილი ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური არ არის.
ექიმები ეუბნებიან, რომ ასეთი მსუბუქი შემთხვევა ხშირი არ არის, თუმცა ჰქონიათ. თვითონ ფიქრობს, რომ ყველაზე საშიში, გავრცელების თვალსაზრისით, მისნაირი ასიმპტომური პაციენტები არიან და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ტესტი გაკეთდეს.
შეიხი მირტაგ ასადოვი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე 15 აპრილს დაიბარა საბოტაჟის მუხლითა აღძრული საქმის ფარგლებში გამოსაკითხად, 16 აპრილს ადვოკატის თანხლებით დაიკითხა.
საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არც ანტიკრიზისული გეგმა წარმოუდგენია და არც საგანგებო მდგომარეობიდან ეტაპობრივად გამოსვლის სტრატეგია არსებობს. მოქალაქეთა საკმაოდ დიდი ნაწილი ამბობს, რომ შემოსავლის გარეშე სახლში დარჩენილებს ერთი თვის განმავლობაშიც კი გაუჭირდებათ თავის შენახვა.
საქართველოს მთავრობა განცხადებას იმის შესახებ, რომ ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობს, თითქმის ერთი თვეა აკეთებს
14 აპრილს დადასტურდა, რომ კორონა ვირუსით დაინფიცირდა ერთ-ერთი სასულიერო პირი და მისი ოჯახების წევრები. კოვიდ-19 დაუდასტურდა საპატრიარქოს დაცვის წევრსაც.
27 მარტიდან 10 აპრილამდე 9 მილიონ ლარზე მეტის ჯარიმა გამოიწერა საგანგებო მდგომარეობისა და საკარანტინო წესების დარღვევის გამო.
გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია რამდენიმეწლიანი სამოქალაქო აქტივიზმის შედეგად ქალაქის ხელმძღვანელობამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. 2018 წლის გაზაფხულზე ითქვა, რომ 50 მილიონის ღირებულების პროექტი 2019 წლის ბოლოს დასრულდებოდა და რეაბილიტაციის ფარგლებში 30-მდე შენობა სრულად აღდგებოდა.
მოსახლეობის თითქმის ნახევარი ვერ მოიხმარს უსაფრთხოდ მართულ წყალს, ანუ წყალს, რომელიც სუფთაა და უწყვეტად მოდის საცხოვრებელში. ასეთ წყალზე წვდომა საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 56 %-ს აქვს.
საქსტატის მონაცემებით 65 წელს გადაცილებული პირები მოსახლეობის 14%-ს შეადგენს. საქართველოში დაახლოებით 361 000 ადამიანია 70 წლის და ან უფრო მეტის.
სატელეფონო კონსულტაციების გამწევი ექიმების გადასამზადებლად ტრენინგებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჩაატარებს. პირველ ეტაპზე დაგეგმილია 100 ექიმის გადამზადება და ეს სახელმწიფოს 53 000 ლარი დაუჯდება.
ჩამოტვირთე მეტი