პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
ცესკოში შესულ საჩივრებსა და მათ ავტორებზე დაყრდნობით შეიძლება იმის თქმა, რომ: გადასატანი ყუთი გაყალბების და ამომრჩეველზე ზეწოლის მექანიზმია არჩევნების დღეს. შესაძლოა ამ გზით ხელისუფლების მხარდამჭერები ხმას ერთზე მეტჯერ აძლევდნენ, ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს კი არჩევანი შეზღუდული ჰქონდათ.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ კვლავ ასობით საჩივარი დაიწერა. 1 ნოემბრის მონაცემებით ცესკოში შესულია 330 განცხადება - საჩივრების წარდგენისა და განხილვისთვის მხარეებს კიდევ რამდენიმე დღე აქვთ.
არჩევნების მეორე ტურის წინ ეჭვქვეშ დადგა* "მთავარი არხის" ეგზიტპოლის ჩატარების საკითხი, და ვინაიდან ამომრჩევლის გამოკითხვის შედეგები არ შეუკვეთავს არც მეორე, ოპოზიციურად განწყობილ ტელეკომპანიას, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ 30 ოქტომბერს ეგზიტპოლის შედეგებს მხოლოდ ტელეკომპანია "იმედი" გამოაქვეყნებდა.
19 ოქტომბერს თეოლოგი გოჩა ბარნოვი და ფილოლოგიის დოქტორი თამარ მესხი კონსტანტინოპოლის და მსოფლიო პატრიარქს, ბართლომე I-ს სტამბოლში შეხვდნენ. შეხვედრა, როგორც გოჩა ბარნოვი ამბობს, სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
თბილისის ქუჩებში რამდენიმე დღის წინ ახალი ბანერები გამოჩნდა. მათზე თბილისის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატის, ნიკა მელიას დაპირებებია გამოსახული.
რუსთავის მე-17 საპატიმრო დაწესებულებაში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ციხეში მყოფი სხვა პატიმრების ადვოკატები ამბობენ, რომ რეაგირება დაგვიანებული, ვითარება კი არასწორად იყო მართული. ოფიციალური ინფორმაცია ხანძრის შესახებ ფრაგმენტულია და არ სცემს პასუხს მნიშვნელოვან კითხვებზე.
როგორც ბათუმის, ასევე თბილისის მერიაში ბოლო ერთი კვირაა მოქალაქეების ზარები არ წყდება. ბათუმის ცენტრში ხუთსართულიანი სახლის ჩამონგრევის და 9 ადამიანის სიკვდილის შემდეგ, თბილისელები და ბათუმელები ითხოვენ, შეამოწმონ არა მხოლოდ მათი სახლები, არამედ მეზობლებთან მიმდინარე რემონტის პროცესიც.
საქართველოს სახელით ორჯერ ევროპის ჩემპიონმა ზურა დათუნაშვილმა საქართველო 2019 წელს დატოვა. სერბეთის სახელით წელს მან სამი მედალი მოიპოვა: გახდა ევროპის, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი.
2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ხმის დათვლის და შეჯამების პროცესის შესახებ საერთო ჯამში დაიწერა 1 702 საჩივარი, მათგან 825 შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას და უბნების ხელახლა გადათვლას ითხოვს. გადათვლის მოთხოვნას საარჩევნო კომისიები რთულად და იშვიათად აკმაყოფილებენ.
დისბალანსი ოქმებში და გაბათილებული ბიულეტენების სიმრავლე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზეც პრობლემად რჩება.
ქართულ ოცნება მესამედ ემზადება არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის დასამარცხებლად. ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 1 ოქტომბრამდე ერთიანობას შენარჩუნებას ცდილობდნენ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის და მისი დაკავების შემდეგ ისევ დაიშალნენ და ინდივიდუალურ სტრატეგიებს დაუბრუნდნენ.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქართულ ციხეში მოიხდის სასჯელს სრულად და იქვე აფრთხილებენ, რომ თუ „კარგად არ მოიქცევა”, შესაძლოა სხვა „მუხლებიც დაუმატონ”.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე იყო მცდელობა, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელებულიყო საარჩევნო კოდექსში და გატარებულიყო "ამბიციური საარჩევნო რეფორმა".
სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ სუს-ი ყურადღებით სწავლობდა სასულიერო პირების პოლიტიკურ განწყობებს და საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვისაც მიმართავდა ამომრჩევლის მობილიზების თხოვნით.
ისეთი დეფიციტი საქართველოს ბიუჯეტს, როგორიც დღეს აქვს, ბოლო ათი წლის განმავლობაში არ ჰქონია. 2021 წლის პირველ 6 თვეში ბიუჯეტის შემოსავლები მილიარდი ლარით ნაკლებია ამავე პერიოდის ხარჯებთან შედარებით და საბიუჯეტო დეფიციტმა 7,6% -ს მიაღწია. რას ნიშნავს ეს და როგორ იგრძნობენ დეფიციტს მოქალაქეები?
ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია „ენკა” საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს და უარს ამბობს ჰესის აშენებაზე.
თვითმმართველობის არჩევნებამდე არასრული 2 კვირა რჩება. პოლიტიკოსები წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავენ და დაპირებებს იძლევიან. რადიო თავისუფლებამ თავი მოუყარა პოლიტიკურ აღთქმებს, რომელთა ნაწილი წინა არჩევნებზეც მოგისმენიათ, ნაწილი კი არარეალური და პოპულისტურია.
თუკი ფარული მიყურადების გაჟონილი დოკუმენტების ნამდვილობა დადასტურდა, დადასტურდება ისიც, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვები საშიშ გარემოში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, სახელმწიფომ ეს იცოდა და არაფერს აკეთებდა.
12 სექტემბერს, გვიან ღამით მედიებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტია განთავსებული - ტექსტური ფაილები, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა. ამ ათასობით დოკუმენტს ის აერთიანებს, რომ ჩანაწერები სასულიერო პირებს ეხება.
ჩამოტვირთე მეტი