პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
“სამოქალაქო საარჩევნო კომისია” ამტკიცებს, რომ მმართველმა პარტიამ საუბნო საარჩევნო კომისიები თავისი აქტივით დააკომპლექტა. მტკიცებულება 100-მდე უბანში გადაღებული ვიდეოჩანაწერებია, სადაც ჩანს საუბნო საარჩევნო კომისიებში თავმჯდომარეების, თავმჯდომარის მოადგილეების და მდივნების არჩევის პროცესი.
ომბუდსმენი ძალადობის ორგანიზატორების დაკავებას ითხოვს, ძალადობრივი აქციის მონაწილეები კი - დაკავებულების 20 სექტემბრამდე გათავისუფლებას.
17-გვერდიანი პროგრამა თბილისის მაშინ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ 2017 წლის არჩევნების წინ წარადგინა. „ეს არის გეგმა, რომლის განხორციელება ჩვენს ქალაქს განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს”, - ეწერა დოკუმენტის ბოლოს.
თვითმმართველობის არჩევნებამდე 1 თვე რჩება, ცესკოში კანდიდატების წარდგენის ვადა იწურება. 2021 წლის 2 ოქტომბრისთვის, რომელსაც პოლიტიკოსების ნაწილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნ რეფერენდუმადაც განიხილავს, თანამშრომლობა მოახერხა რამდენიმე პარტიამ - მათ შეჯერებული კანდიდატები წარადგინეს.
ფესტივალ „როკვის” გუნდმა 12 აგვისტოს, საინფორმაციო გამოშვებებიდან გაიგო, რომ მათი ღონისძიება, რომლისთვისაც რამდენიმე თვე ემზადებოდნენ, ვეღარ ჩატარდება. მთავრობამ ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების გადაწყვეტილება, გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოულოდნელად გამოაცხადა.
12 აგვისტოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სამი კვირით გააჩეროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გადაწყვეტილება გააკრიტიკეს - როგორ მივლენ მოქალაქეები, მაგალითად, ამცრელ პუნქტებამდე ტრანსპორტის გარეშე?!
კულტურის სამინისტრო, მუნიციპალიტეტები და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები ათასობით ლარს ხარჯავენ პანდემიის დროს კონცერტებში. იმის მიუხედავად, რომ დაგეგმილი ან ჩატარებული ღონისძიებების ნაწილი ღია სივრცეში იმართება, ხალხმრავალი შეკრებები მაინც ეპიდემიის გავრცელების კერაა.
2008 წლის 9 აგვისტოს სოფელ ფრისთან ბრძოლისას მიღებული ჭრილობით რამდენიმე საათში გარდაიცვალა 29 წლის მაიორი გელა ჭედია. 2010 წელს ჯარში მუშაობა დაიწყო მისმა ცოლმა ლელა ხასაიამ. ლელას მთავარი ამბავი ამ დრომდე 13 წლის წინ მისი ომში სასიკვდილოდ დაჭრილი ქმარია.
15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე მსჯავრებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი „უდოს” კომისიის გადაწყვეტილებით თავისუფალია.
ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე რეგისტრირებული 3 000 ადამიანი ვაქცინაციაზე არ მივიდა - დაავადებათა ეროვნული ცენტრი ფიქრობს, რომ ეს შესაძლოა განზრახ მოხდა და ცდილობს გაარკვიოს, ჰქონდა თუ არა ადგილი „ცრუ ჯავშნებს”.
1 აგვისტოს „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში წაიკითხა, მისი თქმით, სუს-ის მიერ მომზადებული პირადი ცხოვრების და პროფესიული საქმიანობის ამსახველი ანგარიშები, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბიძინა ივანიშვილისთვის აგროვებდა.
გეგმით, ხელოვნების მუზეუმის შენობის დაცლას კულტურის სამინისტრო 5 აგვისტოდან იწყებს. ბუნდოვანია, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობიდან, რომლის აღდგენაც ექსპერტიზამ „არარენტაბელურად” მიიჩნია, სად წავა ეროვნული საგანძური. მოქმედი თანამშრომლები სამინისტრომ ამ პროცესიდან გამოთიშა.
„ლიტერას“ 5-კაციან ჟიურიში მხოლოდ ერთი წევრი რჩება, კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნული იოსებ ჭუმბურიძე. სწორედ მისი ჟიურიში ყოფნის გამო თქვა 20-მდე მწერალმა კონკურსში მონაწილეობაზე უარი და მისწერა წერილი სამინისტროს მოთხოვნით, უკან გაიხმოს „თავისი კაცი”.
ეკა ქევანიშვილი, ირაკლი კაკაბაძე, რატი მუჯირი, ჯაბა ზარქუა, ტორესა მოსი, ეკენე კვირველია, გიორგი შონია, ნათია გიორგაძე, მათე სარალიშვილი, დავით ქაშიაშვილი, ნინო სამყურაშვილი, ბელა ჩეკურიშვილი, ზვიად კვარაცხელია, ანდრო დადიანი, ასევე დიზაინერი ნატალია ავალიანი კონკურს "ლიტერას" ეთიშებიან.
ანანია გაჩეჩილაძემ საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში მოუგო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანის ევროპულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ ანანიას მიერ ნაწარმოებ პრეზერვატივებზე შეიძლება ეხატოს ის, რაც მას მოუნდება, მათ შორის - თამარ მეფეც.
შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის ნაწილის აღდგენა არარენტაბელურია, მეორე ნაწილის რღვევის შეჩერება კი შეუძლებელია და, შესაბამისად, უმჯობესია მუზეუმის ეს ნაწილი დაინგრეს და იმავე მასალებით ახალი აშენდეს, წერია კომპანია „კარიატიდას” მიერ მომზადებულ ექსპერტიზის დასკვნაში.
5 ივლისს მომხდარი ძალადობის ფაქტებზე ხელისუფლება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ იღებს, დასავლელი პატრნიორები კი თვლიან, რომ ძალადობა სწორედ ოფიციალური პირების საჯარო განცხადებებმა და პოლიციის უმოქმედობამ წაახალისა.
ჩიჩხიტურის კოშკთან მისასვლელი გზისთვის საგარეჯოს მერიამ 425 714 ლარი გამოყო. გზა 41 კალენდარულ დღეში უნდა დაიგოს, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 სექტემბრისთვის მზად უნდა იყოს. მუნიციპალიტეტი ამბობს, რომ ასფალტს მრავალრიცხოვანი ტურისტების და მომლოცველებისთვის აგებს - გზა რეალურად მესაზღვრეებამდე მიდის.
ჩამოტვირთე მეტი