პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
"ქართული ოცნება" ისე აუქმებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომ სურს ამ ცვლილებას არა დამოუკიდებელი უწყების გაუქმება, არამედ რეორგანიზაცია დაარქვას. პარლამენტის ბიურომ მხვლელობა მისცა კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს 2022 წლის 1 მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმებას.
"ალტ-ინფოს" ჯგუფმა, როგორც პოლიტიკურმა პარტია „კონსერვატიულმა მოძრაობამ“, პირველი აქცია გამართა და 5 ივლისს ძალადობაში ბრალდებულების გათავისუფლება მოითხოვა. სასამართლომ 22 დეკემბერს გირაოს სანაცვლოდ "თბილისი პრაიდის" ოფისზე თავდამსხმელი 3 პირი გაათავისუფლა. წინასწარ პატიმრობაში რჩება 29 მონაწილე.
თითქმის ორი წლის განმავლობაში დაკეტილი ღამის კლუბები ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ მიზანმიმართულად ანადგურებს, საბაბად კი პანდემიას იყენებს. 24 დეკემბერს, შრომის ინსპექციამ დალუქა კლუბები "ხიდი", "მონოპოლი" და "მტკვარი", იგეგმება "ბასიანის" დახურვაც, სადაც ხალხია შეკრებილი.
20 დეკემბერს ინფრასტრუქტურის მინისტრმა თქვა, რომ ახალი ტერიტორიების ასათვისებლად ცვლილებები მზადდება სივრცითი დაგეგმვის კოდექსში. მინისტრის ზოგადი განმარტებით, მარტივდება წესები და რეგულაციები, რაც ხელს შეუწყობს ახალ ინიციატივებს, სამუშაო ადგილების შექმნას და გააძლიერებს ეკონომიკას.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემაში თავმოყრილი ტენდერები, რომლებსაც აქ ნახავთ, ყურადღებას იქცევს არა კორუფციულ გარიგებებზე ეჭვის ან დაუსაბუთებელი ხარჯების გამო, არამედ მათი მოულოდნელი შინაარსით და იმ ამბებით, რომლებსაც ტენდერების საშუალებით მივაგენით.
რიგ მუნიციპალიტეტებში საკრებულოს სხდომებს ოპოზიციის წევრები პროტესტის ნიშნად არ ესწრებიან ან საპროცედურო საკითხების გავლის შემდეგ ტოვებენ, კვორუმის არარსებობა კი თავმჯდომარეების არჩევის ბარიერი ხდება.
კულტურის სამინისტროსგან ინფორმაციის მიღება ფაქტობრივად შეუძლებელია - სამინისტროს პრესსამსახური არ პასუხობს ჟურნალისტების ზარებს, არ კითხულობს წერილებს, უწყება არ აქვეყნებს დოკუმენტაციას, რომლის გამოქვეყნებასაც კანონი ავალდებულებს.
ორწლიანი პროცესის შემდეგ, 2021 წლის 8 დეკემბერს, საქალაქო სასამართლომ უარი უთხრა „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებს ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს კომპანიის დაბრუნებაზე და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში დატოვა.
მეცხრე კლასის მოსწავლეებისთვის ისტორიის ორი სახელმძღვანელო არსებობს - ორივე ახალი შედგენილია და სკოლებში წელს, 2021 წლის შემოდგომაზე შევიდა. ორივე წიგნი საქართველოსა და მსოფლიო ისტორიას ერთმანეთთან კავშირში ასწავლის მოსწავლეს და ორივეშია საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ ჩანაწერები.
კულტურის სამინისტრო მოქმედი და მომავალი თანამშრომლებისთვის ტესტირებას ატარებს, პროცესი არც საჯაროა და არც გამჭვირვალე.
ხელოვნების მუზეუმის ავარიული შენობა დანგრევის საფრთხის წინაშეა. ათასობით ექსპონატი, მათ შორის ოქროს ფონდი, რომელიც იქ ინახება, გადასატანია. ახალ ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო ხელოვნების მუზეუმი თანამშრომლების ნაწილმა დატოვა.
შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს.
თამარ კურატიშვილი, „სირცხვილიას“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი, პოლიციამ 13 ნოემბერს სუს-ის ოფისთან მაშინ დააკავა, როცა რამდენიმე ადამიანთან ერთად ტროტუარზე საპროტესტო ბანერის გაშლას ცდილობდა. ბანერზე ეწერა: „ყველას ვერ დაგვაკავებთ“.
შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმს პროტესტის ნიშნად ტოვებს დირექტორის თანაშემწე, დავით ნიორაძე. მიზეზი მუზეუმის ახალი მენეჯმენტის ადმინისტრაციულ პოლიტიკასა და საქმისადმი მიდგომასთან მისი პოზიციების შეუთავსებლობაა.
ნაწილი იმ 46 აქტივისტიდან, ვინც გუშინ, 10 ნოემბერს პოლიციამ დააკავა და მათ ადგილსამყოფელს ოჯახის წევრებმა მხოლოდ დღის ბოლოს მიაგნეს, ახლაც იზოლატორში რჩება.
1 ოქტომბერს საქართველოში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის 40 დღის შემდეგ მისი პირველი სასამართლო სხდომა დღეს, 10 ნოემბერს გაიმართა, რომელსაც თავად არ დასწრებია. საქალაქო სასამართლოში 3 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს მის ბრალეულობას „7 ნოემბრის საქმეში”.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობის და შიმშილობის მეორმოცე დღეს გლდანის მე-18 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში შეხვდა. აქ ის 8 ნოემბერს, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს.
2021 წლის 2 ნოემბერს მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლითაც ყოველთვიურად განკუთვნილი სტიპენდიის ოდენობა ეზრდებათ იმ სახალხო არტისტებს, რომლებიც სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას 2011 წლიდან რეგულარულად იღებენ.
ჩამოტვირთე მეტი